Connect with us

ჰოროსკოპი

რომელი სტიქიური უბედურება ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? გაიგეთ თქვენი რისხვის მიზეზი.

რომელი სტიქიური უბედურება ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? გაიგეთ თქვენი რისხვის მიზეზი.

ოდესმე გიკითხავთ საკუთარი თავისთვის, რატომ კარგავთ მოთმინებას ხშირად და წყობილებიდან გამოდიხართ? ერთხელ მაინც ამაზე უნდა დაფიქრებულიყავით. ნახეთ, რომელ სტიქიურ უბედურებას შეიძლება შევადაროთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის რისხვა.

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

ვერძი ვულკანია. როგორც ვულკანი ნებისმიერ მომენტში შეიძლება ამოიფრქვას, მისი საქციელის პროგნოზირება შეუძლებელია. როცა ამ ნიშნის წარმომადგენელი ბრაზდება, ირგვლივ ყველაფრის განადგურებას უნდა ველოდეთ.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

კურო ცდილობს პრობლემურ სიტუაციაში არ მოხვდეს. მიუხედავად ამისა, თუ მათ მოთმინების გამოცდას ან დარტყმაზე დარტყმით პასუხს აიძულებთ – სწრაფად გაიქეცით, რადგან მისი რეაქცია მიწისძვრის მსგავსი იქნება.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

ტყუპები ქვიშიან ქარიშხალს ჰგვანან. ამ ნიშნის წარმომადგენელი ძალიან სწრაფია და მისი დაჭერა ან გაკონტროლება შეუძლებელია. ის იმდენად ძლიერია, რომ გაბრაზების დროს განადგურების თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

კირჩხიბი საკმაოდ უვნებელია, თუ მას არ შეეხებით. თუ ოდესმე გზას გადაუჭრით, გააცნობიერებთ, რომ მისი ძალა შეიძლება ძლიერ ტალღას შევადაროთ, რომელსაც თქვენი გაქრობა შეუძლია.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

ლომი ძალიან საშიში შეიძლება იყოს, თუ მას გააბრაზებთ. ამ ნიშნის წარმომადგენელი იშვიათად ბრაზდება, მაგრამ როცა ასე ხდება, შეიძლება ხანძარს შევადაროთ. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდება და მიყენებული ზარალი იმდენად დიდი იქნება, რომ სანამ ამის გაცნობიერებას მოასწრებთ, მთელი ტყე გადაიწვება.

ქალწული (23 აგვისტო – 23 სექტემბერი)

ქალწულის რეაქცია შეიძლება ზვავს შევადაროთ, თუ მას ნებით თუ უნებლიეთ ვაწყენინებთ. ამ ძალის დახმარებით გზაზე ნებისმიერ დაბრკოლებას იშორებს და ყოველთვის გამარჯვებული გამოდის.

სასწორი (24 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

სასწორი ტროპიკულ მუსონს ჰგავს. როცა ამ ნიშნის წარმომადგენელი გაბრაზებულია, ის ძალიან არაპროგნოზირებადი ხდება. თუ მოულოდნელად თავდასხმას, ან ნელ-ნელა თქვენს დატანჯვას გადაწყვეტს, თქვენ ვერაფერს მიხვდებით. სასწორმა შესანიშნავად იცის, ქარიშხლის წინ სიმშვიდე როგორ შექმნას.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

მორიელი ჭექა-ქუხილია. თუ მას აწყენინებთ ან გულს გაუტეხავთ, ის ისეთივე ძლიერი და დამანგრეველი ხდება, როგორც ეს სტიქიური უბედურება.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

მშვილდოსანი მშვიდი და თავშეკავებული შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ გააბრაზებთ პრობლემები გექნებათ. მათი ბრაზი ტორნადოს ჰგავს, ამიტომ გაბრაზებული მშვილდოსნისგან თავი შორს დაიკავეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

ჩვეულებრივ, თხის რქა ძალიან კეთილია, თუმცა ღალატს ვერ იტანს. ეს მათ ცივი მხარის გამოვლენას აიძულებს. ამ მიზეზით თხის რქა შეიძლება ქარბუქს შევადაროთ. გამჭოლი სიცივე კბილების კრაჭუნს დაგაწყებინებთ.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

მერწყული საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაკეტილია და ეს ცნობილი ფაქტია. გაბრაზებული მერწყული არაპროგნოზირებადი და სახიფათოა, რაც შეიძლება ასტეროიდს შევადაროთ.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

თევზები თავისი ემოციურობით ცნობილები არიან. ისინი იმდენად ემოციურები არიან, რომ გაბრაზების შემთხვევაში შეიძლება წყალდიდობას შევადაროთ. ამ სტიქიური მოვლენის მსგავსად, თევზები გზაზე ყველაფერს ანადგურებენ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად ემთხვევა ეს აღწერა თქვენს ხასიათს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.