სახლი და დიზაინი
რჩევები სახლში სისუფთავის შენარჩუნებისთვის
1. ცხელი, ახალგადამწვარი ნათურის მოხსნა, გადაჭრილი, ძველი ჩოგბურთის ბურთით შეგიძლიათ, ასეთ შემთხვევაში, ხელი არ დაგეწვებათ.
2. იატაკს, ავეჯის გადაადგილებისას გახაზვისგან დაიცავს მაგიდისა და სკამების ფეხებზე წამოცმული წინდები.
3. ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის გაშრობაში ქაღალდის სამაგრი დაგეხმარებათ
4. ემულსია საღებავის ლაქებს იოლად მოგაშორებთ საბავშვო ზეთი.
5. უთოდან ლაქებს იოლად მოაცილებთ, თუ ქაღალდის ხელსახოცს მარილს დააყრით და უთოს მასზე რამდენჯერმე გადაატარებთ.
6. გათავისუფდით მაცივარში არსებული სუნისგან, ბოსტნეულის გაზეთში შეხვევით.
7. თუ წყალი ნიჟარიდან ძნელად გაედინება – ჩაყარეთ მილში ნახევარი ჭიქა საკვები სოდა – ყოველ 1 ლიტრ მდუღარე წყალზე.
8. ზეითუნის ზეთით უჟანგავი მეტალი იოლად იწმინდება. გაწმინდეთ მეტალი ზეთში დასველებული ნაჭრით, შემდეგ კი კარგად გააპრიალეთ ქაღალდის პირსახოცით.
9. ქრომის ნაკეთობების გაპრიალებაში საბავშვო ზეთი დაგეხმარებათ. დაიტანეთ ცოტაოდენი ზეთი ბამბის ნაჭერზე და კარგად გააპრიალეთ ქრომირებული ზედაპირი.
10. ტუჩსაცხის ლაქის ტანსაცმლიდან მოშორებაში – თმის ლაქი დაგეხმარებათ. თუ ნივთის გარეცხვა სარეცხ მანქანაში შეიძლება – მიასხურეთ ლაქას თმის ლაქი, გააჩერეთ 10 წუთი და შემდეგ გაწმინდეთ სველი ნაჭრით ან ღრუბლით. ამის შემდეგ კი გარეცხეთ ჩვეულებისამებრ.
11. ალუმინის ფოლგა, შუშაზე მიმხმარი ლაქების გაწმენდაში დაგეხმარებათ, მოჭმუჭნეთ, დაამრგვალეთ და ჩვეულებრივი სარეცხი ღრუბლის ნაცვლად გამოიყენეთ.
12. ვერცხლის გასაწმენდად ჩვეულებრივი სოდა გამოიყენეთ. გარეცხეთ ვერცხლის ნაკეთობა, მოათავსეთ ალუმინის ფოლგაზე და დადევით ქვაბის ფსკერზე. შემდეგ დაუმატეთ სოდიანი ხსნარი (1/4 ჭიქა სოდა რამდენიმე ჩაის კოვზი მარილი და 1 ლიტრი მდუღარე წყალი). დატოვეთ რამდენიმე წუთი. ქიმიური რეაქციის შედეგად სიშავე სრულად გაქრება.
13. მანქანების საპრიალებელი ცვილი ნიჟარების, ონკანების და საშხაპე კაბინების გასაპრიალებლადაც გამოდგება. ის მათ ზედაპირს წყლისა და საპნის ლაქებისგანაც დაიცავს.
14. ცარცი დანა-ჩანგალს გაფერმკრთალებისგან დაიცავს. მოათავსეთ ტენიანობის მშთანთქმელი ცარცი მარლაში და ჩადევით დანა-ჩანგლის შესანახ უჯრაში.
15. მოხარშული კვერცხის ნაჭუჭის გამოყენება ვაზების და ბოთლების გაპრიალებისთვის შეიძლება. ჩაყარეთ მათში ნაჭუჭები და ჩააწვეთეთ ჭურჭლის სარეცხი საშულება, დაამატეთ ცოტაოდენი წყალი და კარგად შეანჯღიეთ.
16. პატარა ლაქა ზამშიდან – შეგიძლიათ ფრჩხილების ქლიბით მოიშოროთ.
17. ხალიჩის ავეჯისგან დატკეპნილი ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მათი ჩანგლით “დავარცხნით” შეიძლება.
18. დადგით სოდის გახსნილი ყუთი კარადაში სადაც თეთრეულს ინახავთ და გათავისუფლდით შმორის სუნისგან.
19. მილების გაბიდვნისას კვლავ სოდა დაგეხმარებათ! ჩაყარეთ ნიჟარის წყალგამშვებ მილში ნახევარი ჭიქა სოდა, ჩაასხით ნახევარი ჭიქა ძმარი. მილს დააფარეთ სველი ნაჭერი და დაელოდეთ 5 წუთი. შემდეგ ჩაასხით ცხელი წყალი.
20. ციტრუსების კანი და ცოტაოდენი მარილი შესანიშნავად მოაცილებს ლაქებს ყავის ჭიქებიდან.
21. თუ წებოვან სტიკერებს ფენის ცხელ ნაკადს შეუშვერთ, მათი მოცლა აღარ გაგიჭირდებათ.
22. ლიმონის წვენი – შესანიშნავად ცვლის მათეთრებელს. რეცხვისას 1/4-იდან 1/2-მდე ჭიქა ლიმონის წვენს წყალში დაამატებთ და ფერდაკარგულ თეთრეულს ნათელ ფერს დაუბრუნებთ.
23. იმისთვის, რომ შუშის ქილას სუნი მოვაშოროთ, ის 1 ჩაის კოვზი მდოგვით გარეცხეთ, თბილ წყალში.
24. არ გადააგდოთ დახეული კოლგოტი, მისი დახმარებით, დეკორატიულ სანთლებს მტვერს იოლად მოაშორებთ.
25. ვაზებისა და ბოთლების ძნელად მისაწვდომ ადგილებს, ბრინჯის საშუალებითაც გამორეცხავთ, ჩაყარეთ მათში 1 სუფრის კოვზი ბრინჯი და ჩაასხით თბილი საპნიანი წყალი, შემდეგ კარგად შეანჯღრიეთ.
26. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, ბროლის ჭურჭლის დამსხვრევის არ შეგეშინდებთ თუ მათ რეზინებით დაამაგრებთ.
27. რბილი ავეჯიდან, თქვენი შინაური ცხოველის ბეწვის მოშორებაში ჩვეულებრივი რეზინის ხელთათმანი დაგეხმარებათ. უბრალოდ ხელი გადაუსვით ავეჯს დასველებული ხელთათმანით და მთელი ბეწვი მასზე აღმოჩნდება.
28. ფოთლების გარეცხვა მარილიან წყალში აჯობებს.
29. ნაკერის გასახნელის გამოყენება მტვერსასრუტის ჯაგრისის საწმენდადაც გამოგადგებათ.
30. ხის ავეჯის განახლება, ფეხსაცმლის კრემით შეგიძლიათ, საჭიროა უბრალოდ შესაბამისი ფერი აარჩიოთ.
31. ცოტაოდენ წყალში გახსნილი შაქარი, ხელებიდან ცხიმის მოცილებაში დაგეხმარებათ.
32. ძველი ელექტრო კბილის ჯაგრისით, გაგიადვილდებათ კაფელის ფილებს შორის არსებული დაშორებების გაწმენდა.
33. ლინოლეუმს პირვანდელი სახე დაუბრუნდება თუ მას კბილის ჯაგრისით გააპრიალებთ.
34. ყავის ფილტრით ტელევიზორისა და კომპიუტერის ეკრანი არაჩვეულებრივად იწმინდება.
35. ლიმონი ხის საჭრელი დაფიდან ლაქების გამოყვანაში დაგეხმარებათ. გაჭერით ლიმონი შუაზე, დააწურეთ წვენი ხის დაფას და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ გაავლეთ წყალში.
36. სარეცხი ტომარა სხვადასხვა წვრილმანების ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვაშიც დაგეხმარებათ (მაგალითად ბავშვის
ბოთლების).
37. ტრიკოტაჟის აბაჟურს ტანსაცმლის საწმენდი რგოლი გადაატარეთ.
38. სარკეებიდან და შუშიდან არასასურველი სტიკერების მოსაშორებლად, წაუსვით მათ მაიონეზი და შემდეგ ელასტიური საფხეკით მოაშორეთ.
39. ყავის საფქვავის გასაწმენდად საკმარისია მასში ბრინჯი დაფქვათ, შემდეგ კი გადმოყაროთ მიღებული ფქვილი და გაწმინდოთ მშრალი პირსახოცით.
40. სპილენძის ნაკეთობის გასაწმენდად გამოიყენეთ: თანაბარი რაოდენობით ძმრის, მარილის და ფქვილის ნაზავი. გაწმინდეთ სპილენძის ზედაპირი მომზადებული ხსნარითა და რბილი ნაჭრით, შემდეგ გაავლეთ და გაამშრალეთ.