Connect with us

ჯანმრთელობა

სამკურნალო ნახარში იმუნურ სისტემას 2 წლით გაგიხანგრძლივებთ

თუ ჯანმრთელობის კომპლექსურად გამართვა გსურთ: იმუნური სისტემის გაძლიერება, ნაწლავების და ღვიძლის გაწმენდა და არტერიული წნევის დარეგულირება, მაშინ თქვენ ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული ჯადოსნური ნახარში დაგეხმარებათ.

დღეს ხალხური მედიცინის ძალიან მარტივ და წარმოუდგენლად ეფექტურ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ორგანიზმს რამდენიმე წლით გაგიჯანსაღებთ.

ნახარშის შემადგენლობა:

  • 5 ს/კ ფიჭვის წიწვები
  • 2 ს/კ ასკილის ნაყოფი
  • 2 ს/კ ხახვის ფურცლები

მომზადება და გამოყენება:

ამ ყველაფერს 1 ლ ცივი წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე 10 წუთით ხარშეთ. დააყენეთ და გადაწურეთ. შეგიძლიათ ცოტა წყალი დაუმატოთ. 2 დღის განმავლობაში დალიეთ. მკურნალობის კურსი – 4 თვე.

გაუმჯობესებას უკვე მე-5 დღეს იგრძნობთ – თავის ტკივილი გაქრება. 1 თვეში ჰიპოტენზიური პრეპარატები თანდათანობით შეგიძლიათ ამოიღოთ.

განავალი რეგულარული გახდება, ანუ ნაწლავების და ღვიძლის გაწმენდა ხდება.

ამ ნახარშს იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებები გააჩნია და გრიპის საპროფილაქტიკო საშუალებას წარმოადგენს. მას კარგი შარდმდენი მოქმედება აქვს. ნახარში ღრძილების სისხლდენის დროს დაგეხმარებათ.

ხშირი გაციება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, სახსრების და კუნთების მტკივნეული შეგრძნება, ძილის დარღვევა, ხშირი თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი – ეს ყველაფერი იმუნური სისტემის მუშაობის დარღვევაზე საუბრობს და დროა, ორგანიზმის დამცავი ძალების გაძლიერებაზე იზრუნოთ.