საკითხავი
რჩევები, რა უნდა გააკეთოთ, რომ სახლში ფული მოიზიდოთ
ორ ადამიანს ზუსტად ერთნაირი ხელფასი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ერთს დიდი ბინა, მანქანა ჰქონდეს და ბედნიერად ცხოვრობდეს, მეორე კი სულ ფულის უქონლობას უჩიოდეს. ფული რომ მოიზიდოთ, მასთან სწორი ურთიერთობა უნდა ჩამოაყალიბოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა გააკეთოთ, რომ სახლში ფული მოიზიდოთ.
როგორ მოვიზიდოთ ფული
ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ მოკრძალებულად უნდა ვიცხოვროთ, თავი არ გავანებივროთ, ბევრი ფული არ გამოვაჩინოთ. მოძველებული დოგმები ადამიანს შემოსავლის მოზიდვაში აბრკოლებს.
ამქვეყნად ყველაფერს ენერგია აქვს, მათ შორის ფულს. თუ გსურთ ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოთ, ჯადოსნური რიტუალების ჩატარება საჭირო არაა. გიზიარებთ მარტივ რჩევებს, რომლებიც ჩვევად უნდა აქციოთ, თუ გამდიდრება გსურთ.
რჩევები ფულის მოსაზიდად
გახსოვდეთ, ფულის ქონა სირცხვილი არაა. მისი დახარჯვა და მისგან სიამოვნების მიღება ისწავლეთ. ამ მარტივი წესის გათავისებით ცხოვრება გაუმჯობესდება.
1. ჯერ თქვენს თავს გადაუხედეთ, ამბობენ მილიონერები. ფულისგან სიხარული მიიღეთ, რომ გამრავლდეს. ეს ენერგიის კანონია. მაგალითად, ყოველ ხელფასზე ახალი ტანსაცმელი, აქსესუარი შეიძინეთ, რესტორანში ისადილეთ. გააკეთეთ ის, რაც სიხარულს და ბედნიერებას განიჭებთ.
2. თავიდან მცირე ნაბიჯები გადადგით. სახლისთვის ახალი ტაფის შეძენა არ ითვლება. საკუთარი თავი უნდა გაანებივროთ. ეზოთერიკოსების თქმით, ფულის მოსაზიდად მეტი უნდა დახარჯოთ. ფულს სინანულის გარეშე დაემშვიდობეთ, რომ მეტის გამომუშავების სტიმული გქონდეთ.
3. ხელფასი პირველივე დღეს არ დახარჯოთ. ერთი ღამე სახლში უნდა გაათენოს. ეს დრო გამოიყენეთ დასაფიქრებლად, თუ რისი გაკეთება ან შეძენა გსურთ. ასე სპონტანური ნაბიჯებისგან დაცული იქნებით. სიაში ჩართეთ რაიმე, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.
4. ფულის მიღებისას მადლიერი იყავით. ბონუსის მიუღებლობა ან დაბალი ხელფასი იმედგაცრუების მიზეზი არაა. ფული ხომ მაინც მიიღეთ. მადლიერების ენერგია ფულის მოზიდვას ხელს უწყობს.
5. სახლი დაალაგეთ. ფული ბინძურ სახლში არ ჩერდება. მტვერი, ნაგავი, ჭუჭყი, მიმოყრილი ნივთები, ძველი და დამტვრეული ავეჯი და ჭურჭელი ფინანსებს არ უყვარს. ასეთ გარემოში თავს არაკომფორტულად გრძნობს.
6. ქველმოქმედებაში ჩაერთეთ. ფონდებში თანხის გადარიცხვა აუცილებელი არაა. ქველმოქმედება წვრილმანებში ვლინდება. მაგალითად, სუპერმარკეტში ან ბაზარში მოხუც ბაბუას ან ბებიას საყიდლების შეძენაში დაეხმარეთ. ბევრი ვარიანტი შეგიძლიათ იპოვოთ.
თუ ფულის მოზიდვა გსურთ, მიზნები დაისახეთ. თავიდან პატარა მიზნებით დაიწყეთ, თანდათან დიდზე გადადით. ფინანსებთან სწორი დამოკიდებულებით ყველაფერი გამოგივათ!