Connect with us

კულინარია

საზამთროს ლამაზად და მოსახერხებლად დაჭროს 3 მეთოდი

საზამთრო უნივერსალური დიეტური პროდუქტია, რომელიც ყველასათვის სასარგებლოა, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. ძველი დროიდან ამ კენკრას მძლავრ შარდმდენ და სიცხისდამწევ საშუალებად იყენებდნენ.

საზამთრო კარგი საშუალებაა ორგანიზმში წყლისა და მარილის ბალანსის აღსადგენად. მისი წვენი კვებავს ღვიძლის ქსოვილებს მარტივად ათვისებადი შაქრით.

გარდა იმისა, რომ საზამთრო სასარგებლოა, ის ძალიან გემრიელიცაა და ყველას უყვარს. თუმცა, მისი დაჭრა ყველას აკურატულად და ლამაზად როდი გამოსდის.

გთავაზობთ საზამთროს დაჭრის სამი გზის ზედმიწევნით ინსტრუქციებს.

პირველი გზა

1. გაჭერით საზამთრო სიგრძეზე შუაში, მოაჭერით ორივე ბოლო.

2. ორივე ნახევარი გაჭერით შუაზე.

3. შემდეგ ყოველი მეოთხედი დაჭერით მართკუთხა ნაჭრებად.

ლამაზი გამოვიდა? შეგიძლიათ, სუფრაზე გაიტანოთ.

მეორე გზა

1. გაჭერით საზამთრო ორ თანაბარ ნახევრად.

2. ჩააბრუნეთ ნახევრები და დაჭერით ვერტიკალურ ნაჭრებად(3-4 სმ სიგანე).

3. შემდეგ დაჭერით ჰორიზონტალურ ნაჭრებად. მიიღებთ თითქოს ოთხკუთხედ ნაჭრებს, რომლებიც მოსახერხებელია საჭმელად.

თამამად გაიტანეთ საზამთრო სუფრაზე.

მესამე გზა

1. გაჭერით საზამთრო სიგანეზე ორად, მოაჭერით ბოლოები.

2. მოათავსეთ საზამთროს ნახევრები საჭრელ დაფაზე და მოჭერით ქერქი თეთრი რბილობიანად.

3. მიიღებთ საზამთროს რბილობის ნახევარსფეროებს. დაჭერით იგი კუბებად.

მიიღებთ ასეთ ნაჭრებს, რომლებსაც ჩანგლით მარტივად მიირთმევთ.

თქვენ როგორ ჭრით საზამთროს?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.