Connect with us

საკითხავი

სარეცხი ფხვნილი მტვერსასრუტში. დასუფთავების მეთოდი, რომელიც სახლს სისუფთავეს ჩუქნის

სახლში შინაური ცხოველის ყოლა ნიშნავს, რომ მუდმივად ბეწვის და უსიამოვნო სუნის მოშორებაზე ფიქრი მოგიწევთ. თუ ჰაერის დამატენიანებლის გამოყენება არ გსურთ, Аlltime.ge–ს რედაქცია მარტივ ხრიკს გიზიარებთ. საკმარისია, რომ სახლის დალაგების წინ მტვერსასრუტში სარეცხი ფხვნილი ჩაყაროთ და ბრწყინვალე შედეგით დატკბეთ.

დასუფთავების მეთოდის წყალობით სახლი სასიამოვნო სურნელით გაივსება, რომელსაც დიდხანს იგრძნობთ. სპეციალური არომადიფუზორის და ძვირადღირებული საშუალების შეძენა საჭირო არა. ეფექტური ხრიკით სახლს ჭუჭყს მოაშორებთ და უსიამოვნო სუნს გააქრობთ.

როგორ ჩავყაროთ სარეცხი ფხვნილი მტვერსასრუტში

უმარტივესი ინსტრუქცია

გამოიყენეთ სარეცხი ფხვნილი, რომლის სუნიც მოგწონთ. 2 ს/კ ფხვნილი საკმარისია, რომ მთელი სახლი სასიამოვნო არომატით გაივსოს. ჯერ მტვრის ტომარა გაწმინდეთ, შემდეგ ფხვნილი ჩაყარეთ და სახლის დალაგებას შეუდექით. ფხვნილი უსიამოვნო სუნს დამალავს. ეს მტვრის ტომრის გაწმენდამდე გაგრძელდება. რთული არაფერია. ჩაყარეთ ფხვნილი, მტვერსასრუტით სახლი გაწმინდეთ და სასიამოვნო არომატით ისიამოვნეთ.

კიდევ ერთი მეთოდი

ამ შემთხვევაში ეთერზეთი ან პარფიუმი და ბამბის დისკი დაგჭირდებათ. რამდენიმე წვეთი ეთერზეთი, რომლის სუნიც მოგწონთ, ბამბას დააწვეთეთ. იატაკზე დადეთ, მტვერსასრუტი გადაატარეთ, რომ შეისრუტოს, და სახლი დაალაგეთ. მტვრის ტომრის გამოღება და გაწმენდა არ გჭირდებათ. სასიამოვნო არომატი დიდხანს დარჩება.

ზემოთ მოცემული ერთ–ერთი მეთოდი გამოიყენეთ, რომ სახლში უსიამოვნო სუნი დაივიწყოთ.

Advertisement