კულინარია
საუკეთესო საუზმე მათთის, ვისაც გაბერილი მუცელი აწუხებს. წონის კლება და ორგანიზმის გაწმენდა გარანტირებულია
ზედმეტი წონის პრობლემა არასწორი კვების შედეგია. სხეულის ფორმების შეცვლა და ლამაზი ფიგურის მოპოვება შესაძლებელია, თუ ყოველდღიურ რაციონში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანთ.
არასდროს გამოტოვოთ საუზმე და ყოველთვის სწორად შეარჩიეთ ის! საუზმეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული ნაწლავების მუშაობა მთელი დარჩენილი დღის განმავლობაში.
დღევანდელ სტატიაში მსურს, მოგითროთ იდეალურად დაბალანსებული საუზმის შესახებ, რომელიც დააჩქარებს თქვენს მეტაბოლიზმს და გაწმენდს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს დაგროვებული ტოქსინებისგან და წიდებისგან. ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია წონის კლებისკენ.
ჩაინიშნეთ მარტივი რეცეპტი, რომელსაც დღეს გთავაზობთ და ისაუზმეთ ამ კერძით, რათა დააჩქაროთ ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესები და კარგად გაიწმინდოთ ის.
იდეალური საუზმე
ინგრედიენტები:
- 4 ს/კ შვრიის ფანტელი
- 1 ჭიქა კეფირი ან უცხიმო მაწონი
- 7 ცალი შავი ქლიავის ჩირი
- 1 ს/კ სელის ზეთი ან მისი დაფქული თესლი
- 1 ჩ/კ კაკაო
მომზადება:
1. საუზმის მომზადება საღამოს დაიწყეთ. მოცემული რაოდენობით შავი ქლიავის ჩირს დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი.
2. აურიეთ ერთმანეთში კაკაო, სელის ზეთი და შვრიის ფანტელები. დაასხით ერთი ჭიქა კეფირი ან უცხიმო მაწონი.
3. ცხელ წყალში დამბალი ქლიავის ჩირი დააქუცმაცეთ და ჩაამატეთ ნარევში. დააყოვნეთ ის მაცივარში მთელი ღამით.
დილით, გაღვიძებისთანავე მიირთვით ის. ასეთი საუზმე დაგტვრითავთ საჭირო ენერგიით და დააჩქარებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. ის ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვისაც.
ცადეთ და ხანმოკლე დროში თქვენი საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას აუცილებლად შენიშნავთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო აღმოჩნდება. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც!