თავის მოვლა
სარეცხის საპნის უნიკალური თვისებები: მისი გამოყენების 11 მეთოდი
ოდესღაც სარეცხი საპონი სახლში ყველა დიასახლისს მოეპოვებოდა, მაგრამ მას მარტო რეცხვისთვის არ იყენებდნენ. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ეს არაჩვეულებრივი საშუალება, მაშინ აუცილებლად შეძინეთ, ის ძალიან იაფი ღირს მაგრამ, მრავალმხრივი გამოყენება აქვს, რომელიც ბევრი თაობის მიერ არის გამოცდილი.
1. თუ გრძელი და ხშირი თმის ქონა ან ქერტილისგან გათავისუფლება გსურთ – სარეცხ საპონზე უკეთეს საშუალებას ვერ ნახავთ. ჯერ შამპუნით დაიბანეთ თავი, შემდეგ სარეცხი საპნით, ბოლოს წყალში გაზავებული ცოტაოდენი ძმარი გადაივლეთ თმაზე. ეს მეთოდი განსაკუთრებით ცხიმიანი თმის მქონეთათვის არის კარგი.
2. დეპილაციის შემდეგ, კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად კანზე სარეცხი საპონი წაისვით.
3. კვირაში ორჯერ სახე და ტანი სარეცხი საპნით დაიბანეთ, დაბანის შემდეგ კი ჩვეულებრივი საბავშვო კრემი წაისვით. ეს კანის გახალგაზრდავებას შეუწყობს ხელს და შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩებით.
4. რჩევა აბანოს მოყვარულთათვის. სარეცხის საპნიან ხსნარში დასველებული ცოცხით გაკეთებული აბაზანები კანს არაჩვეულებრივად ასუფთავებს.
5. თუ მკურნალობას პირველივე სიმპტომებიდან დაიწყებთ, სარეცხი საპონი სურდოსაც უშველის. გააკეთეთ საპნიანი ხსნარი, დაასველეთ ბამპა და მისით ნესტოები დაიმუშავეთ.
6. ფეხის სოკოვანი დაავადებებისას, დაზიანებული ადგილები სარეცხი საპნითა და ჯაგრისით დაიბანეთ და შემდეგ იოდით დაიმუშავეთ.
7. კბილის ჯაგრისის დამუშავება სარეცხის საპნიანი წყლით არის რეკომენდებული. დატოვეთ ის მთელი ღამით, დილით კი გაავლეთ. ამგვარად თქვენი კბილის ჯაგრისი სრულად დეზინფიცირდება.
8. შეშუპებისა და სილურჯეების მოსაშორებლად, ეს სასწაულმოქმედი საპონი წყალში გახსენით და დაზიანებულ ადგილზე წაისვით. ეს პროცედურა დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ.
9. აურიეთ გახეხილი ხახვი, შაქარი და სარეცხი საპონი, პროპორციით 1:1. ეს ნარევი ფურუნკულებზე წაისვით ღამით და გადაიხვიეთ.
10. ტერფებზე ნახეთქებისთვის გაიკეთეთ აბაზანა 2 ლიტრი ცხელი წყლით, 1 ჩაის კოვზი სოდა და 1 სუფრის კოვზი გახეხილი სარეცხი საპონი.
11. მზის დამწვრობისგან დაზიანებულ ადგილზე სარეცხი საპონი წაისვით და შეიშრეთ. ეს შესაძლო სიწითლეებსა და დამწვრობის ბუშტუკებისგან გიხსნით.
ეს ერთი შეხედვით უბრალო საშუალება შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმაროთ.