Connect with us

ყვავილები

რჩევები, როგორ გამოკვებოთ შროშანი მაისში, დიდებულად რომ აყვავილდეს

ვარდი ბაღის დედოფალია, ხოლო შროშანი – ჰერცოგინია. მასაც არანაკლები ყურადღება სჭირდება. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ, რომელი სასუქით და როდის გამოკვებოთ შროშანი მაისში, დიდებულად რომ აყვავილდეს.

წინასწარ გამოკვება საჭირო არაა, თუ შროშანის ბოლქვებს დასვენებულ, ჰუმუსით გამდიდრებულ და ნაყოფიერ მიწაში რგავთ. დანარჩენ შემთხვევაში აუცილებელია. სასუქის რაოდენობასა და მიწოდების სქემას მნიშვნელობა აქვს.

სასუქის მნიშვნელობა

დროული გამოკვება შროშანის დიდხანს და უხვად ყვავილობას ხელს უწყობს. გაზაფხულზე სასუქი მხოლოდ მიწის გათბობის შემდეგ უნდა დაუმატოთ. ასე ფესვებს გამოკვებავთ და სასარგებლო ნივთიერებებს წყალი არ ჩარეცხავს.

ყლორტების სიგრძეს დააკვირდით, რომ მიხვდეთ, როდის სჭირდება გამოკვება. თუ ყლორტები 8-10 სმ–ზე მაღალია, ხოლო ფოთლები ოდნავ გადახრილი, გამოკვებეთ. ზედმეტად გამოკვება არ ღირს. ასე სარგებლის ნაცვლად ზიანს მოუტანთ და ფესვების განვითარებას შეაფერხებთ. თუ მიწა კარგ მდგომარეობაში, დამატებითი კვება გამოტოვეთ.

რით გამოვკვებოთ გაზაფხულზე

შროშანზე პირველი კოკრების ფორმირებისას განსაკუთრებულად უნდა იზრუნოთ. ამ დროს გამოიყენეთ ამონიუმის ნიტრატი, ინსექტიციდები მავნებლების წინააღმდეგ. შემდეგ სუპერფოსფატი და კალიმაგნეზია ყვავილების შესაღებად და ღეროს გასაძლიერებლად. ყვავილობის დროს მზა თხევადი ხსნარებით მორწყეთ (წინასწარ მიწა დაატენიანეთ).

სასუქების ვარიანტები

შროშანის გაზაფხულზე გამოკვებით მიწას აზოტით გაამდიდრებთ. მინერალური სასუქები ან აზოტის შემცველი ორგანული სასუქები, მაგალითად, ნაცარი ან ნაკელი, გამოიყენეთ. ნაკელი და წყალი 1:10 პროპორციით აურიეთ. 1 ჭიქა ნაცარი და 1 ვედრო თბილი წყალი აურიეთ. ნეშომპალის, ამონიუმის ნიტრატის და ამოფოსკის ნარევიც სასარგებლოა (დოზა: 1 ს/კ 1 მ²–ზე).

სასუქის მიწოდების წესები

ნებისმიერი სახეობის შროშანს გამოკვება სჭირდება. მრავალწლიან მცენარეს გამოკვება უყვარს, მაგრამ მინერალურმა სასუქებმა ზედმეტად არ გაგიტაცოთ. თხევადი პრეპარატები კარგად შეიწოვება, მაგრამ ხშირი გამოყენება ფესვებს წვავს. მშრალი საშუალება მიწაში ცუდად შეიწოვება, ამიტომ მათი გამოყენებისას მიწად კარგად მორწყეთ.

თუ შროშანს მომზადებულ მიწაში გადარგავთ, 2 წელი დამატებით კვებაზე შეგიძლიათ არ იდარდოთ. მიწა სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარია და გამოკვება მხოლოდ ბოლქვებს გაზრდის, ხოლო ყვავილებს შეამცირებს.

გამოკვების ეტაპები

შროშანების გამოკვება 5 ეტაპისგან შედგება:

  • პირველად ადრე გაზაფხულზე გამოკვებეთ, როცა მიწა 6 გრადუსამდე გათბება. გამოიყენეთ ამონიუმის ნიტრატი (1 ს/კ 1 მ²–ზე). მშრალი პრეპარატი მცენარის ძირზე გაანაწილეთ. კარგია კარბამიდი ნაცრის ხსნართან ერთად (250 გ 10 ლ წყალზე). ორგანული სასუქიც გამოგადგებათ. ძროხის ნაკელი და თბილი წყალი (1:4) აურიეთ, 12-14 დღე გააჩერეთ, დროდადრო აურიეთ. ბოლოს 1:10 პროპორციით წყალში გააზავეთ.
  • შემდეგი ეტაპი: მაისის ბოლო – ივნისის დასაწყისი. მცენარეს დამატებითი კვება სჭირდება, რომ კარგად გაიზარდოს და დიდი ყვავილები სწორად განავითაროს. ჯერ ფოსფორის და აზოტის ნარევი მოამზადეთ. მაგალითად, აზოფოსკი, ნიტროამოფოსკი. შემდეგ წყალს აურიეთ (1,5 ს/კ 10 ლ წყალზე). ნიშადურის სპირტიც კარგია (1 ჩ/კ 3 ლ წყალზე). ყვავილები მზის ჩასვლის შემდეგ დანამეთ.
  • მესამე ეტაპი – ივლისის შუა რიცხვებში. ამ დროს შროშანი ყვავილობს და მის გასახანგრძლივებლად გამოგადგებათ კალიუმის ჰუმატი ან ნიტროამოფოსკი. ფოთლოვანი კვებისთვის პრეპარატი „სტიმული“ კარგია. ვარდსაც უხდება.
  • მეოთხე ეტაპი: აგვისტოში კალიმაგნეზიით მიწის დამუშავება. ამ დროს მცენარეს ყვავილობა უკვე დასრულებული აქვს. ასე მცენარეს მომავალი ყვავილობისთვის მოამზადებთ. კალიუმის და ფოსფორის სასუქი გჭირდებათ. მაგალითად, სუპერფოსფატი ან კალიმაგნეზია.
  • მეხუთე ეტაპი: გვიან შემოდგომაზე. გაყინულ მიწაზე, რომლის ქვეშ ბოლქვები იმალება, 10 სმ კომპოსტის ფენა დაყარეთ. ასე მომავალი სეზონისთვის მიწას გამოკვებავთ და ბოლქვებს ზამთრის სიცივისგან დაიცავთ.

შროშანებზე სიყვარულით იზრუნეთ, რომ საოცარი არომატით და ლამაზი ყვავილებით დატკბებთ.

Advertisement