Connect with us

ჯანმრთელობა

როცა ტკივილი არ გვაძინებს: დაღლილი ფეხების სინდრომი

ითვლება, რომ ყოველ მეათე ადამიანს დაღლილი ფეხების სინდრომი აწუხებს, ეს მათი ცხოვრების ხარისხს საგრძნობლად დაბლა წევს. საინტერესო ფაქტი ის გახლავთ, რომ ამ სინდრომის მქონე ქალების რიცხვი ორჯერ მეტია ვიდრე მამაკაცების. ყველაზე ხშირად ეს პრობლემა საშუალო და მოხუცებულობის ასაკის ადამიანებს უჩნდებათ.

რა არის დაღლილი ფეხების სინდრომი?

ეს ნევროლოგიური დარღვევაა, რომელიც ცნობილია როგორც უილის-ეკბომის სინდრომი. იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს ფეხებში, რომლებიც ფეხების გასწორების, დაჭიმვის ან მასაჟის შემდეგ მსუბუქდება. უსიამოვნო შეგრძნება ფეხების მოდუნების ან დაძინების მცდელობის დროს იმატებს. ეს დაავადება ბოლომდე არ იკურნება, თუმცა მისი შემსუბუქება წამლების მეშვეობით შეიძლება.

როგორია დაღლილი ფეხების სინდრომის სიმპტომები?

მთავარი სიმპტომი – ფეხების მუდმივად მოძრაობაში ქონის სურვილია, თუნდაც იჯდეთ ან იწვეთ. შეიძლება გაგიჩნდეთ უჩვეულო შეგრძნებები: ჩხვლეტის, დაჭიმვის ან თითქოს ფეხში რაღაც დაცოცავს. ჩვეულებრივ სიმპტომები ორივე ფეხზე ვლინდება, თუმცა არსებობს პრობლემის ერთ ფეხზე ქონის შემთხვევებიც.

დაავადების მსუბუქი ფორმის დროს , სიმპტომები ყოველდღიურად არ ვლინდება და ადამიანმა სიმპტომები შეიძლება მხოლოდ დაძაბულობისა და სტრესის დროს იგრძნოს. უფრო რთული შემთხვევების იგნორირება კი შეუძლებელია, რთულდება ერთ ადგილზე მშვიდად და განძრევლად ჯდომა, თუნდაც მგზავრობის დროს. დაღლილი ფეხების სინდრომი ასაკის მატებასთან ერთად რთულდება, ის ართულებს პაციენტის ცხოვრებასაც, რადგან ღამე დაძინება ჭირს, დაძინების შემდეგ კი ხშირად ეღვიძებათ, გამოუძინებლობის გამო ზარალდება ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობ, ზოგჯერ პირადი ცხოვრებაც – თუ ღამე პაციენტის მუდმივი ოძრაობა დ ამოუსვენრობა პარტნიორსაც შეაწუხებს.

რა იწვევს დაღლილი ფეხების სინდრომს?

ექიმები პირველად და მეორად სინდრომს გამოყოფენ. პირველადი მდგომარეობის მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს ვარაუდი რომ მას გენეტიკური მიზეზები აქვს, რომელიც გარკვეული მოვლენების შედეგად აქტიურდება. ამ დაავდების მქონეთა 40%-ს ოჯახური ანამნეზი აქვს – ამ შემთხვევაში დაავდება 40 წლის შემდეგ ვლინდება.

შეიძლება დაღლილი ფეხების სინდრომსა და ტვინში რკინის დაბალ დონესთანაც არსებობდეს კავშირი. ზოგიერთი ექიმი კი ამ სინდრომის გამომწვევ მიზეზად ტვინში დოფამინური გზაების დარღვევის ბრალია. თუმცა მეცნიერებს ჯერ დაზუსტებული დაკვნა არ აქვთ და კვლევები გრძელდება.

დაღლილი ფეხების მეორადი სინდრომი შეიძლება სხვა დაავადებებისგან იქნას პროვოცირებული და ამ შემთხვევებში პრობლემა ძირითადი მიზეზის მკურნალობის შედეგად უნდა მოგვარდეს. მეცნიერები ვარაუდობენ რომ ზოიერთმა ნივთიერებებმა შეიძლება სიმპტომების გაძლიერება ან მატება გამოიწვიონ. მათ შორის არის კოფეინი, ალკოჰოლი და ზოგიერთი წამალი.

როგორია რისკის ფაქტორები?

არსებობენ ფაქტორები რომლებიც უფრო მაღალ რისკებს უკავშირდება, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის ეს ფაქტორები რამდენად წარმოადგენენ მიზეზებსაც. აი რამდენიმე:

  • მდედრობითი სქესი
  • საშუალო ან მეტი ასაკი
  • ოჯახური ანამნეზი
  • ორსულობა – ზოგიერთ ქალბატონს ორსულობის პერიოდში ეს სიმპტომი უვითარდება თუმცა ჩვეულებრივ, ის მშობიარობის შემდეგ ქრება.
  • ქრონიკული დაავადებები (განსაკუთრებით პერიფერიული ნევრიოპათია, დიაბეტი და თირკმლის უკმარისობა)
  • წამლის ზოგიერთი სახეობის მიღება (ანტიდეპრესატები, ანტიჰისტამინური საშუალებები)
  • ეთნიკური კუთვნილება – ჩრდილო-ევროპული წარმოშობის ადამიანებს დაღლილი ფეხების სინდრომი უფრო ხშირად უვითარდებათ.

დაღლილი ფეხების სინდრომი ზრდის ისეთი დაავდებების განვიტარების რისკებს როგორიცაა – გულის დაავადებები, დიაბეტი, დეპრესია, თირკმლის დაავადებები და ა.შ.

როგორ ხდება ამ დაავადების დიაგნოსტირება?

დიაგნოზი სიმპტომების საფუძველზე დგინდება. დამატებითი დარწმუნებულობისთვის აუცილებელია ოთხივე კრიტერიუმის არსებობა:

  • ფეხის მოძრაობის განუწყვეტელი სურვილი, რომელსაც თან კიდურებში არსებული უცნაური შეგრძნებები ახლვას.
  • სიმპტომები უარესდება ღამით და მსუბუქად არის გამოხატული (ან არ არსებობს) დღის განმავლობაში
  • სენსორული სიმპტომები ჩნდება მაშინ როდესაც მოდუნებული ხართ ან დაძინება გსურთ.
  • სენსორული სიმპტომები მოძრაობისას სუსტდება.

რომელი შინაურული საშუალებების გამოყენება შეიძლება დაღლილი ფეხები სინდრომის ქონის დროს?

შინაურულ საშუალებებს სიმპტომების სრული აღმოფხვრა არ შეუძიათ, თუმცა მათი შემცირება შესაძლებელია.

აი ზოგიერთი საშუალებები რომლებიც შეიძლება დაგეხმარონ:

  • კოფეინის, ალკოჰოლის და თამბაქოს შემცირება ან გამორიცხვა
  • ძილის რეგულარული გრაფიკის შედგენა და ერთსა და იმავე დროს დაძინება და გაღვიძება, მათ შორის დასვენების დღეებშიც.
  • ყოვედღური ფიზიკური სავარჯიშოები, მაგალიტად სიარული ან ცურვა.
  • საღამოს მასაჟ ან ფეხების კუნთების გაწელვები.
  • ძილის წინ ცხელი აბაზანის მიღება.
  • სათბურის ან ყინულიანი პაკეტის გამოყენება.
  • იოგა და მედიტაცია
  • რკინის უკმარისობის აღმოფხვრა
  • ხანგრძლივი მგზავრობის დღის საათებში დაგეგმვა

როგორ კურნავენ დაღლილი ფეხების სინდრომს?

ექიმს შეუძლია სიმპტომების გასკონტროლებლად წამლების დანიშვნა. მათ შორის შეიძლება იყოს შედმეგი ტიპის პრეპარატები:

1. დოფამინის მოსამატებელი პრეპარატები
2. მიკრორელაქსანტები და დამაძინებელი საშუალებები
3. ოპიოიდური პრეპარატები
4. ანტიკონვულსიური (კრუნჩხვის საწინააღმდეგო) პრეპარატები

აქვთ თუ არა დაღლილი ფეხის სინდრომი ბავშვებს?

ბავშვების შემთხვევაში ეს იშვიათად ხდება. ბავშვებს უჭირთ სიმპტომების აღწერა და მათ შეთხვევაში ეს დაავდება უყურადღებობით, გაღიზიანებადობით ან შფოთვით ვლინდება.

რაცონში როგორმა ცვლილებებმა შეიძლება შეამსუბუქოს მდგომარეობა?

კონკრეტული რეკომენდაციები არ არსებობს, თუმცა შეიძლება რაციონის გადახედვა სასარგებლო იყოს რათა საკვებიდან სარგებლის მაქსიმუმი მივიღოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რკინითა და С ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება.. შეამცირეთ მაღალკალორიული და ულტრა გადამუშავებული პროდუქტების, ლიმონათის, კოფეინის, ალკოჰოლის, ჩაისა და ყავის მირება.

როგორ მოვიქცეთ თუ დაღლილი ფეხის სინდრომი დაძინებაში გვიშლის ხელს?

ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობასთან ერთად, ძანმრთელი ილის შანსების ზრდაზე თავადაც უნდა იზრუნოთ. რა უნდა გავაკეთოთ:

1. ხარისხიანი ლეიბი და ბალიში, კომფორტული თეთრეული და საღამური
2. ფარდები, რომლებიც ბოლომდე ახდენენ სინათლის ბლოკირებას
3. წესრიგი საძინებელ ოთახში
4. გამორთეთ ციფრული მოწყობილობები, მათ შორის დატენვის პროცესში მყოფი ტელეფონი და ელექტრო საათი
5. კომფორტული ტემპერატურა საძინებელ ოთახში
6. ძილის გრაფიკის ზუსტი დაცვა
7. დაძინებამდე ელექტრო მოწყობილობების გამოყენებაზე უარის თქმა
8. შეიძლება ფეხებშ შორის მოტავსებული ბალიში დაძინებაში დაგეხმაროთ – ეს ნერვზე ზეწოლას ამცირებს და შეიძლება სიმტომის შემსუბუქებაში დაგეხმაროთ.

დაღლილი ფეხის სინდრომი ორსულობის დროს

დაღლილი ფეხის სინდრომის ორსულებში განვიტარების რისკი 2-3-ჯერ მაღალია. ის ყველაზე ხშირად ორსულობის მესამე ტრიმესტრში ვიტარდება. არავინ იცის ამის კონკრეტული მიზეზი, ეს შეიძლება ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, ფეხებზე დატვრთვის ზრდა ან ჰორმონალური ცვლილებებიც იყოს.

ორსულებში ხშირია უძილობის და ფეხების გადაღლის პრობლემები, ამიტომ ისინი დაღლილი ფეხის სინდრომში რომ არ აგერიოთ აჯობებს ექიმს მიმართოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.