ჰოროსკოპი
რომელი წარმატების თილისმა გჭირდებათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შერჩეული თილისმა თქვენი მფარველი და დამხმარე გახდება. უბრალოდ უნდა იცოდეთ, როგორ აირჩიოთ სწორად. 4 ბუნებრივი სტიქიის წარმომადგენლებისთვის, როგორც თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის რეკომენდაციები არსებობს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი თილისმა შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
თილისმები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
თილისმის მოძიებას და ყიდვას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. პირველ რიგში, თქვენი და თქვენი ახლობლის მფარველი სიმბოლო არასწორად არ უნდა შეიძინოთ. მეორეც, შეძენის შემდეგ ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. თუ ამჩნევთ, რომ მოვლენები კარგად არ ვითარდება, სხვა თილისმაზე გადადით.
თითოეულ 4 სტიქიაში სამი ზოდიაქოს ნიშანია გაერთიანებული. ცეცხლოვანი სამკუთხედის ნიშნებია ვერძი, ლომი და მშვილდოსანი. წყლის სტიქიას მიეკუთვნება კირჩხიბი, მორიელი, თევზები. ჰაერის სტიქიას – მერწყული, ტყუპები და სასწორი, ხოლო მიწის სტიქიას – თხის რქა, კურო და ქალწული.
თილისმები ცეცხლოვანი სტიქიის ნიშნებისთვის
ცეცხლოვან ვერძს ოქროს საწმისი იდეალურად უხდება. აუცილებელი არაა ზუსტად ისეთი, მითიური საწმისი. საკმარისია მსგავს მოტივებზე შექმნილი გულსაკიდი ან სამაჯური იპოვოთ. ბზინვარე ლითონის თილისმა აირჩიეთ. ოქრო წაუგებელი ვარიანტია. სხვა ღია, მზესავით მოკაშკაშე ლითონიც გამოგადგებათ. აქსესუარებში კუბური ნაქსოვი ფორმა ან მძივები უნდა ჭარბობდეს. იდეალურია, თუ მძივების რიცხვი 9-ის ჯერადია. ვერძის მფარველი პლანეტაა მარსი. სამკაულებში ნადირობის და ომის მოტივები საინტერესოა.
ოქროსფერ ფაფრიან ლომს ანტიკური თილისმები შეეფერება: მონეტები, ორდენები. სამკაულს მასიური ფორმა უნდა ჰქონდეს. ეს ეხება გულსაკიდს, ბეჭედს, სამაჯურს. სამკაული შეიძლება მსხვილი ქვებით გაფორმებული იყოს. ლომისთვის იდეალური თილისმაა ვარსკვლავის, არწივის ან გედის გამოსახულების კულონი. თეთრი ფერის ლითონს სჯობს თავი აარიდოთ.
მარჯვე მშვილდოსანმა თილისმა საკუთარი საქმიანობის მოტივებზე უნდა შეიძინოს. მას შეიძლება ჰქონდეს მშვილდის, ისრის, ფენიქსის, ხვლიკის ან ვარსკვლავის გამოსახულება. ასევე მშვილდოსანს შეეფერება კალის სამკაულები ტყავის ელემენტებით. წარმატებული ვარიანტია გულსაკიდი ნალის სიმბოლოთი. ეს მშვილდოსანს წარმატებას და ცხოვრებაში სტაბილურობას მოუტანს.
თილისმები ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის
ტყუპების თილისმის მიზანია ხასიათის და პირადი სურვილების ბალანსის შენარჩუნება. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა გასაღები, ვარსკვლავი, ორმაგი ბეჭედი, წყვილი ქვები. არა მხოლოდ ოქროს და ვერცხლის, არამედ სხვა, ღია ფერის ლითონის სამკაულს ყურადღება მიაქციეთ. რაიმე ნივთის (სტატუეტი, ბრელოკი, საწერი ინსტრუმენტი) მსგავსი თილისმა აუცილებლად წყვილი უნდა იყოს.
ჰაეროვან მერწყულს არასტანდარტული თილისმები გამოადგება. მაგალითად, გულსაკიდი ან სამაჯური ფაიფურის და მინის ელემენტებით. თუ სტატუეტს ან ფიგურას უპირატესობას ანიჭებთ, აირჩიეთ დოქი, ანგელოზი, გასაღები, ფრინველის ფრთები. ასეთი აქსესუარი ზღვის ტალღის, ჰაერის, ოკეანის ქაფის ფერი უნდა იყოს.
ცნობისმოყვარე სასწორს ურჩევენ, რომ ყურადღება ღია ლითონის თილისმებზე გაამახვილონ. მათ გამოადგებათ სამკაული ან სიმბოლო წიგნის, გულის, ყვავილის და პეპლის ფორმებში. ასევე კარგია სასწორის ნიშანი გულსაკიდზე ან სამაჯურზე. ეს დიპლომატიური და უკონფლიქტო ნიშანია, ამიტომ შეგიძლიათ აირჩიოთ ვერცხლის თილისმა, ქვებს შორის – ტურმალინი ან ოპალი.
თილისმები წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მშვიდ კირჩხიბს ბუს, გულის, ყვავილის, ნიჟარის და ზღვის ვარსკვლავის ფიგურა–სიმბოლოები შეეფერება. იდეალური ვარიანტია ბროლის და მთვარის ქვისგან დამზადებული სამკაულები, ასევე მთვარის ფორმის მძივები და გულსაკიდები. კირჩხიბს ხომ ეს ზეციური სხეული მფარველობს. თილისმის სახით კატის ფორმის ფიგურა ან სტატუეტი გამოგადგებათ, რადგან მთვარე ამ პატარა ცხოველის მფარველიცაა.
მეოცნებე თევზებმა თავისი სტიქიის თემატური თილისმა უნდა აირჩიოს. თევზის, ზღვის ვარსკვლავის, დელფინის, ნიჟარის და ნავის ფორმის აქსესუარი ან ფიგურა გამოგადგებათ. ეგზოტიკური არომანათურა სახლის თილისმისთვის საინტერესო გადაწყვეტილებაა. საიუველირო ნაწარმებს შორის უპირატესობა მიანიჭეთ ოქროს სამკაულებს მარგალიტის, აკვამარინის ან ქრიზოლიტის ელემენტებით. თილისმის ფერი ზღვის პალიტრიდან უნდა იყოს.
იდუმალმა და ფეთქებადმა მორიელმა მისი მსგავსი თილისმა უნდა აირჩიოს. მაგალითად, მორიელის, ბაყაყის, ობობის ან წმინდა ხოჭოს მსგავსი ფიგურა. ძვირფას ქვებს შორის უპირატესობა მიანიჭეთ ძოწს, შავ ოპალს და ჰემატიტს. უჩვეულო გულსაკიდი ნიშით შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. გარდა ამისა, მორიელს შეუძლია საკუთარი თილისმა დამოუკიდებლად იპოვოს. საკმარისია, რომელიმე ნივთის მიმართ უჩვეულო მიზიდულობა იგრძნოს.
თილისმები მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კუროს იდეალურ თილისმას საინტერესო ჩუქურთმა ან წვნა აქვს, ღია და ბზინვარე ქვებით გაფორმებულია და შეიძლება საიდუმლო ნიშას მალავდეს. პრაგმატულ კუროს მის მსგავს თილისმას ურჩევენ: ბუ, ხარი, სპილო. აქსესუარებში ან სახლის ჭურჭელში ხის, ქსოვილის და სპილენძის ელემენტების კომბინაცია საინტერესოდ გამოიყურება. კუროს სახლისთვის წარმატებული თილისმაა სარკე ან სურათი საინტერესო ჩარჩოთი.
ნამდვილ პედანტს, ქალწულს შეეფერება სამკაულები ყვავილების მოტივებით, ასევე ლამაზი მწერების ფიგურები. მაგალითად, პეპელა, ჭრიჭინა, კუტკალია. მას რომაული ღმერთი მერკური მფარველობს – მოგებას იზიდავს, ვაჭრობას ხელს უწყობს. ქალწულის სახლს კერამიკის, თიხის ან ხის თილისმები დაამშვენებს. ძვირფას ქვებშ შორის ქრიზოლიტი ან იასპი აირჩიეთ.
მტკიცე და ჯიუტ თხის რქას ცხოველის გამოსახულების თილისმა სჭირდება. ეს შეიძლება იყოს შავი კატა, კუ, ბაყაყი. თხის რქის მფარველი პლანეტაა სატურნი. კლდესავით ურყევ თხის რქას ენერგეტიკული მხარდაჭერა სჭირდება. ამაში ძოწი და ონიქსი დაგეხმარებათ. სახლისთვის ლამაზი თილისმა შეიძლება გახდეს ანტიკვარული ჭურჭელი, ლარნაკი ან სურათი.
საუკეთესო არჩევანი
იდეალური ვარიანტია ის თილისმა, რომელიც თქვენს გულს წამებში დაიპყრობს. სწორედ ესაა თილისმის არსი. ის უნდა მოგწონდეთ, მასზე ყურება უნდა გინდოდეთ. ალბათ, სწორედ ამიტომ, თილისმის როლს ხშირად ასრულებს ძვირფასეულობა და ნატურალური მინერალები. მათ საკუთარი განსაკუთრებული ძალა აქვთ, რომელთაც მფლობელებს უზიარებენ.