ყვავილები
რომელი ყვავილები დავრგოთ აგარაკზე წელს? მებაღეების რეიტინგი
ყვავილები შეგიძლიათ დავყოთ სამ ჯგუფად: ერთწლიანი, მრავალწლიანი და ორწლიანი. ყოველ წელს დარგვით რომ არ დაკავდეთ, სჯობს ყვავილების კლუმბზე ორ- და მრავალწლიანი მცენარეები დარგოთ. ერთწლიანი მცენარე დამატების სახით დარგეთ, ცარიელი სივრცე შეავსეთ და ამით ყველაზე კაშკაშა ფერები და განწყობა შექმენით. გთავაზობთ უპრეტენზიო, მაგრამ ეფექტური ყვავილების სიას, რომელიც ძალიან დიდხანს იყვავილებს და მათ მოსავლელად კვირაში რამდენიმე საათიც საკმარისი იქნება.
ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ – ზოგჯერ ბალახი მოაშორეთ, დამჭკნარი თავები მოაჭერით, ღეროები დააბით და მორწყეთ, როცა წვიმები არ იქნება.
1. ბაღის არჯაკელი
ბაღის არჯაკელი მრავალწლიანი მცენარეა, მაგრამ ზომიერ კონტინენტურ კლიმატში ერთწლიანი მცენარის სახით იზრდება. არჯაკელი შექმნილია იმისთვის, რომ სხვადასხვა ბაღის კონსტრუქციას (ტალავერი, ღობე, თაღი და სხვადასხვა საყრდენი კედელი) მიემაგროს. ივნისიდან სიცივის დადგომამდე ყვავილობს. ნაზი არომატი და ლამაზი ფერები აქვს. ღია, მზიანი ადგილი და ნეიტრალური მჟავე ნიადაგი ურჩევნია. დარგვის წინ თესლი 1 დღით წყალში ჩაალბეთ. როცა თესლს ნიადაგში ჩარგავთ, კალიუმის სასუქი გრანულებში დაუმატეთ.
2. კოსმეი
კოსმეის დასარგავად სჭირდება მზიანი ადგილი, უხვი მორწყვა და ქვიშა, რომელსაც მიწას უმატებენ. თუ ყვავილებს ერთმანეთთან ძალიან ახლოს დარგავთ, ისინი გადაიხლართებიან და ერთმანეთს ხელს შეუშლიან. სწორედ ამიტომ, ოპტიმალური დაშორება მინიმუმ 45 სმ უნდა იყოს. 4 კვირის შემდეგ საყრდენი ჯოხები მიწაში ჩაარჭეთ და რგულარულად მიმაგრება არ დაგავიწყდეთ, რომ კოსმეიმ დიდხანს იყვავილოს.
მცენარის გამოსაკვებად მის ირგვლივ 2 სმ სისქის მულჩის ფენა დააფინეთ.
კოსმეი შეგიძლიათ ყვავილების ქოთანში დარგოთ, რომ კიბეები, ვერანდა ან პატიო მორთოთ. ამ შემთხვევაში დაბალი სახეობა გამოგადგებათ, რომელიც შეგიძლიათ ფლოქსთან ან ოსტეოსპერმუმთან კომბინაციაში გამოიყენოთ.
3. ხანჭკოლა
იდეალური მრავალწლიანი მცენარე ბაღისთვის, რომელსაც მოვლა საერთოდ არ სჭირდება. მცენარე თითქმის 4000 წლის წინ გაჩნდა და პარკოსანთა ოჯახს მიეკუთვნება. ხანჭკოლა მაისიდან ივნისამდე ყვავის. თუ დამჭკნარ თავებს მოაჭრით, შეიძლება აგვისტოში განმეორებით აყვავილდეს. ხანჭკოლა ღია, მზიან ადგილას კარგად იზრდება და ზოგჯერ 2 მ სიმაღლეს აღწევს.
საინტერესოა, რომ ზოგიერთი გამოყვანილი სახეობა თვისებას მხოლოდ პირველი წელი ინარჩუნებს. მაგალითად, თუ ყვითელი ან ვარდისფერი ხანჭკოლა შეიძინეთ, პირველ სეზონზე მათ ფერადი შეფერილობა ექნებათ, მეორე სეზონზე კი ბუნებრივ ცისფერს დაუბრუნდება.
ხანჭკოლას ისეთივე თვისებები აქვს, როგორც ბარდას ან ლობიოს.
ის ნიადაგს თავისი ფესვებით არბილებს და ღირებულ სასუქს წარმოადგენს. ხანჭკოლას შემდეგ ნიადაგში ნებისმიერი რამ გაიზრდება. ყვავილი ნიადაგში საკმარისი რაოდენობის სასარგებლო ნივთიერებას ტოვებს. მისი ღერო და ფოთლები მულჩის სახით იდეალურად გამოგადგებათ.
4. კვირისტავა
ლამაზი ყვავილები საზღვრების შესაქმნელად იდეალურია და ფლოქსთან კომბინაციაში იდეალურად გამოიყურება. გარკვეული სახეობა არანაირ დამატებით ყურადღებას და ზრუნვას არ საჭიროებს, ქარით არ ტყდება და შესანიშნავად უძლებს როგორც ცივ და წვიამინ ამინდს, ასევე გვალვას. შუა მაისში რგავენ, ზემოდან ცელოფანს ან უნაჭრო მასალას აფარებენ. ყვავილს ნეიტრალური და კარგი დრენაჟის მქონე ნიადაგი უყვარს, ივლისიდან გვიან შემოდგომამდე ყვავის.
5. ალისუმი
მარტივად მოსავლელი ყვავილი, რომელსაც ნიადაგში თესლით რგავენ, ძალიან პოპულარულია მებაღეებს შორის, რადგან უხვად ყვავილობს და სასიამოვნო თაფლის არომატს აფრქვევს. ნიადაგის დამფარავი მცენარე ივნისიდან ყინვების დაწყებამდე თვალს გაგიხარებთ. ალისუმი სქელ, კომპაქტურ ბუჩქს ქმნის, ამიტომ მოსასზღვრე ადგილისთვის და ალპური მთებისთვის იდეალურია. მას განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და ერთ-ერთ ყველაზე უპრეტენზიო მცენარედ ითვლება. თუმცა ჭარბი ტენი და უხვად გამოკვება არ უყვარს.
ტკბილი თაფლის არომატის წყალობით ალისუმი თქვენს ნაკვეთზე ფუტკრებს მოიზიდავს.
6. ფლოქსი
გასაოცარი ყვავილი ნაზი არომატით, რომელიც ნაყოფიერ, ოდნავ ტენიან ნიადაგში თავს ძალიან კარგად გრძნობს. ფლოქსის დარგვის დროს მთავარი შეცდომა – ღრმად ჩარგვა, რის გამოც მცენარე თავს ცუდად გრძნობს და ავადდება. ფლოქსს რეგულარული მორწყვა და გამოკვება უყვარს. მაისში აზოტის სასუქით, ივლისში – კალიუმით, აგვისტო/სექტემბერში კი ფოსფორით გამოკვებეთ. ფლოქსი წიწვოვანი მცენარეების ფონზე იდეალურად გამოიყურება, ამიტომ შეგიძლიათ ტუიას და ღვიას გვერდით დარგოთ.
7. ზიზილა
ყვავილი უპრეტენზიობით გამოირჩევა, მზე და წყალი უყვარს. გაყიდვაში ძალიან ბევრი ფერის ზიზილას იპოვით, მაგრამ გაზონებში ჩარგული თეთრი და წითელი ზიზილა განსაკუთრებით ლამაზია. მცენარე ყინვაგამძლედ ითვლება და აპრილიდან შემოდგომამდე ყვავის. ნებისმიერ ნიადაგში კარგად იზრდება. მზე უყვარს, მაგრამ ჩრდილშიც თავს კარგად გრძნობს. მცენარეს ღია ნიადაგში რგავენ და 7-10 დღეში უკვე აღმოცენდება.
8. ბალბიფოთოლა
იგივე ნემსიწვერა, რომელიც შეგიძლიათ ბაღის გზაზე დარგოთ და სწრაფად მზარდი სახეობები შეარჩიოთ სახეობები. ნემსიწვერას შეიძლება ვარდის ნაზი არომატი, ლიმონი-ფორთოხლის ან კარამელის მსგავსი არომატი ჰქონდეს. მცენარის ფოთლებს ჩაის მოსადუღებლად იყენებენ და ნაყინსაც უმატებენ. თუ ნემსიწვერას მარწყვის, ჟოლოს კენკრას შორის დარგავთ, მავნებლებს მოგაშორებთ.
9. მთვარის ყვავილი
ძალიან ლამაზი ორწლიანი მცენარე, რომელიც უკვე გაზაფხულზე ყვავილობას იწყებს. ყვავილის ფურცლები დიდი, როგორც წესი, იისფერია, მაგრამ თეთრიც გვხვდება. მცენარე უპრეტენზიოა, ხოლო სახელი შემოდგომაზე მომწიფებული ნაყოფის გამო მიიღო, რომლის ფორმაც მთვარეს ჰგავს. ითვლება, რომ მთვარის ყვავილის ტოტს ნაყოფთან ერთად სახლში დადებთ, ის ფულის თილისმა გახდება და სახლში ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.