ჯანმრთელობა
საგაზაფხულო 7 დღიანი დიეტა: გერმანული და ინდური ვარიანტები
გაზაფხული წლის მღელვარე პერიოდია. ამ დროს ქურთუკს ვიშორებ და, სამწუხაროდ, მის ქვეშ ზედმეტ კილოგრამებს ვამჩნევ. როგორც წესი, წიწიბურით ვებრძვი, მაგრამ ასეთი კვების რეჟიმი სწრაფად მბეზრდება. წელს საგაზაფხულო 7 დღიანმა დიეტამ უნდა გადამარჩინოს.
დაგვეთანხმეთ, ზამთარში „დაგროვებული“ ზედმეტი კილოგრამების მხოლოდ 1 კვირაში მოშორება კარგია. ბევრი დიეტოლოგი გვარწმუნებს, რომ ეს რეალურია. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რომელ პროდუქტებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა და რამდენი მიირთვათ, რომ 7 დღიანი დიეტა ეფექტური იყოს.
გერმანული სწრაფი დიეტა
ორშაბათი
- საუზმე: ყავა და უზეთოდ გახუხული პური.
- სადილი: 2 მოხარშული კვერცხი, ისპანახის და პომიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით.
- ვახშამი: ქათმის კატლეტი, პომიდვრის და მწვანე ხახვის სალათი ზეითუნის ზეთით.
სამშაბათი
- საუზმე: ყავა და უზეთოდ გახუხული პური.
- სადილი: პომიდვრის და კომბოსტოს სალათი ზეითუნის ზეთით (200 გ), ფორთოხალი და ვაშლი.
- ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 200 გ მოხარშული ქათამი და ცოტა მწვანე სალათი.
ოთხშაბათი
- საუზმე: ყავა ან ჩაი.
- სადილი: 1 მოხარშული კვერცხი და მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო. 100 გ ყველი გემოვნებით.
- ვახშამი: 300 გ ნებისმიერი ხილის სალათი (ყურძნის გარდა).
ხუთშაბათი
- საუზმე: 1 ჭიქა ვაშლის წვენი
- სადილი: 200 გ მოხარშული ან გრილზე შემწვარი თევზი, პომიდორი და ვაშლი.
- ვახშამი: ქათმის კატლეტი, თეთრი კომბოსტოს და სტაფილოს სალათი ლიმონის წვენით.
პარასკევი
- საუზმე: 1 ჭიქა სტაფილოს წვენი
- სადილი: 200 გ დაბეგვილი ქათმის ხორცი, რუკოლის და ისპანახის სალათი.
- ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი და მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო ზეითუნის ზეთით.
შაბათი
- საუზმე: უშაქრო ჩაი და უზეთოთ გახუხული პური.
- სადილი: 200 გ დაბეგვილი ხორცი, თეთრი კომბოსტოს სალათი ლიმონის წვენით.
- ვახშამი: გახეხილი სტაფილოს სალათი ზეითუნის ზეთით და თესლით. 150 გ ყველი გემოვნებით.
კვირა
- საუზმე: უშაქრო ჩაი და უზეთოდ გახუხული პური.
- სადილი: 200 გ მოხარშული ან გრილზე მომზადებული ქათმის ფილე.
- ვახშამი: 300 გ ნებისმიერი ხილი ყურძნის გარდა.
მნიშვნელოვანია: კერძების თანმიმდევრობის შეცვლა არ შეიძლება. საკვების მიღებებს შორის მხოლოდ უგაზო მინერალური წყალი შეგიძლიათ დალიოთ.
ინდური საგაზაფხულო 7 დღიანი დიეტა
მენიუს მაგალითი:
- საუზმე: ბოსტნეულის ან ხილის მორსი ან უშაქრო ჩაი ლიმონით. მარცვლეულის ფაფა უცხიმო რძეზე მომზადებული.
- სადილი: კიტრის სალათი იოგურტის საკაზმით. ბრინჯის ან ოსპის ფაფა და მოხარშული სტაფილო.
- ვახშამი: მანანის ფაფა პარკოსნით, ხაჭო და ხილის სალათი.
ამავდროულად, ყოველდღიურად უნდა მიირთვათ შემდეგი პროდუქტები:
- 2–3 ახალი ხილი
- 200 გრამამდე უმი ბოსტნეული. ნატურალური იოგურტი შეგიძლიათ მოასხათ.
- ცხიმიანი სახლის ხაჭო და ზღვის წყალმცენარე.
მნიშვნელოვანია: ყურადღება მიაქციეთ, რომ საჭმელთან ერთად B1, B2 ვიტამინები და რკინა მიიღოთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, პერიოდულად სისხლის ანალიზი ჩააბარეთ. დეფიციტის შემთხვევაში ბიოდანამატები მიიღეთ.
სინამდვილეში, მხოლოდ დიეტა ვერ დაგეხმარებათ. დროა ბოტასები ჩაიცვათ და სარბენად გაეშუროთ. თუ ძალა გაქვთ, დილას და საღამოს ირბინეთ. ზოგჯერ საღამოს მშვიდ ამინდში 1 სირბილი უფრო უკეთ დაგამშვიდებთ, ვიდრე 8 მუდრა. გვეთანხმებით?