Connect with us

სხვა

სარკისებური რიცხვი 7.07: როგორ ჩავიფიქროთ სურვილი იმისთვის, რომ ნამდვილად ახდეს

სარკისებური რიცხვი – ეს არის დრე განსაკუთრებული ენერგეტიკით, რომელიც ციფრების მაგიური დამთხვევის წყალობით ძლიერდება. ეს დამთხვევა 7 ივლისის ერთ ჩვეულებრივ დრეს – განსაკუთრებულად აქცევს! ამ დღეს შეგვიძლია მივაღწიოთ ყველაფერს რასაც ვისურვებთ, ამისთის უბრალოდ სურვილის ჩაფიქრებაც კმარა.

დროულად ნათქვამი სიტყვა შეიძლება ბედნიერების მოსაზიდ პაროლად იქცეს, ხოლო კალენდარში არსებული რიცხვი კი – ჩაფიქრებულის ასრულების გასაღებად. სწორედ ასეთი დღე გველის 7 ივლისს.

ციფრი 7-ის მაგია

ნუმეროლოგიაში ციფრი 7 ღვთაებრივად ითვლება, ის სულიერების სიმბოლოა, ვერ იტანს მაგებსა და მკითხავებს, რომლებიც მისი მეშვეობით მომავლის განჭვრეტას და დაფარულის მხილებას ცდილობენ. ის საიდუმლოებების შემნახველია და მას ადამიანის შინაგანი სამყარო აინტერესებს. ამ დღეს ეცადეთ ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს, განიმსჭვალოთ სულერებით, მოუსმინოთ გულისთქმას. მხოლოდ გულწრფელი და კეთილი სურვილები შეძლებენ ამ დღეს უმაღლეს ძალებთან მისვლას.

როგორ ჩავიფიქროთ სურვილი 7 ივლისს

სწრაფი ეფექტისთვის უნდა მოემზადოთ იმ დროისთვის როდესაც საათზე 7 საათი და 7 წუთი იქნება. მისაღემია საღამოს დრო 19:07-იც. 1 წუთით ადრე სანამ 19:07 დადგება ჩაიფიქრეთ სურვილი და გამოიყენეთ ვიზუალიზაცია.

წესები სურვილის სწორად ჩასაფიქრებლად:

1. გამოიყენეთ ახლანდელი დრო. აუცილებელია თქვენს სურვილზე ისე იფიქროთ, თითქოს ის უკვე ასრულებულია! მაგალითად იმის ნაცვლად , რომ ჩაიფიქროთ: “მინდა ბედნიერი ცხოვრება”, ჩაიფიქრეთ: “მე ვცხოვრობ ბედნიერი ცხოვრებით”. გამოიყენეთ ახლანდელი დრო და ისე გამოხატეთ თითქოს ეს უკვე რეალობაა და ამ რეალობაში ცხოვრობთ.

2. გამოიყენეთ მეტი კონკრეტიკა. შეგიძლიათ სურვილის ჩაფიქრებისას მეტი კონკრეტიკა გამოიყენოთ და მიუთითოთ როდის ახდა თქვენი სურვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში სურვილი ახდება თუმცა ეს შეიძლება 3, 5 ან 7 წლის შემდეგაც მოხდეს.

3. სურვილის ფორმულირება ზუსტად მოახდინეთ. უნდა იცოდეთ, როგორ გსურთ ამის მიღწევა. თქვენი სურვილი უნდა იყოს გასაგები და კონკრეტული, ამიტომ სანამ ჩაიფიქრებთ – თქვენი ემოციები და გრძნობები მოაწესრიგეთ.

4. გქონდეთ უკეთესის იმედი. დატვირთეთ სურვილი დადებითი ემოციებით. წარმოიდგინეთ როგორი ბედნიერი და სიხარულით აღსავსე იქნებით როდესაც თქვენი ოცნება ასრულდება.

5. დეტალები მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ ოცნებას მიუახლოვდე მოახდინეთ არა მხოლოდ მისი ვიზუალიზაცია, არამედ მასთან დაკავშირებული ყველაზე უმცირესი დეტალების კი წარმოიდგინეთ. ბოლომდე შეიგრძენით ემოციები.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.