Connect with us

ჯანმრთელობა

საბავშვო პუდრა – შეუცვლელი ნივთი საყოფაცხოვრებო საქმეებში. ნებისმიერ დიასახლისს დაეხმარება

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ საბავშვო პუდრა გარკვეულ სიტუაციაში ნამდვილად დაგეხმარებათ. მისი დახმარებით კოსმეტიკურ ჩანთაში უამრავ ადგილს და საკმაოდ ბევრ თანხას დაზოგავთ. ზოგიერთ შემთხვევაში დანაზოგი ჯანმრთელობაზეც ვრცელდება.

1. მშრალი შამპუნი

თმის გასაახლებლად საბავშვო პუდრა გამოიყენეთ. მას მშრალი შამპუნის ეფექტი ნამდვილად აქვს და შეუცვლელი იქნება, როცა თავის დაბანის დრო არ გექნებათ.

2. პრაიმერი

მაკიაჟის ბაზის შეძენა აუცილებელი არაა, რომ ტონალური როგორც საჭიროა ისე წაისვათ. საბავშვო პუდრის თხელი ფენა თავის საქმეს თხევად ანალოგებზე უკეთ შეასრულებს.

3. ფაიფურის სახე

მაკიაჟის დასასრულებად და სახის სიპრიალის მოსაშორებლად გლუვი ეფექტის მქონე პუდრის შეძენა აუცილებელი არაა. ჩვეულებრივი საბავშვო პუდრი გამოგადგებათ

4. მოცულობითი წამწამები

ფუნჯით საბავშვო პუდრი წამწამებზე წაისვით, შემდეგ ტუშის პირველი ფენა გადაისვით. როცა ტუში ოდნავ გაშრება, შემდეგი ფენა პუდრი და ტუში წაისვით.

5. იდეალური წარბები

მაკიაჟის გაკეთებამდე ფუნჯით მცირე რაოდენობით პუდრი წარბებზე წაისვით, შემდეგ ფანქრით დაამუშავეთ. ასე წარბები უფრო სქელი და მოცულობითი იქნება.

6. დეპილაცია

როგორც შაქრის, ასევე ცვილის დეპილაციის დროს კანზე კარგად მისაკრობად პროცედურის წინ პუდრი წაისვით. ასე, კანი გაცილებით ნაკლებად დაზიანდება.

7. დიდი ხნით მოთამაშე პომადა

პომადა რომ არ მოგშორდეთ, ტუჩებზე საბავშვო პუდრი წაისვით და შემდეგ სალფეთქით ზედმეტი მოიშორეთ. თხელი ფენა შეუმჩნეველი იქნება, მაგრამ მაკიაჟს საიმედოდ დაიცავს.

8. გაპარსვის შემდეგ

ხელმისაწვდომი საშუალება უკვე ფეხის გაპარსვის შემდეგ: ჯერ დამატენიანებელი კრემი წაისვით, როცა შეიწოვება, ფეხები პუდრით დაიმუშავეთ. კანი იდეალური გახდება!

9. ნაკაწრები

ნაკაწრები სწრაფად რომ შეხორცდეს და მასში ინფექციები არ მოხვდეს, ასევე შეგიძლიათ საბავშვო პუდრი გამოიყენოთ.

10. განსაკუთრებული ზონა

ფეხებს შორის კანი სიარულის დროს იხეხება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვედაბოლოს კოლგოტის გარეშე იცვამთ. თეძოების შიდა მხარეს პუდრი წაისვით და პრობლემა გადაჭრილი იქნება.

11. გახეხილ კანზე

ფეხსაცმელმა ფეხი რომ არ გაგიხეხოთ, ფეხსაცმლის შიდა მხარეს პუდრი ჩაყარეთ. კოჟრები აღარ შეგაწუხებთ.

12. სუნიანი ფეხსაცმელი

სპორტულ დარბაზში ვარჯიშის წინ ფეხსაცმელსა და წინდებში ცოტა საბავშვო პუდრი ჩაყარეთ. უსიამოვნო სუნი აღარ შეგაწუხებთ.

13. ცივი თეთრეული

თუ საწოლის თეთრეულს პუდრას უხვად მოაყრით, ზაფხულში კონდიციონერის გარეშე ცივი გახდება.

14. სანაპიროზე

სანაპიროზე გასვლის წინ ჩანთაში საბავშვო პუდრი აუცილებლად ჩადეთ. მისი დახმარებით ფეხები დაიმუშავეთ და ქვიშა აღარ მიგეკვრებათ.