ჰოროსკოპი
საუკეთესო თილისმა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
თილისმა – ნივთი, რომელიც წარმატებას და ბედნიერებას იზიდავს. რაღაც შეუსაბამო რომ არ მოიზიდოთ და საკუთარი ცხოვრება არ გაანადგუროთ, თილისმა გონივრულად უნდა შეარჩიოთ. რეკომენდებულია თილისმა ზოდიაქოს ნიშნის და მისი მახასიათებლების მიხედვით აირჩიოთ. დროთა განმავლობაში შეძენილ თილისმასა და მფლობელს შორის ენერგეტიკული კავშირი უნდა შეიქმნას.
ეს მხოლოდ არა უბრალო აქსესუარი, არამედ ავგაროზია, რომელიც ძალებით აგავსებთ და ნეგატივისგან დაგიცავთ.
ვერძი
სტიქია – ცეცხლი, პლანეტა – მარსი. ძლიერ და ენერგიულ ვერძს ოქროს აქსესუარი და ბზინვარე ლითონი უხდება.
შესანიშნავად შეეფერება:
- საკოლექციო იარაღი
- ჯაჭვები, ბეჭდები
- ოქროს მონეტები
კურო
სტიქია – მიწა, პლანეტა – ვენერა. გონიერი, მაგრამ მგრძნობიარე კურო ლამაზი და დახვეწილი თილისმის წყალობით კიდევ უფრო წარმატებული გახდება.
შეეფერება:
- ზარდახშა
- სტატუეტები
- სამკაული – მთავარია, რომ თავად მფლობელს მოსწონდეს.
- ხარის, სპილოს ან დათვის ფიგურები დაგიცავთ.
ტყუპები
სტიქია – ჰაერი, პლანეტა – მარსი. აქტიური და ცოდნის მაძიებელი ტყუპები გასაღების ფორმის ძვირფასი ლითონის თილისმით წარმატების მოზიდვას შეძლებს. კიდევ ერთი ვარიანტი – თილისმა, რომელიც მიღებულ ინფორმაციას უკავშირდება.
ეს შეიძლება იყოს:
- წიგნი
- საწერი აქსესუარები
- ამ ფორმის სამკაული
კირჩხიბი
სტიქია – წყალი, მფარველი – მთვარე. კირჩხიბისთვის საუკეთესო თილისმა გახდება მინის, ვერცხლის ან ბროლის ნივთები.
სჯობს ამ მასალის შემდეგი ფორმები შეარჩიოთ:
- მთვარე
- წყლის წვეთი
- ტალღის ფორმები
ლომი
სტიქია – ცეცხლი, მფარველი – მზე. ამაყ ლომს სჭირდება თილისმა ისტორიით.
- ძველი სამკაული
- წიგნი
- მედალი
- სტატუეტი
- ლომის ან არწივის ფორმის ფიგურა
ქალწული
სტიქია – მიწა, პლანეტა – მერკური. ბრძენ ქალწულს ყველაზე უკეთ შეეფერება:
- თიხისგან მომზადებული ბუს ფორმა
- მალაქიტის სამკაული
- ნებისმიერი რამ, რაც ცოდნის მიღებას უკავშირდება – წიგნი, საწერი ინსტრუმენტები, დღიური.
სასწორი
სტიქია – ჰაერი, პლანეტა – ვენერა. ამ ნიშანს ყველაზე უკეთ შეეფერება:
- სასწორის ფორმის სამკაული ან სტატუეტი, განსაკუთრებით, ვერცხლის ნაწარმი.
- ასევე შეეფერებათ ნებისმიერი ხელოვნების ნივთი, რომელიც თავად მფლობელს იზიდავს.
მორიელი
სტიქია – წყალი, პლანეტა – მარსი. მიზანდასახული და არაპროგნოზირებადი მორიელი ლითონის ბაყაყის თილისმით უფრო გაწონასწორებული გახდება. ობსიდიანის სამკაულები წარმატების მოზიდვაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
სტიქია – ცეცხლი, პლანეტა – იუპიტერი. მშვილდოსნებს ასეთი თილისმები შეეფერებათ:
- სკარაბეუსის ფორმა
- კალის ცხენები
- ნებისმიერი პროდუქტი იასპით
თხის რქა
სტიქია – მიწა, პლანეტა – სატურნი. თხის რქას ამტანობის დეფიციტით ხშირად იტანჯება, ამ დროს დაგეხმარებათ თილისმები:
- სამკაულები ონიქსით და ლალით
- თხის, კუს ან კიბის ფიგურები
მერწყული
სტიქია – ჰაერი, პლანეტა – ურანი. გამჭრიახ მერწყულს შეეფერება:
- ბროლის ან ფაიფურის ანგელოზის ფიგურები
- წარმატების მოზიდვაში პლატინის ან ვერცხლის აქსესუარები დაგეხმარებათ.
თევზები
სტიქია – წყალი, პლანეტა – ნეპტუნი. თევზებს შეეფერებათ ყველაფერი, რაც წყლის სტიქიას უკავშირდება. თილისმისთვის საუკეთესო ვარიანტებია:
- ნიჟარა
- მარჯანი
- თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ფიგურები
- სახლი ბალახებით და საკმეველით მორთეთ, რომლის არომატიც თევზს დაამშვიდებს და შთაგონებას შემატებს.
სწორი თილისმა თქვენს ცხოვრებას უფრო ბედნიერს გახდის. თქვენი ზოდიაქოს ნიშნის სიმბოლო წარმატების მოზიდვაში დაგეხმარებათ და დაგიცავთ, ცხოვრებას გაგიმარტივებთ და ნათელ მხარეს გადაგიყვანთ.