Connect with us

ჰოროსკოპი

რომელია თქვენი ქვა-თილისმა დაბადების თვის მიხედვით და როგორ ასახავს ის თქვენს პიროვნებას

რომელია თქვენი ქვა-თილისმა დაბადების თვის მიხედვით და როგორ ასახავს ის თქვენს პიროვნებას

როცა 7 წლის ვიყავი, დედამ წიგნი მიყიდა, რომელიც რამდენიმე ამბავს და ინფორმაციულ სტატიას შეიცავდა. ჩემი საყვარელი ნაწილი ქვების განყოფილება იყო. მახსოვს, სახლში მოსულ ყველა სტუმარს დაბადების თარიღს ვეკითხებოდი, შემდეგ კი ვეუბნებოდი, თუ რომელია მათი ქვა და რას ამბობს ის. ეს მაშინ საინტერესო იყო და დღემდე ასეა.

1.იანვარი – გრანატები

გრანატა მოდის ბერძნული სიტყვიდან „granatum” და ბროწეულის მარცვალს ნიშნავს. თუ ბროწეულის მარცვალი გინახავთ, მიხვდებით რატომაც. ეს მუქი წითელი ფერის ძვირფასი ქვა მუდმივი ერთგულების და მეგობრობის სიმბოლოა. თქვენ არა მხოლოდ ერთგული მეგობარი, არამედ ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი ხართ. ასევე ცოდნის მიღების ღრმა სურვილი გაქვთ.

2.თებერვალი – ამეთვისტო

ამეთვისტო ყურძნის ღვინის ფერია. ეს ძვირფასი ქვა თამამ და თავნება ადამიანებს ასახავს. ამბობენ, რომ ამეთვისტო მესაკუთრის სიფხიზლეს უზრუნველყოფს, ამიტომ ამ ქვის მქონე ადამიანი ძალიან ჭკვიანი და მახვილი გონების პატრონია. ასე რომ, თუ გამოცდების დროს დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ დედას ამეთვისტოს სამკაულის ცოტა ხნით გაკეთება სთხოვოთ.

3.მარტი – აკვამარინი

აკვამარინის სახელი ლათინური სიტყვა „აკვადან“ მოდის, რომელიც წყალს ნიშნავს და „მარინა“, რაც ზღვას ნიშნავს. ამ ძვირფას ქვასთან დაკავშირებული მითი იმაში მდგომარეობს, რომ ის მეზღვაურებს მოგზაურობის დროს იცავდა. აკვამარინის ფერს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, რაც გასაოცარი არაა. რადგან ამ ქვის მქონე ადამიანები მშვიდობის და სიწყნარის მოყვარულები არიან. გამჭვირვალე ცისფერი აკვამარინი გულწრფელობას ნიშნავს. მარტის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან მეგობრობა ურიგო არ იქნებოდა.

4.აპრილი – ბრილიანტი

დედამიწაზე ერთ-ერთი ღირებული ქვა. ამბობენ, რომ ბრილიანტი თავის ღირებულებას კარგავს, თუ მას სიყვარულით არ იყიდიან. ეს ლამაზი, გულწრფელი ქვა მუდმივი სიყვარულის და ძალის სიმბოლოა.

ამ თვეში დაბადებული ადამიანები ნამდვილი მებრძოლები არიან, რომელთაც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ. ისინი წარმოუდგენლად თამამები არიან და გამოწვევების მიღების არ ეშინიათ. თუ თქვენი ქვა ბრილიანტია, შეგიძლიათ სცენაზე თამაში სცადოთ.

5.მაისი – ზურმუხტი

ზურმუხტის სახელი მოდის ბერძნული სიტყვიდან „smaragdus”, რაც მწვანეს ნიშნავს და მის ლამაზ, ღრმა მწვანე ან ღია მწვანე ფერს შეესაბამება. ზურმუხტი წარმატების და ახალგაზრდობის სიმბოლოდ ითვლება.

ნათქვამი იყო, რომ ეს ქვა ადამიანს წინასწარმეტყველების ნიჭს აძლევს. ადამიანები ამ ქვით – შემოქმედებითი, მიზანდასახული და მხიარული არიან, რომელთაც კარგად ესმით, თუ რას გრძნობენ ადამიანები.

6.ივნისი – მარგალიტი

მარგალიტი ძვირფასი ქვების დედოფლად ითვლება. ამ ქვის მსგავსად, ივნისში დაბადებული ადამიანები ცხოვრებას ძალიან ემოციურად უყურებენ. მათთვის გულის ტკენა მარტივია, მაგრამ ისინი გამძლეები არიან.

7.ივლისი – ლალი

ძვირფასი ქვის ფესვებად ლალის ქვა ითვლება და ეს ლამაზი, მდიდარი, წითელი ქვა მხიარული და უგუნური ადამიანების სიმბოლოს წარმოადგენს. ივლისში დაბადებულ ადამიანებს სიცილი და თავგადასავლები უყვართ. ისინი იდეალური ლიდერები არიან, რადგან რთული სიტუაციების ადვილად მოგვარება შეუძლიათ.

8.აგვისტო – ქრიზოლითი

ძველი ეგვიპტელები ქრიზოლითს „მზის მარგალიტს“ უწოდებდნენ. ითვლებოდა, რომ ძვირფასი ქვა უაზრო ფიქრებისგან გვიცავს და ბოროტი სულებისგან თავდასაცავად გამოიყენებოდა. აგვისტოს ხალხი მხიარული, იუმორით აღსავსე და მზესავით კაშკაშაა. ისინი წარმოუდგენლად ოპტიმისტებია არიან, მაგრამ საკმაოდ ლოგიკური და რაციონალური აზროვნება აქვთ.

9.სექტემბერი – საფირონი

საფირონის სახელი სპარსული სიტყვა „საფარიდან“ მოდის, რაც ლურჯს ნიშნავს. ეს სამეფო ლურჯი ქვა საქმისადმი ერთგულების სიმბოლოს წარმოადგენს. ამასთან ერთად, სექტემბერში დაბადებულ ადამიანებს მაღალი მოლოდინები და სტანდარტები აქვთ როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვებისთვის, სწორედ ამიტომ ისინი წარმოუდგენლად შრომისმოყვარეები, კრეატიულები და საქმისადმი ერთგულები არიან.

10.ოქტომბერი – ოპალი

ეს ლამაზი ფერადი ქვა ძალიან მრავალფეროვანი პიროვნების ასახვას წარმოადგენს. ასეთი ადამიანები არა მხოლოდ ერთობიან, არამედ აქვთ მომენტები, როცა სიმშვიდე და სიწყნარე სჭირდებათ. მათ ძლიერი ნებისყოფა აქვთ და მიზანდასახულები არიან.

11.ნოემბერი – ტოპაზი

ეს ლამაზი, შამპანურის ფერის ქვა – ჭკვიანი და დამოუკიდებელი ადამიანების ქვაა. ისინი გარშემომყოფებს შთააგონებენ და მოტივაციას აძლევენ. ასევე ადამაინების შექება და მადლიერების გამოხატვა უყვართ.

12.დეკემბერი – ცირკონი

სიტყვა “zircon” არაბული სიტყვებიდან „zar” და “gun” მოდის, რაც ოქროს და ფერს ნიშნავს. ცირკონთან დაკავშირებული მითის მიხედვით, ქვა დაავადებებს კურნავს და დაზიანებას თავიდან აგაცილებთ. დეკემბერში დაბადებულ ადამიანს გარშემომყოფი ადამიანების განწყობის გაუმჯობესება შეუძლიათ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.