Connect with us

ჯანმრთელობა

საგამოცდოდ ჰემატოგენი ვიყიდე. მისი ჯადოსნური თვისებების შესახებ მხოლოდ შემდეგ გავიგე

ჰემატოგენი განსაკუთრებული პრეპარატია, რომლის გემოც ბავშვობიდან გვახსოვს. აფთიაქში შესვლისას მშობლები უამრავ ძვირადღირებულ მედიკამენტს ყიდულობდნენ, ნაშთის მიცემისას კი დამატებით ასკორბინს ან ცნობილი ჰემატოგენის ფილას აძლევდნენ.

დღევანდელ ბავშვებში ეს პრეპარატი ნაკლებად არის ცნობილი, მაგრამ მათ, ვინც საბჭოთა კავშირის დროს დაიბადა, მისი ნაირფერი შეფუთვა და ტკბილი გემო ახსოვს.

რისგან ამზადებენ ჰემატოგენს

ბავშვობაში გვეუბნებოდნენ, რომ ბევრი ჰემატოგენის ჭამა არ შეიძლებოდა, რადგან ის ცხოველის სისხლიდან იყო დამზადებული. ხშირად ეს ფაქტი გვაშინებდა და ვცდილობდით მხოლოდ რამდენიმე ნატეხი გვეჭამა და ფილის დიდი ნაწილი დაგვეტოვებინა.

ნამდვილად, ჰემატოგენის შემადგენლობაში შედის განსაკუთრებული ნივთიერება – შავი ალბუმინი. ეს მსხვილი რქოსანი პირუტყვის გადამუშავებული სისხლია. ასევე მასში შედის სახამებლის სიროფი, შესქელებული რძე, შაქარი და ვანილი.

ომის დროს ამ წამალმა ბევრი დაჭრილი ფეხზე დააყენა: თხევადი ჰემატოგენის საფუძველზე ომლეტს აკეთებდნენ და ამით ჯარისკაცებს კვებავდნენ. და სულ ტყუილად არა! მასში ხომ 100 გრ პროდუქტზე 12 მკგ რკინა შედის (შედარებისთვის, ვაშლი 100 გრ პროდუქტზე 2 მკგ რკინას შეიცავს).

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ორგანიზმი რკინას ძალიან ცუდად ითვისებს, ამიტომ ჰემატოგენი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა ამ მიკროელემენტის მარაგის შესავსებად.

პრეპარატი შრომისუნარიანობას ზრდის, იმუნურ სისტემას აძლიერებს და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას არეგულირებს.

ჰემატოგენი თითქმის უვნებელი პროდუქტია, თუ მას ბოროტად არ გამოიყენებთ. რეკომენდებული დოზა ბავშვებისთვის – 25 გრ დღეში, ზრდასრულებისთვის – 50 გრ. ამასთან ჰემატოგენი მეძუძურმა დედებმა არ უნდა მიიღონ.

ამ პრეპარატს ერთი ნაკლი აქვს – შეიცავს დიდი რაოდენობით ადვილად ათვისებად ნახშირწყლებს. თუ წონაში დაკლება გსურთ, ჰემატოგენის მიღებისგან თავი შეიკავეთ.

თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის 1 ფილა ჰემატოგენი აუცილებლად იყიდეთ, ასევე სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.