Connect with us

სახლი და დიზაინი

სამზარეულოს რადიკალურად შეცვლა მხოლოდ ფარდების დახმარებით

მოდური სამზარეულო არა მხოლოდ ლამაზი ავეჯი და თანამედროვე ტექნიკა, არამედ სწორად შერჩეული ფარდებია. საბედნიეროდ, მასალების და იდეების პრობლემა ახლა არ გვაქვს. ცოტა ფანტაზია და სამზარეულოს მყუდრო სივრცედ მარტივად გარდაქმნით.

ფარდები შეგიძლიათ არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ ავეჯს ან დეკორის სხვა ელემენტს შეუხამოთ. თუ თქვენი სამზარეულოს ინტერიერისთვის იდეალური გადაწყვეტილება ჯერ ვერ იპოვეთ, ამ საკითხის მოგვარებაში სიამოვნებით დაგეხმარებით.

კომბინირებული ფარდები სამზარეულოსთვის

როგორ შევარჩიოთ ფარდები

გარდა იმისა, რომ სამზარეულოს ფარდები ინტერიერს ავსებენ, მათ ფანჯარასთან და სამუშაო სივრცესთან წვდომას ხელი არ უნდა შეუშალონ. ფარდების რამდენიმე ტიპი არსებობს, სწორი არჩევანის გაკეთებაში რომ არ დაიბნეთ, ყურადღება სამზარეულოს სტილსა და ფერზე გაამახვილეთ.

კლასიკური სტილი

მოკლე ფარდები საუკეთესო ვარიანტი გახდება. ის პატარა სამზარეულოს შეეფერება, სწორი განლაგებით სივრცეს ვიზუალურად გააფართოებს. უფრო მეტი მიმზიდველობისთვის ფარდებს დამჭერი და ლამბერკენი დაუმატეთ.

ჰაი-ტექ

ამ სტილის სამზარეულოსთვის გლუვი მასალის ფარდებს ირჩევენ და უპირატესობას ციფ ფერებს ანიჭებენ. დასახვევი და რომაული ფარდები, ასევე კომბინირებული ფარდები რგოლის ყუნწებში გამოგადგებათ.

მინიმალიზმი

თავად სტილის დასახელება პირობებს გვკარნახობს. ფარდები მკაცრ პასტელურ ფერებში უნდა იყოს, ყოველგვარი დამატებითი აქსესუარების და პრინტების გარეშე. როგორც ჰაი-ტექის შემთხვევაში, მინიმალისტური სტილისთვის დასახვევი და რომაული ფარდები გამოიყენება.

ფარდები სამზარეულოში

აი, ასეთი ფარდებით ლამაზი ბაფთებით სამზარეულოში ძალიან საყვარელ სტილს შექმნის.

უბრალო მასალისგანაც შეგიძლიათ ასეთი მოდური და ორიგინალური ფარდები შეკეროთ. სატომრე მასალა ამის ნათელი მაგალითია.

თუ ყველაფერში ჰარმონია გიყვართ, გამოგადგებათ ფარდები, რომლის ფერიც სამზარეულოს ფერის მსგავსი იქნება. დამასრულებელი შტრიხის სახით პატარა ელემენტები დაამატეთ – სალფეთქი, ხილი ან ოთახის მცენარე.

ეს ფარდები არა მხოლოდ ყვავილოვანი გამის მქონე სამზარეულოს შეეფერება. ისინი დეკორატიულ ბალიშებთან, ჭურჭელთან და პროდუქტების ჩანთასთან ერთად საინტერესო კომბინაციას ქმნიან.

მოკრძალებული, მაგრამ ძალიან კომფორტული რომაული და დასახვევი ფარდები. სრულყოფილება სიმარტივეშია.

ფარდები ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილია. მის არჩევას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. მნიშვნელოვანია ყოველი დეტალი, ფერიდან დაწყებული მასალის სიგრძით და ფორმით დასრულებული. პატარა სამზარეულოსაც კი შეიძლება სამეფო ხედი ჰქონდეს.