თავის მოვლა
სანამ შილაკის გაკეთებას გადაწყვეტთ, ეს სტატია წაიკითხეთ
შილაკმა, გელ-ლაქმა და სხვა გამძლე საფარმა, რომელთაც ულტრაიისფერი ნათურის გამოყენებით აშრობენ, ნამდვილი ფურორი მოახდინა: როგორც იქნა მანიკური 2-3 კვირა ძლებს!
თუმცა ზედაპირის მოხსნის შემდეგ ბევრი ქალი აღნიშნავს, რომ ფრჩხილები საშინელ მდგომარეობაში აქვთ: იქერცლება, იმტვრევა და სუსტდება.
ჩვენ გავარკვიეთ, რატომ ხდება ასე და როგორ დავუბრუნოთ ფრჩხილებს ჯანმრთელობა.
ფრჩხილის ზედაპირზე წასასმელი გელი რთული ქიმიური ნაერთია, რომელიც ჰიდრატირებულ კოლაგენზეა დაფუძნებული. ის ულტრაიისფერი შუქის ზემოქმედებით ფრჩხილის ფირფიტის ზედა ფენას „ერწყმის“.
ზედაპირის მოხსნის დროს გელთან ერთად ფრჩხილს ფირფიტის ზედა ფენაც შორდება. სწორედ ამიტომ, მანიკურის ახალი მეთოდის შექმნამ სპეციალისტებს შორის ცხარე დისკუსიები გამოიწვია, თუ რამდენად უსაფრთხოა ტექნიკა.
სინამდვილეში კამათი დღემდე არ წყდება, ამიტომ პირველი რჩევა, რომელსაც მანიკურის ყველა წამყვანი სპეციალისტი ერთხმად ახმოვანებენ – მდგრადი ზედაპირის მუდმივად წასმა არ შეიძლება.
რეკომენდებული რეჟიმი – 2 მანიკური გამძლე ზედაპირით – 3 თვე შესვენება (საფარის გარეშე ან ჩვეულებრივი ლაქით).
კიდევ რამდენიმე რამ, რის შესახებ უნდა იცოდეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ.
- ულტრაიისფერი სინათლე, რომელსაც პროცედურის დროს იყენებენ, კანის უჯრედების მიმართ ძალიან აგრესიულია. თუ ხელზე მეჭეჭები გაქვთ, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ. მგრძნობიარე კანზე ულტრაიისფერმა ნათურამ შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს!
- მყარი ზედაპირის ქვეშ ფრჩხილის ფირფიტას ჟანგბადი და ტენიანობა საერთოდ არ მიეწოდება, რაც ფირფიტის გამოშრობის, მისი მტვრევადობის და აქერცვლის კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია.
- შილაკის მოშორების დროს აგრესიული ხსნარი გამოიყენება, რომელიც ფრჩხილებზე ისმება და შემდეგ 20 წუთით ფოლგაში ან სპეციალურ მასალაში შეხვეული იჩერებენ. ესეც ფრჩხილებს აზიანებს.
თუ ფიქრობთ, რომ შილაკი ამად ღირს, მაშინ იზრუნეთ იმაზე, რომ ზედაპირის მოხსნის შემდეგ ფრჩხილები სწორად აღადგინოთ.
1. კვება
გაოცდებით, მაგრამ ეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ეტაპია, ვიდრე სამკურნალო ლაქები ან ნიღბები. ჯერ კიდევ მის მოხსნამდე ბევრი ცხიმიანი თევზის, კვერცხის და ყველის ჭამა დაიწყეთ. მათში შემავალი კალციუმი ფრჩხილების საშენი მასალაა, ხოლო რაც უფრო სქელია ფრჩხილის ფირფიტა, მდგრადი ზედაპირით მიყენებული ზიანი მით უფრო ნაკლებად შესამჩნევი იქნება.
2. მიკროელემენტები
რკინის და თუთიის შემცველი ბიოდანამატები ან ვიტამინების კომპლექსი ფრჩხილების შესანიშნავი დამხმარე საშუალებებია. ეს ელემენტები ფრჩხილებს მოქნილს, გამძლეს, გლუვს ხდის და ჯანსაღ ვარდისფერ ფერს უბრუნებს.
3. ვიტამინები
C ვიტამინი თავისი მათეთრებელი ეფექტით ცნობილია. დღეში რამდენიმე ციტრუსი ფრჩხილის მდგომარეობაზე დადებით გავლენას მოახდენს. არა, ჭამას არ ვგულისხმობთ, არამედ ნიღბებს: ლიმონის, ფორთოხლის ან გრეიფრუტის რბილობი ფაფის სახით დაჭყლიტეთ, ფრჩხილებზე წაისვით და ნახევარი საათით ხელთათმანები გაიკეთეთ.
რა გავაკეთოთ შილაკის მოხსნის შემდეგ
1. ფრჩხილები მოკლეზე შეიჭერით.
რაც უფრო მოკლეა ფრჩხილის ფირფიტა, მით უფრო ნაკლებად აიქერცლება და დაიმტვრევა.
2. გააპრიალეთ
ჩვეულებრივი გასაპრიალებელი ფუნჯი დაზიანებული ფენის ნარჩენებს მოგაშორებთ და ფირფიტის დაუზიანებელ ფენას ჟანგბადთან წვდომის საშუალებას მისცემს. ფრჩხილებს სუნთქვის საშუალება მიეცით.
3. ხელთათმანები იყიდეთ
უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში წყალთან დაკავშირებული სახლის საქმეები ხელთათმანებით შეასრულეთ. ფრჩხილებს ქიმიური საშუალებებისგან დასვენების საშუალება მიეცით.
4. კუტიკულა დაიმუშავეთ
დილა-საღამოს კუტიკულა და ფრჩხილები ჟოჟობას, გარგარის ან ზეითუნის ზეთით დაიმასაჟეთ. ზეთი ფრჩხილის სტრუქტურას აღადგენს და მის მტვრევადობას შეამცირებს.
5. გამაძლიერებელი სამკურნალო ლაქი გამოიყენეთ
პროთეინის შემცველი ლაქები განსაკუთრებით კარგია.
6. ჟელატინის ნიღაბი გაიკეთეთ
1 ს/კ ჟელატინი 1 ჭიქა ცხელ წყალში გახსენით და მასში ფრჩხილები ჩააწყვეთ როგორც კი ტემპერატურა კომფორტული გახდება. ფრჩხილები ასეთ ნარევში 20 წუთით გააჩერეთ და სალფეთქით შეიმშრალეთ.
7. იოდის აბაზანა სცადეთ
არ შეგეშინდეთ: თუ საღამოს გააკეთებთ, დილით უკვე იოდი გაქრება და ფრჩხილის ფერი არ დაზიანდება.
2 ს/კ ჩვეულებრივი მარილი და ნახევარი ს/კ იოდი 200 მლ წყალში გახსენით. წყალში ხელები 15 წუთით ჩააწყვეთ, შემდეგ გამდინარე წყალი გადაივლეთ, კრემი წაისვით და დაიძინეთ. ეს აბაზანა ფრჩხილების ზრდას სტიმულირებს და მის სტრუქტურას აუმჯობესებს.
8. პარაფინის სახვევი მოამზადეთ
პარაფინის სანთელი გაადნეთ და კომფორტულ ტემპერატურამდე გაგრილება აცადეთ. ფრჩხილები მასში ჩადეთ და ხელებზე ბოლომდე გაშრობა აცადეთ.