ყვავილები
სად მალავენ გეორგინას ბოლქვებს, რომ არცერთი მათგანი არ დაიკარგოს და დაობდეს
თითქოსდა, სულ ცოტა ხნის წინ გაზაფხული იყო. ჯერ კიდევ გუშინ ხელმომჭირნე დიასახლისები გეორგინას კალმებს ჭრიდნენ და ახალგაზრდა მცენარეებს ნიადაგში რგავდნენ. თუმცა გაზაფხული და ზაფხული გაფრინდა, აყვავებული ყვავილებით აღფრთოვანების პერიოდი დასრულდა. გაჩნდა კითხვა, თუ როგორ შევინახოთ გეორგინა ზამთარში, რომ მომავალ წელს ამ ყვავილებით ნაკვეთი დაამშვენოთ.
როგორ შევინახოთ გეორგინა ზამთარში
თითქმის ყველამ იცის, რომ პირველი ყინვების შემდეგ მცენარეს გადაჭრა სჭირდება. შემდეგ როგორ უნდა მოიქცეთ? თუ არ ამოვიღებთ, ნამდვილად გაიყინება. ამ მხრივ რამდენიმე მეთოდი არსებობს და თითოეული მათგანი თავისებურად კარგია. თითოეულ დიასახლისს შეუძლია აირჩიოს ის, რომელიც ყველაზე მეტად მოწონს.
მაგალითად, იმისთვის, რომ ბოლქვები გამოშრობისა და მღრღნელებისგან დაიცვათ, შეგიძლიათ თიხაში ამოავლოთ. ამ მიზნით პირველ რიგში, ძირნაყოფი მიწისგან გაწმინდეთ, ფუნგიციდებით დაამუშავეთ და გააშრეთ. სქელი თიხა წყალში გახსენით. შესაფერისი ნარევი არაჟნის მასას ჰგავს.
ამის შემდეგ თითოეული ბოლქვი ნარევში რამდენიმე წამით გააჩერეთ, ამოიღეთ და გააშრეთ. უკვე გამშრალი ბოლქვები შესანახ კონტეინერებში ჩააწყვეთ და სარდაფში შეინახეთ. დარგვის წინ თიხის გარსი გატეხეთ ან დაარბილეთ.
გეორგინას ბოლქვები შეგიძლიათ პარაფინში შეინახოთ. ამისთვის სუფთა ბოლქვები რამდენიმე წამით წყლის ორთქლზე გახურებულ პარაფინში ამოავლეთ. პროცედურა პირველი ფენის გაშრობის შემდეგ უნდა გაიმეოროთ.
ამის შემდეგ ბოლქვები პაკეტებში მოათავსეთ, ნახერხი დააყარეთ და შეინახეთ. ასეთი პარაფინის გარსი გეორგინას დროზე ადრე გაღვივების საშუალებას არ მისცემს. დარგვის წინ საკმარისია გაწმინდოთ, რომ პარაფინი მოშორდეს.
როგორ შევინახოთ გეორგინა მიწაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე
გთავაზობთ საკმაოდ მარტივ მეთოდს, რომელიც დიდ დროს და ძალას არ წაგართმევთ. ოღონდ გეორგინა ყინვების დაწყებამდე უნდა გადაჭრათ – სანამ მცენარე ჯერ კიდევ ძლიერი და ჯანმრთელია.
მთავარია, მშრალი ამინდი იყოს. მუშაობა უფრო სასიამოვნოა, როცა ეზოში მშრალი და თბილი ამინდია, ამიტომ მეთოდს უპირატესობას აქვს როგორც გეორგინასთვის, ასევე მებაღისთვის.
1. პირველ რიგში, გეორგინა 15 სმ სიმაღლეზე გადაჭერით.
2. შემდეგ ფიჩხით ძირნაყოფი ამოთხარეთ. შეგიძლიათ თოხით გათხაროთ, მაგრამ ფრთხილად უნდა იმოქმედოთ, რომ მცენარე არ დააზიანოთ.
3. მიწა მოაშორეთ და ძირნაყოფი 2-3 დღე მშრალ, გრილ ადგილას მოათავსეთ. არაფრის დაჭრა და დაყოფა საჭირო არაა.
4. შესანახად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყუთი, ძირში დაფენილი ფირით, ან დიდი საყიდლების ჩანთა. ფენა ფენაზე დააწყვეთ. გეორგინას ბოლქვებს ზემოდან ხავსი ან ვერმიკულიტი დააფარეთ.
ასე ბოლქვებს შეინახავთ სივრცეში, რომელიც მის ლპობას აფერხებს. გარდა ამისა, გეორგინას შესანახად ტენიანობის დონე ნარჩუნდება.
გეორგინას ბოლქვებით სავსე ჭურჭელი შეგიძლიათ კარტოფილის გვერდით შეინახოთ. გეორგინას და კარტოფილს ხომ შესანახად ერთნაირი პირობები სჭირდება. უკვე მარტში გეორგინები გაიხსენეთ და კალმებისთვის ნათელ ადგილას გაიტანეთ.