Connect with us

ჯანმრთელობა

სააფთიაქო ანტიბიოტიკები უსარგებლო ხდება! 5 ნატურალური ანტიბიოტიკი, რომელთა სახლში ქონა ყოველთვის სასარგებლოა

როცა ავად ხართ, სწრაფად გამოჯანმრთელება და სრულყოფილი ცხოვრების გაგრძელება გსურთ. სამწუხაროდ, თანამედროვე მედიცინა თქვენს ყურადღებით განკურნებას არ ცდილობს. სააფთიაქო ანტიბიოტიკები, რომელთაც ექიმები ხშირად ნიშნავენ, ორგანიზმისთვის ძალიან სახიფათოა.

ისინი ბუნებრივ იმუნიტეტს ანადგურებენ. ბოლო დროს ჭარბი რაოდენობით მათი მიღება ნამდვილი ეპიდემია გახდა. ქიმიური პრეპარატები ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიებს ანადგურებენ და სუპერ ბაქტერიის შექმნას იწვევენ, რომელთანაც ბრძოლა წარმოუდგენლად რთულია.

გთავაზობთ ნატურალური პროდუქტების სიას, რომელიც ბევრ დაავადებას განკურნავს. ორგანიზმის დასუსტების და გამოფიტვის ნაცვლად სჯობს მას თვითაღდგენაში დაეხმაროთ. ამისთვის სამკურნალოდ ბუნების საჩუქრების გამოყენება სცადეთ. და არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ ბევრი დაავადების პროფილაქტიკისთვის.

ბუნებრივი ანტიბიოტიკები

1. პირშუშხა

პირშუშხას ფესვი მდოგვის ზეთს და ენზიმს შეიცავს. თუ ამ ფესვს გახეხავთ, ეს ორი სასარგებლო ნივთიერება წარმოქმნის ალილურ მდოგვის ზეთს, რომელიც ძლიერ ბუნებრივ ანტიბიოტიკად მიიჩნევა. ის პირის ღრუს, ცხვირის, ხახის ბაქტერიებს ებრძვის.

ტრაქეიტის, ბრონქიტის, გაჭინაურებული ხველის დროს 1 ს/კ გახეხილ პირშუშხას 3 ს/კ თაფლი დაუმატეთ და დააყენეთ. ყოველდღე 1 ჩ/კ საშუალება დღეში 5-ჯერ მიიღეთ. მასა პირში უნდა გაადნოთ.

ცისტიტის, ურეთრიტის დროს 1 ს/კ გახეხილ პირშუშხას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 5 წუთით თავსახური დაახურეთ. ყოველდღე 3-4 ჭიქა ასეთი ჩაი დალიეთ.

2. შტოში

დიდებული კენკრა შეუდარებელი ანტივირუსული საშუალება და შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელიც უჯრედებში მავნე თავისუფალ რადიკალებს ებრძვის. შტოშის დახმარებით სურდოს მკურნალობა – ერთი სიამოვნებაა, რადგან მედიკამენტი არა მხოლოდ ეფექტური, არამედ გემრიელია!

შტოშის სამკურნალო მორსის მოსამზადებლად კენკრა შაქრის ფხვნილს 3:1 პროპორციით აურიეთ. 2 ს/კ ნარევს 0,5 ლ თბილი წყალი დაასხით. დალიეთ და ჯანმრთელად იყავით!

3. ნიორი

ნიორი – საუკეთესო წამალი. ის სისხლიდან, შინაგანი ორგანოებიდან და სასუნთქი გზების სისტემიდან მავნე ბაქტერიების და ვირუსების გამოდევნას ხელს უწყობს. თუ ნიორს რეგულარულად მიიღებთ, თქვენი ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისგან სრულყოფილად გაიწმინდება.

ნიორში შემავალი კომპონენტები შეუფასებელია. ისინი ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებენ და სისხლძარღვებს წმენდენ, სიმსივნის გამომწვევ უჯრედებს ანადგურებენ, დიფტერიას, ტუბერკულოზის ჩხირებს და ჰელიკობაქტერიას ანადგურებენ. ნიორი ჭიებს შესანიშნავად ებრძვის.

გთავაზობთ სასმელს, რომელიც სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისგან არა მხოლოდ განკურნავთ, არამედ ნივთიერებათა ცვლას გააუმჯობესებს. მისი დახმარებით წონაში დაკლებასაც შეძლებთ. ნივრის ლიქიორის მომზადება ძალიან მარტივია.

გამჭირვალე ბოთლში ნივრის 12 კბილი ჩაყარეთ, თითოეულ ოთხად გაჭერით. 3 ჭიქა წითელი ღვინო დაასხით. თავსახური დაახურეთ და ფანჯარაზე მზიან მხარეს 2 კვირა დადეთ. ყოველდღე ლიქიორი 2-3-ჯერ შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ და მუქი ფერის ბოთლში გადაასხით. 1 ჩ/კ ჯადოსნური ლიქიორი დღეში 3-ჯერ, 1 თვის განმავლობაში მიიღეთ.

4. რეჰანი

რეჰანი არა მხოლოდ სურნელოვანი სანელებელი, არამედ ინფექციების სამკურნალო საშუალებაა!

რეჰანის რეცეპტი ანგინის დროს 4 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 20 წუთით ადუღეთ, გადაწურეთ და თბილი ნახარშით ყელი დღეში 2-3-ჯერ გამოივლეთ.

კონიუნქტივიტის, ქუთუთოების ანთების დროს 2 ს/კ რეჰანს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, ბოლომდე გაგრილება აცადეთ და გადაწურეთ. თვალის სავლები გაიკეთეთ და ნახევარი ჭიქა ნახარში დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე მიიღეთ.

თავის ტკივილის დროს რეჰანი, სალბი და ბარამბო თანაბარი პროპორციით აურიეთ, 1 ჩ/კ ნარევს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით და 20 წუთით დააყენეთ. გადაწურეთ და 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. მცირე ყლუპებით დალიეთ. 30 წუთში თავის ტკივილი გაქრება. ასეთი შესანიშნავი სასმელი დაგამშვიდებთ და გაზრდილ შფოთვას მოგაშორებთ.

5. ლურჯი მოცვი

კენკრა შეიცავს ბუნებრივ ასპირინს, რომელიც მტკივნეული შეგრძნების და ქრონიკული ანთების შედეგების შემცირებაში დაგეხმარებათ. ლურჯი მოცვი, როგორც ანტიბიოტიკი, ბაქტერიების განვითარებას ბლოკავს და ასე სხვადასხვა ინფექციების თავიდან აცილებაში გეხმარებათ.

ბუნებრივი საშუალებების დახმარებით დაავადებებთან ბრძოლას შეძლებთ. ასე ჯანმრთელობას უფრო სწრაფად გააძლიერებთ. ჯანმრთელობას გისურვებთ! ამ სასარგებლო სტატიის მეგობრებისთვის სოციალურ ქსელში გაზიარება არ დაგავიწყდეთ!