Connect with us

ჯანმრთელობა

სასიკვდილო გენიტალური ინფექცია, რომელიც ნაყოფს აზიანებს, დიაბეტის გარკვეულ მედიკამენტს უკავშირდება

დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი ზრდას აგრძელებს, მაგრამ ამ დაავადების სამკურნალო მედიკამენტები არც თუ ისე უსაფრთხოა.

დიაბეტის წინააღმდეგ ბრძოლაში პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სპეციალური დიეტის დაცვა არის. თუმცა ბევრი ადამიანი უბრალოდ პერორალურ და ინექციურ ჰიპოგლიკემიურ მედიკამენტებს ღებულობს, რომელიც შაქრის დონეს აკონტროლებს.

ბოლო წლებში გაირკვა, რომ ასეთი მედიკამენტი საშინელ გენიტალიურ ინფექციას, განგრენა ფურნეს იწვევს.

ბაქტერიები ორგანიზმში ჩვეულებრივ ჭრილობიდან იჭრება და სწრაფად ვრცელდება. დიაბეტის დიაგნოზი განგრენა ფურნეს განვითარების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

ყველაზე ხშირად ნატრიუმ-გლუკოზური კოტრანსპორტერი-2-ის (SGLT-2) მიღების ფონზე ვითარდება.

ინფექცია იწვევს ნეკროზულ ფასციტს ქალების ვაგინალურ არეში, ხოლო კაცების სათესლის პარკს შორის და ანუსში.

2013 წლის მარტიდან 2018 წლის მაისამდე, 5 წლის განმავლობაში 12 შემთხვევა არის დაფიქსირებული, როცა პაციენტი მედიკამენტს ღებულობდა და ინფექცია განუვითარდა.

აი, მედიკამენტების სია, რომლებიც განგრენას იწვევენ:

  • კანაგლიფლოზინი (ინვოკანა)
  • დაპაგლიფლოზინი (ფორსიგა)
  • ემპაგლიფლოზინი
  • ლინაგლიპტინი
  • მეტფორმინი
  • დაპაგლიფლოზნი
  • ერტუგლიფლოზინი (სტეგლატრო)

ფრთხილად იყავით და გახსოვდეთ, თუ რამე გაწუხებთ, არ დაელოდოთ და ექიმს დროულად მიმართეთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.