Connect with us

ჯანმრთელობა

საოცარი ქინძი: კურნავს გულს, ამცირებს დიაბეტისა და კიბოს რისკს!

გარდა იმისა, რომ ქინძი კულინარიაში ფართოდ გამოიყენება, მას უდიდესი მკურნავი ძალაც გააჩნია, რომელიც მსხვილი ნაწლავის კიბოსა და გულის ზოგიერთი დაავადებისგანაც დაგიცავთ.

თუ ქინძს რაციონში ჩართავთ, ის ბევრ სარგებელს მოგიტანთ!

1. გიცავთ ოქსიდაციური სტრესისგან

ქინძი (კორიანდრი)

ასეთი სტრესის გამოწვევა დეგენერატიულ დაავადებებს შუძლიათ, მათ შორის შედის კიბოს ზოგიერთი სახეობა, გულის დაავადებები, ართრიტი, ალცჰეიმერის დაავდება, ყვითელი ლაქის ატროფია და ა.შ.
ქინძი შეიცავს ფლავონიდ კვერცეტინს რომელსაც უდიდესი ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია. ისინი იცავენ უჯრედებს იმ დაზიანებისგან რომლებსაც ორგანიზმში თავისუფალი რადიკალები იწვევენ.

2. ამცირებს სისხლში შაქრის დონეს

მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ქინძი აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას და არეგულირებს შაქრის დონეს დიაბეტიან პაციენტებში. ამასთანავე, კარგი იქნება თუ ცოცხალ ქინძს გამოიყენებთ სალათებში, სმუზსა და კოქტეილებში – ეს შაქრის დონესაც დაწევს და ჯანმრთელობასაც გაგიუმჯობესებთ.

3. დაგიხსნით უძილობისგან

თავისი სედაციური ეფექტის მეშვეობით ეს მცენარე ამშვიდებს ნერვებს და აუმჯობესებს ძილს. ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქინძი თავისი შფოთვის საწინააღმდეგო ეფექტით პრეპარატ “დიაზეპამს” უტოლდება.

4. დაგიცავთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან

ამერიკის გულის ასოციაციის კვლევებმა აჩვენეს, კალიუმით გამდიდრებული საკვები, ამცირებს ორგანიზმში ნატრიუმის დონეს და აკონტროლებს არტერიული წნევას.
ქინძი ხსნის ქოლესტერინს სისხლძარღვებში, ამგვარად ის გვიცავს ათეროსკლეროზისა და გულის დაავადებებისგან.

5. მოგაშორებთ საშარდე გზების ინფექციებს

ქინძის ანტიბაქტერიულ თვისებებს შეუძლიათ საშარდე გზების იმ ინფექციებთან ბრძოლა, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის ჩხირით, სტაფილოკოკის ბაქტერიებით, გენეტიკით ან დიაბეტით.

6. დაგიცავთ საკვებით მოწამვლისგან

ანტიბაქტერიული თვისებები რომლებიც ქინძს გააჩნია დაგიცავთ ტოქსინებისა და ინფექციებისგან, ასევე დიზენტერიისგან, სალმონელასა და ქოლერისგანაც.

7. კურნავს კუჭ-ნაწლავის აშლილობას

ქინძს ასევე შეუძლია მოგიხსნათ გულისრევის შეგრძნება, შეაჩეროს გაზების წარმოქმნა, მუცლის შებერილობა და გაგათავისუფლოთ მჟავიანობისგან.
ის გაგიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ხელს შეუწყობს საჭმლის გადამამუშავებელი ფერმენტების წარმოქმნას რაც ორგანიზმს საკვების უკეთ მონელებაში დაეხმარება.

8. დაგიცავთ მსხვილი ნაწლავის სიმსივნისგან

ქოლესტერინის დონის შემცირებით, სტერინების და ნაღვლის გამოყოფის ზრდით, ქინძი ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს წარმოქმნის ალბათობას. შესაბამისად, ეს ამცირებს ტოქსიკურობის დონეს და მცირდება სიმსივნის განვითარების რისკიც.

9. კურნავს ნევროლოგიურ დაავადებებს

საკვები რომელშიც კურკუმას, წიწაკის, მიხაკის, კოჭას, ნიორის, დარიჩინისა და ქინძის დიდი შემცველობაა, დაგეხმარებათ ალაგმოთ ანთება რომელიც ამ დამანგრეველ დაავადებებს იწვევს.

10. განგკურნავთ ალერგიისგან, დამწვრობისა და კანის გაღიზიანებისგან

ქინძი დაგეხმარებათ დაამშვიდოთ იმუნური სისტემის მიერ, ალერგენების წინააღმდეგ გამოწვეული რეაქცია. იმისთვის, რომ დამწვრობის გაუტკივარება მოახდინოთ, კანზე დაიდეთ ქოქოსის ზეთში შერეული ცოცხალი ქინძი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.