Connect with us

საკითხავი

სასარგებლო ხრიკები, როგორ გააშროთ სპორტული ფეხსაცმელი გარეცხვის შემდეგ

ბოტასის ყიდვისას ყუთში შეგიძლიათ გრანულებით სავსე პაკეტები იპოვოთ. გირჩევთ, არ გადაყაროთ. მასში სილიკაგელია, რომელიც წყალს კარგად შთანთქავს და ფეხსაცმლის გაშრობას აჩქარებს. თუ სახლში ასეთი პაკეტები ვერ იპოვეთ, Alltime.ge–ს სასარგებლო ხრიკებს გიზიარებთ.

სპეციალური საშრობი საუკეთესო ვარიანტია, რომ სპორტული ფეხსაცმელი სწრაფად გააშროთ, თუ არ გაქვთ, ჩვენი ხრიკები გამოიყენეთ. ასე ბოტასებს ეფექტურად და სწრაფად გააშრობთ, თან ფორმა არ დაზიანდება. ფენი არ გამოიყენოთ, რადგან ცხელი ჰაერის ნაკადი ბოტასების დეფორმირებას იწვევს.

როგორ გააშროთ ბოტასები სწრაფად: 4 მეთოდი

ბრინჯის დახმარებით

გაშრობის პროცესის დასაჩქარებლად ბრინჯი გამოიყენეთ. ფეხსაცმლის ყუთში 3 სმ სისქის ბრინჯის ფენა ჩაყარეთ. ფეხსაცმელი გადააბრუნეთ და დაადეთ. თავზე არ დაახუროთ. 6-8 საათი საკმარისია, რომ ფეხსაცმელი გაშრეს.

ქვის მარილის გამოყენებით

ქვის მარილი დაგეხმარებათ, რომ ბოტასები სწრაფად გააშროთ. მსხვილი მარილი ტაფაზე გააცხელეთ, ჯერ ნეილონის წინდაში ჩაყარეთ და შეკარით, შემდეგ სქელ წინდაში ჩადეთ და ბოტასებში მოათავსეთ. მთელი ღამე გააჩერეთ.

ვენტილატორის დახმარებით

თუ სახლში ვენტილატორი გაქვთ, ბოტასების სწრაფად გაშრობას მისი დახმარებით შეძლებთ. ვენტილატორის ფრთები ტრიალისას ცივ ჰაერის ნაკადს ქმნის და ბოტასებს სწრაფად აშრობს. სპორტული ფეხსაცმელი გაღუნული მავთულით ვენტილატორზე დაკიდეთ ისე, რომ ფრთებს ტრიალში ხელი არ შეუშალოს. ვენტილატორის ძირში პირსახოცი გაშალეთ. მოწყობილობა საშუალო სიჩქარეზე ჩართეთ. 3–4 საათში ბოტასები  გაშრება.

ქაღალდის გამოყენებით

შეგიძლიათ გამოიყენოთ ქაღალდის პირსახოცი, ალბომის ფურცლები, ტუალეტის ქაღალდი. გაზეთის გამოყენება არ შეიძლება! ქაღალდის ბურთები ფეხსაცმელში მჭიდროდ ჩააწყვეთ, ახლა ქაღალდის პირსახოცი 6-7-ჯერ შემოახვიეთ და რეზინით დააფიქსირეთ. ფეხსაცმელი აივანზე გაიტანეთ. ყოველ საათში ქაღალდი გამოცვალეთ, ასე უფრო სწრაფად გაშრება.

სანამ ზემოაღწერილ ეფექტურ მეთოდებს გამოიყენებთ, ბოტასები სწორად მოამზადეთ. ამისთვის თასმები და ღაბაში მოხსენით. ისინი სჯობს ცალკე გააშროთ, მაგალითად, გათბობის ბატარეაზე. ამ მარტივი მოქმედებით ბოტასები უფრო სწრაფად გაშრება.

Advertisement