Connect with us

ტესტები

სავარცხელი რომელსაც იყენებთ, გეტყვით თუ როგორი ქალბატონი ხართ

ყოველდღიური თვისებები თქვენზე ბევრ რამეს ამბობს. სავარცხელი რომელსაც იყენებთ, მიგვანიშნებს თუ როგორი ქალბატონი ხათ და როგორია თქვენი ძირითადი მახასიათებლები. დიდხანს ნუ იფიქრებთ, უბრალოდ ფოტოს შეხედეთ დ იმ სავარცხელის სტილი აირჩიეთ რომლითაც თმას ივარცხნით.

ვარიანტი 1

თქვენი სითბო და უბრალოება სხვა ქალებისგან განგასხვავებთ. ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ ძალიან უბრალო და მარტივი ხართ მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხევით. ისე ცხოვრობთ, როგორც მოგწონთ. გულის ტკენის უფლებას არავის აძლევთ. დროს ტყუილად არ კარგავთ და ცდილობთ ცხოვრების ყოველი მომენტით დატკბეთ. თუ ვინმე არ მოგწონთ თავს შორს იჭერთ.

ვარიანტი 2

ნაზი და გრაციოზული ხართ. თქვენი ღიმილი ძალიან მიმზიდველია, არასდროს ნაწყენდებით წვრილმანებზე. თქვენი სამოსი თქვენს ქალურობას უსვამს ხაზს. არასდროს მიისწრაფით ყურადღების ცენტრში ყოფნისკენ, მაგრამ თქვენი განსაკუთრებული ენერგეტიკის წყალობით სადაც მიდიხართ ყველას ყურადღებას იპყრობთ.

ვარიანტი 3

თქვენ ხართ ქალბატონი რომელიც თავის აზრს და განწყობას სინათლის სიჩქარით იცვლის. სხვა ადამიანებს უჭირთ თქვენი დინამიური ტემპის მიდევნება და ეს არის ის რაც განსაკუთრებულს გხდით.

სიკეთე და სხვათა დახმარების სურვილი – აი რას აფასებენ თქვენში ყველაზე მეტად. ვერ იტანთ მონოტონურობას და ყველაფერს აკეთებთ იმსითვის, რომ თქვენი ცხოვრება მოსაწყენი არ იყოს.

ვარიანტი 4

თქვენი მორიდებულობა სხვებისგან განგასხვავებთ. არასდროს გსურთ ყურადღების ცენტრში მოხვედრა. არასდროს ურთულებთ ვინმეს ცხოვრებას და ყოველთვის სამართლიანი და პირდაპირი ხართ.

ზოგიერთ ქაბატონს ეს შეიძლება არ მოეწონოს, რადგან მათ საკუთარ თავზე სიმართლის მოსმენა არ სურთ. ყოველთვის კარგად გამოიყურებით და კომფორტიც თქვენთვის პრიველ ადგილზეა.

ვარიანტი 5

როგორც წესი კმაყოფილი ხართ იმით რაც ცხოვრებაში გაქვთ და იცით როგორ უნდა დააფასოთ თქვენი მინიმალისტური ნატურის მოთხოვნები. სახლში არასდროს აჩერებთ ნივთებს რომელბიც არ გჭირდებათ და როდესაც საქმე სამოსამდე მიდის მხოლოდ მოსახერხებელსა და პრაქტიკულს ირჩევთ.

არ ხარჯავთ ფულს უმნიშვნელო ნივთებზე და ამის ნაცვლად ფულს სასარგებლოში, კერძოდ კი – განათლებაში აბანდებთ. თქვენთის ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებთან და პარტნიორთან არსბეული ურთერთბები.

ვარიანტი 6

სტაბილურობა – თქვენი მთავარი შტრიხია. ზუსტად იცით რა გსურთ და თქვენი ჩვევები კარგად გააზრებულია. ყოველი ცვლილება თქვენს ხასიათს ცვლის რადგან კონსერვატიული ადამიანი ხართ და გიჭირთ იმ ცვლილებებთან ადაპტირება რომლებსაც კომფორტის ზონიდან გამოყავხართ.

არ გყოფნით მოქნილობა და საკუთარი თავის რწმენა.