საკითხავი
სარეცხი კაფსულები აზიანებს თუ არა სარეცხ მანქანას. რას გვირჩევს გამოცდილი სანტექნიკოსი
სარეცხ კაფსულებს უკვე წლებია ვიყენებ. ვფიქრობ, პრაქტიკული და მოსახერხებელია. გამოცდილი სანტექნიკოსის თქმით, კაფსულას სარეცხი მანქანის დაზიანება შეუძლია. ამის შესახებ შეფუთვაზე არ წერენ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა უნდა იცოდეთ, სანამ კაფსულების გამოყენებას გადაწყვეტთ.
თეთრეულის სარეცხი კაფსულები
კაფსულაში არსებული სითხე სახიფათო არაა. მისი გარსი, რომელიც წყალში ხსნადი მასალისგან მზადდება, სარეცხი მანქანის დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს. კაფსულები ყოველთვის არ იხსნება. გარსის ნაწილები ტანსაცმელსა და დოლურის კედლებზე შეიძლება დარჩეს.
ტანსაცმლიდან კაფსულის ნარჩენების მოშორება რთულია. კაფსულის გარსი სხვა უსიამოვნებასაც იწვევს. გაუხსნელი კაფსულები სარეცხი მანქანის მილების გაჭედვის მიზეზი შეიძლება გახდეს. ასეთი წვრილმანის გამო სარეცხის შეკეთებაზე ფულის დახარჯვა მოგიწევთ.
როგორ მოვიქცეთ?
ერთი შეხედვით, კაფსულების გამოყენებაზე უარის თქმა მარტივი გამოსავალია. არ იჩქაროთ. კაფსულა კარგი საშუალებაა, მაგრამ სწორად უნდა გამოიყენოთ. შეფუთვა შეისწავლეთ. დააკვირდით, რა ტემპერატურაზე უნდა გამოიყენოთ. კაფსულა ცივ წყალში კარგად არ იხსნება.
წყალი მინიმუმ 30 გრადუსის უნდა იყოს და რეცხვის ციკლი მინიმუმ ერთსაათიანი. 15 წუთიან რეჟიმზე კაფსული გახსნას ვერ ასწრებს. „ხელით რეცხვის“ ან დელიკატური რეცხვის“ რეჟიმი გამოგადგებათ. ასე კაფსულა გაიხსნება და ნივთებიც გაირეცხება.
თუ კაფსულას იყენებთ, დოლურა ტანსაცმლით ბოლომდე არ გაავსოთ. შეიძლება კაფსულა ნივთებს შორის გაიჭედოს და ბოლომდე არ გაიხსნას. ასე ტანსაცმლის ხელმეორედ გარეცხვა მოგიწევთ.
ღირს თუ არა კაფსულების გამოყენება
კაფსულების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ყოველთვის არ გჭირდებათ. ჭუჭყიანი ნივთების მარტივად გასარეცხად კარგი მეთოდია. კაფსულის კონცენტრირებული სითხე საქმეს კარგად უმკლავდება. წესები დაიცავით, რომ უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ და სარეცხი მანქანის შეკეთება არ მოგიწიოთ.
გირჩევთ, რომ სახლში სარეცხი ფხვნილიც გქონდეთ. როცა ტანსაცმელს დიდხანს და მაღალ ტემპერატურაზე რეცხვა არ სჭირდება, ფხვნილი გამოიყენეთ. თუ თეთრეული ძალიან ჭუჭყიანია, მაშინ კაფსულა იდეალურად გარეცხვაში დაგეხმარებათ.