Connect with us

ვიდეო

როცა ფანჯრის რაფაზე ყვავილების ადგილი აღარ მაქვს, ხოლო ქოთნები არ სრულდება, მეუღლეს ვთხოვ…

დედაჩემი ვაზონებზე გიჟდება. მშობლების სახლში ორქიდეების, ნემსიწვერების და იების მთელი კოლექცია შეგროვდა. ასევე ფიკუსი, ქლოროფიტუმი, ფულის ხე, დრაცენა და დიდი რაოდენობით მამის საყვარელი სხვადასხვა სახეობის და ზომის კაქტუსები. ყველაფერი ეს შესანიშნავია, მაგრამ დროთა განმავლობაში ასეთი რაოდენობის მცენარეები მთელი სახლის ფართობს იკავებენ.

როცა ფანჯრის რაფასა და მაგიდაზე ადგილი მთავრდება, ჩვენთვის ადგილი აღარ რჩება. სწორედ ამიტომ, საყვარელი ნივთებისთვის ახალი ადგილის მოძებნა მიწევს.

ამ საკითხის გადაწყვეტილება ჩემმა მეუღლემ იპოვა, რომელმაც ქოთნებისთვის ბევრი საინტერესო ვარიანტის თაროები მოძებნა. ზოგიერთი ისე მოგვეწონა, რომ მათ გაკეთებას მშობლების სახლის გარდა, საკუთარ ბინაშიც ვაპირებთ. მსგავსი თაროების შეძენას ავეჯის მაღაზიაში შეძლებთ, მაგრამ სჯობს საკუთარი ხელით გააკეთოთ.

სახლის თაროები

დღეს ყვავილების თაროების საუკეთესო ნიმუშებს წარმოგიდგენთ. თუ ყვავილებზე გიჟდებით, ეს ვარიანტები სწორედ თქვენთვისაა!

1. ყვავილების სტენდის ფორმისა და პროპორციის შერჩევაში ოთახში მცენარეების განლაგების გეგმა დაგეხმარებათ. ძირითადად, სივრცის ეკონომიის მიზნით, მათ დამაგრებას კედელზე ცდილობენ ან დასაკიდ ქოთნებს იყენებენ.

2. თვითნაკეთი ყვავილების თაროების გასაკეთებლად შეგიძლიათ მრავალფეროვანი მასალა გამოიყენოთ. ძალიან ხშირად არჩევანს ხეზე ან ფირფიცარზე აკეთებენ.

3. მრავალი ადგილის მქონე ყვავილების თაროს მოდელი ნამდვილად უნივერსალურია! ასეთი ყვავილების თაროები შეგიძლიათ კედელზე, ფანჯარაზე ან იატაკზე დადგათ.

ყურადღება მიაქციეთ, რომ დაკიდულ თაროებზე ძალიან მძიმე ქოთნები არ დადგათ. მათ შეიძლება დატვირთვას ვერ გაუძლონ და კედლიდან ნაწილებად ჩამოვარდეს, რასაც იატაკის ვარიანტზე ვერ იტყვით.

4. თუ ყვავილების სადგამს არა მხოლოდ კომფორტულ მოწყობილობად, არამედ ინტერიერის დიზაინის ელემენტად განიხილავთ, მისი დახმარებით ბინის სტილს ხაზს გაუსვამთ, შენობას უფრო მყუდროს ხდის, სამზარეულოს ან მისაღების ჩვეულ მდგომარეობას კი საერთოდ შეცვლით.

5. ხელნაკეთი ყვავილების სტელაჟი შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას დაამაგროთ. ოთახის გარდა შეგიძლაით აივანზე ან სააბაზანო ოთახში გამოიყენოთ. ასევე მოწყობილობა ეზოში ან ფანჯარაზე ადვილად მაგრდება.

6. თუ ორ მომრგვალებულ თაროს ერთმანეთთან ახლოს დადგამთ, წარმოუდგენლად ლამაზი კომპოზიცია გამოგივათ.

7. თუ ჭერი დაბალია, სჯობს უპირატესობა ვიწრო ვერტიკალურ თაროებს მიანიჭოთ. მათი დახმარებით შენობის სიმაღლეს ვიზუალურად გაზრდით.

8. თუ ყვავილების სადგამის საკუთარი ხელით გაკეთებას გადაწყვეტთ, საჭირო სიფართის და სიმაღლის თაროს შერჩევას ყოველთვის შეძლებთ.

9. კიდევ ორი საინტერესო იდეა!

10. იატაკის და კედლის მრავალფეროვანი თაროების დახმარებით მცენარეების საჭირო ადგილას დადგმას შეძლებთ. ხელნაკეთი ყვავილების თაროების უჩვეულო დიზაინი ოთახს ორიგინალობას და სიკაშკაშეს შემატებს.

ყვავილების ქოთნებისთვის საინტერესო სადგამის დამზადებაში რომ გაერკვეთ, ამ ვიდეოს უყურეთ.

აგარაკზე დასვენების მოყვარულებისთვისაც საინტერესო იდეები არსებობს, თუ როგორ გააკეთოთ პლასტმასის მილისგან ყვავილების სადგამი.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
1 Comment

1 Comment

  1. მაია

    October 27, 2020 at 4:54 pm

    მოგესალმებით, გთხოვთ მომწეროთ ტელეფონი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.