Connect with us

კულინარია

საუკეთესო საშემოდგომო სასმელი იმუნიტეტის გასაზრდელად: გემრიელი სბიტენი

სბიტენი დაუმსახურებლად დავიწყებული სასმელია, რომელსაც ძველად დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის სვამდნენ. ასევე უბრალოდ სიამოვნებისთვის. სასმელი ცივ საღამოს ხალხს ათბობდა და ცხელ დღეებში წყურვილს უკლავდა. ტრადიციული რეცეპტის მიხედვით სბიტენი ალკოჰოლთან ერთად მზადდება, მაგრამ შეგიძლიათ მის გარეშე გააკეთოთ. სასმელის სამკურნალო თვისებები მასში შემავალ ინგრედიენტებზეა დამოკიდებული. ჩვენ მომზადების უნივერსალურ ვარიანტს გთავაზობთ. აუცილებლად ჩაინიშნეთ!

სბიტენი

ინგრედიენტები:

  • 1,5 ლ წყალი
  • 1 ლიმონი
  • 4-5 ს/კ თაფლი
  • 4 მიხაკის თანაყვავილედი
  • ცოტა გახეხილი კოჭის ფესვი
  • 3 ჩხირი დარიჩინი

მომზადება:

  1. თაფლი წყალს დაუმატეთ. თუ გსურთ რომ უფრო ტკბილი იყოს, შაქარიც დაუმატეთ.
  2. დარიჩინი, მიხაკი და კოჭა დაუმატეთ.
  3. ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 5 წუთით ადუღეთ. ხარშვის ბოლოს ქაფი მოხადეთ.
  4. ლიმონის წვენი გაწურეთ.
  5. წვენი სბიტენში ჩაასხით და სასმელი გაწურეთ.

თქვენ შეგიძლიათ სხვა სანელებლები, ლაიმი, ფორთოხალი, პიტნა და ბევრი სხვა რამ გამოიყენოთ. ასევე სბიტენი შეგიძლიათ თეთრი ღვინის საფუძველზე მოამზადოთ.

ეს შესანიშნავი რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!