Connect with us

ჰოროსკოპი

რომელი მტაცებელი ხართ ჰოროსკოპის მიხედვით

ქალებს ხშირად მტაცებლებს უწოდებენ, მაგრამ ამასთან არ აზუსტებენ, თუ რომელ მტაცებლებს გულისხმობენ. Alltime-ს რედაქციამ ამ საკითხის გარკვევა გადაწყვიტა. ნახეთ, რომელი მტაცებელი ხართ ჰოროსკოპის მიხედვით.

თხის რქა – ძაღლი

ძაღლი ადამიანის მეგობარი საერთოდ არაა. ზოგი ირწმუნება, რომ ძაღლი ადამიანის მსახურია, მაგრამ ეს აღმაშფოთებელი სისულელეა. ამ საოცარი მტაცებლის გარეშე კაცობრიობა დიდი ხნის წინ ევოლუციის ბობოქარ ზღვაში დაიხრჩობოდა. ახლა ჩვენ დომინანტი სახეობები ვართ და გვგონია, რომ ძაღლი უბრალოდ ყველაზე ერთგული შინაური ცხოველია. არადა ძაღლი ჩვენს პირად მფარველ ანგელოზად ჩნდება: ის ერთადერთი ცხოველია, რომელიც მზადაა ადამიანის გადასარჩენად თვითგადარჩენის ინსტინქტი (და ყველა სხვა ინსტინქტიც) უგულებელყოფს. სწორედ ის ეცდება მოძებნოს ადამიანი ნანგრევების ქვეშ, თუნდაც სიცოცხლის ფასად, ის უტევს შეიარაღებულ ადამიანს,  ეხმარება უსინათლოს ქუჩაში და აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანს რეალურ სამყაროში აბრუნებს. იმიტომ, რომ ვალდებულია. ქალი თხის რქის მთავარი სიტყვაც მოვალეობაა. ყოველ შემთხვევაში, სხვებს ასე ეჩვენებათ. სინამდვილეში მისი მთავარი სიტყვა სიყვარულია. ქალი თხის რქა ვალდებულად თვლის, რომ იზრუნოს მათთზე, ვინც უყვარს. თუ გაინტერესებთ, რა ემართება მათ, ვინც არ უყვარს, სჯობს ძაღლებზე ივარჯიშოთ. მაგალითად, დაბმული ნაგაზი გამოაჯავრეთ და გაიგეთ, რას ნიშნავს თხის რქის გაბრაზება. თუ, რა თქმა უნდა, გადაურჩებით.

მერწყული – ქრცვინი

არ გვესმის, რატომ დაარქვეს ამ საოცარ ქმნილებას ასეთი არაკეთილსინდისიერი სახელი – ქრცვინი, არადა მის უახლოეს ნათესავს დედოფალას უწოდებენ. მაგრამ დედოფალა ძალიან გარეული ცხოველია, ხოლო ქრცვინი – შინაური, ისეთი, როგორც მერწყული. იმ გაგებით, თუ მზად ხართ, რომ სრული სიმშვიდის და ნეტარების ფონზე მოულოდნელად სადღაც ჯიბის ატომური ბომბი აფეთქდება, მაშინ ქრცვინი თამამად იქონიეთ ან ცხოვრება ქალ მერწყულს დაუკავშირეთ. ორივეს მთავარი თვისებებია – მოულოდნელობა და სისწრაფე. ქრცვინის შეტევის დანახვა ადამიანს თვალს არ შეუძლია: პატარა მტაცებელი ძალიან სწრაფია. ახლახანს მშვიდად მზეზე იწვა და უკვე უსიცოცხლო მსხვერპლი მიწაზე დააგდო. შეუძლებელია დაინახოთ ზუსტად როდის და როგორ მოხდა მკვლელობა, სამაგიეროდ შეგიძლიათ თავი მოაჩვენოთ, რომ არაფერი დაგინახავთ. ეს ქალ მერწყულთან ურთიერთობაში საუკეთესო ტაქტიკაა. მთელი გადარჩებით.

თევზები – წითური მელა

დახვეწილი, მოგრძო სხეული, დიდებული, ფუმფულა კუდი და მიმზიდველი სახე – ეს მელაა, ემშაკობის და მზაკვრობის სიმბოლო. მელა იმდენად ლამაზია, რომ მალე კატებს და ენოტებს „ინტერნეტის ყველაზე საყვარელი არსების“ თასს ჩამოართმევენ. მელას მოთვინიერება და სახლში ყოლაც კი დაიწყეს. სიმართლე გითხრათ, ეს კარგი არაფრით მთავრდება, როგორც ქალ თევზთან. თევზები ძალიან მიმზიდველია და თავის წარმოჩენა შეუძლია. ის ჭკვიანი და ემშაკი, ნამდვილი მზაკვარი და მსახიობია. არ დაიჯეროთ, რომ მისი მოთვინიერება შესაძლებელია – და გაქრა კალაბუხოვსკის სახლი. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ამიერიდან მთელი ცხოვრება ამ პატარა ოქროსფერი მტაცებლის სურვილებზე იქნება დამოკიდებული. გინდა თუ არა,  თევზი არ გეკითხებათ.

ვერძი – ენოტი

სანაძლეოს დავდებ, არ იცოდით, რომ ენოტი მტაცებელია. ის ხომ ასეთი საყვარელია! მას ხომ ასეთი პატარა ხელები აქვს! ასეთი თვალები, ენოტი ყველას უყვარს, ინტერნეტში. სიმართლე გითხრათ, ნაკლებად სასიამოვნოა, თუ ენოტის ყურადღების ობიექტი გახდებით: ენოტს არც ადამიანების, არც მელოტი ეშმაკის არ ეშინია, როგორც ქალ ვერძს, რომელიც, სინამდვილეში, ძალიან, ძალიან საყვარელია, სანამ ნადირობას დაიწყებს. თქვენ ხომ იცით, რატომ ლოკავს ენოტი თავის საჭმელს მუდმივად? არა, არა იმიტომ, რომ სუფთა ვაშლის ჭამა უფრო სასიამოვნოა, არამედ იმიტომ, რომ მსხვერპლი დახრჩობისას ფართხალს წყვეტს. მოკლედ, მიხვდით, ხო? ქალ ვერძს არ უყვარს, როცა ვინმე უსაქმოდ ფართხალებს, ისე ძალიან საყვარელია. თუ რა თქმა უნდა, მოგწონთ, როცა ვინმე თავზე გაჯდებათ, რადგან ასე თქვენი კარადიდან თქვენივე ჯემის აღება უფრო მოსახერხებელია.

კურო – დათვი

დათვი ყველაზე საპირისპირო მითების განსახიერებაა: ერთი მხრივ, დათვი კოსოლაპი, სასაცილო გიგანტი, თაფლის მოყვარული და ზოგადად ვინი პუჰი. მეორე მხრივ, ტყის მძვინვარე მცველი, რომელთან შეხვედრა სიკვდილს თუ არა შარვლის შეცვლას ნამდვილად გპირდებათ. და ვინ არის სინამდვილეში? ქალ კუროს შეხედეთ და ყველაფერს მიხვდებით. ის ნამდვილი ძუ დათვია: განმარტოებით ყოფნა და ამავდროულად რაღაც სასიამოვნოს გაკეთება უყვარს. მაგალითად, თევზის დაჭერა ან კენკრის მოკრეფა. პირდაპირ გეტყვით, ხალხი არ უყვარს: დადიან აქ, ყველანაირი! თუ არასწორ დროს მიხვალთ, შეიძლება ქალმა კურომ გაგლიჯოს: ცხელ ხელში მოულოდნელად მოხვედრა არაფერია!  მეორე მხრივ, თუ პირაღმა ქოხს ააშენებთ და გარეთ ცხვირს არ გამოყოფთ, ეცდება სახლი გააღოს და დაათვალიეროს, თუ ვინ იმალება შიგნით: იქნებ, რამე გემრიელობა აქვთ? მოკლედ, ქალ კუროსთან ურთიერთობის იდეალური რეცეპტი იგივეა, როგორც დათვთან შეხვედრისას უსაფრთხოების ტექნიკა: ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციაში თავი მოაჩვენეთ ვითომ მკვდარი ხართ.

ტყუპები – ბარხანის კატა

ბარხანის, იგივე უდაბნოს კატა შინაურ კატას ჰგავს, რომლის პორტრეტის ქვეშ „ფოტოშოპში“ კარგად იმუშავეს: ჩვენ გვჭირდება მეტი მომხიბვლელობა, უფრო მეტი, მეტი! ეს მტაცებელი ნამდვილი მშვენიერებაა, კნუტის სანუკვარი ოცნების განსახიერებაა: თითქოსდა არასდროს იზრდება, რადგან ყოველთვის კნუტივით გამოიყურება. ამასთან, ბარხანის კატა არავის უნახავს, მხოლოდ მათ, ვინც ფოტოზე დიდხანს ნადირობდა: ეს ცხოველი ყველაზე მშრალ, უკაცრიელ ადგილებში სახლდება და ხალხთან ურთიერთობას გაურბის. ქალ ტყუპებსაც თავის შინაგან მონღოლეთში გაქცევა უყვარს, რომელიც გარედან უსიცოცხლო უდაბნოს ჰგავს. სინამდვილეში, მისი შინაგანი სამყარო ნამდვილი მეგაპოლისია. ის მჭიდროდ დასახლებულია. მართალია, აქ, გადარჩენა მხოლოდ ქალ ტყუპებს შეუძლია, რომელიც, როგორც ბარხანის კატა, მზადაა დიდი ხნით წყალზე უარი თქვას. და რა საჭიროა წყალი, როცა შეიძლება მსხვერპლის სისხლის დალევა?

კირჩხიბი – ლომი

დიახ, დიახ, ძუ ლომი არა ქალი ლომი, არამედ ქალი კირჩხიბია. შეგიმჩნევიათ, რამდენად ძლიერ განსხვავდება ძუ ლომი ხვადისგან? აი, ასე ქალი კირჩხიბი ყოველთვის გოგო–გოგონაა: მას სჭირდება ნამდვილი მამაკაცი, რომელიც შორიდან ჩანს. ამავდროულად, ამ მამაკაცს შეუძლია თითქმის არაფერი გააკეთოს: ქალი კირჩხიბი ნამდვილი ძუ ლომია, რომელიც ორივეზე თავად იზრუნებს: ნადავლს დაიჭერს, ბავშვებს აღზრდის და პრაიდში წესრიგს დაამყარებს. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ქალი კირჩხიბი სუსტი ნებისყოფის მსხვერპლია, რომელიც მამაკაცს ბატონივით უყურებს. რა თქმა უნდა, ძუ ლომი ხვადს აჭმევს და მასზე ზრუნავს, მაგრამ მანამ, სანამ ის სწორი ლომია. არასწორ ლომს კი რა შეუძლია გააკეთოს მთელი პრაიდის წინააღმდეგ? მართალია, ვერაფერს გახდება. ქალი კირჩხიბის ერთგული მეგობრები და ახლო ნათესავები ნაძირალას ისე დანაყავენ, რომ სველი ადგილი არ დარჩება.

ლომი – სახლის კატა

ულამაზესი მტაცებელი. შეგიმჩნევიათ, რომ ბოლო დროს კატა კვლავ ღვთაებად იქცა? ხალხი მას ეხმარება, ყოველდღე მის სურათებს აქვეყნებენ. მოკლედ, კატა რომ ღვთაებაა უდავო ფაქტია. ხოლო ქალი ლომი – ქალღმერთი, ესეც უდავო ფაქტია. კატასავით მტაცებელია, არა, არა, რა თქმა უნდა, მკვლელია, თან სასტიკი მკვლელი – კატასავით სხვა არავინ არ ტანჯავს თავის მსხვერპლს დიდხანს და მტანჯველად, სანამ მოკლავს. თუმცა, თუ მოკვლის აუცილებლობა არაა (ანუ ვიღაც პრემიუმ ხარისხის საკვებს ლამაზ თასში უყრის) არ დაიძაბება და არ გააკეთებს. უბრალოდ დივანზე ლამაზად წამოწვება მილიონი მოწონების მოლოდინში.

ქალწული – მგელი

ანდაზის საწინააღმდეგოდ, მგელს თავისი ფეხები არ აჭმევს პურს. მგელს გონება აჭმევს. ალფა წყვილის კოლექტიური გონება, ხროვის წინამძღოლები. ჭეშმარიტების წინააღმდეგ არ შევცოდავთ, თუ ვიტყვით, რომ ამ წყვილში მთავარია ძუ მგელი. ის, როგორც ხროვის ყველაზე ჭკვიანი არსება, საერთო კეთილდღეობაზე ზრუნავს. „ხროვამ“ ზუსტად იცის, რომ გაჭირვების დროს ბრძნული სიტყვის იმედი შეუძლია ჰქონდეს. თუ, რა თქმა უნდა, ქალწულთან ერთი სისხლი გაქვთ, თუ არა – ნუ დამადანაშაულებთ. ქალწული ტყუილად არავის და არასდროს არ ესხმის თავს, მას ურჩევნია ჩამოგშორდეს, თან ისე, რომ ვერავინ მიხვდება, რომ საშიში მტაცებლიდან ორ ნაბიჯში იყო. გახსოვდეთ: თუ ხროვა მძიმე პერიოდს განიცდის, ქალწულმა შეიძლება საჭმელად ვარგისად ჩაგთვალოს და მოგკლას. როგორც ამბობენ, არაფერი პირადული.

სასწორი – პანდა

მოულოდნელად, დიდი პანდაც მტაცებელია, როგორც ყველა დანარჩენი დათვი, თან მსოფლიოში ერთადერთი ვეგეტარიანელი მტაცებელი. ის ჭამს კვერცხს, პატარა ცხოველებს, ფრინველებს, მაგრამ მელანქოლიურად ბამბუკის ღეჭვა ურჩევნია. ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ პანდა მცენარეულ დიეტაზე გადავიდა, რადგან მათში გამრავლების და ნაშიერის ყოლის პროცესი ძალიან რთულია და ნადირობის შესაძლებლობას ართმევს. ვფიქრობთ, რომ საყვარელი პანდა ნამდვილი ბუდაა და უბრალოდ ბოროტების გამრავლება არ სურს. როგორც ქალი სასწორი, რომელიც პანდასავით მტაცებელია. სასწორი არავის და არასდროს აუცილებლობის გარეშე თავს არ ესხმის. აუცილებლობის დროსაც ჯერ ბამბუკს დაღეჭავს და დაფიქრდება, ეს სჭირდება თუ არა? სწორედ ამიტომ, ქალი სასწორი ყველას უყვარს, როგორც პანდა.

მორიელი – ვეფხვი

ყველაზე იდუმალი და ყველაზე სახიფათო დიდი კატა. ვეფხვი ადამიანებს ყველაზე ხშირად თავს ესხმის. მეცნიერებმა ამ ქცევის მიზეზი დღემდე ვერ დაადგინეს. თუ მოხუც და ავადმყოფ ვეფხვებთან ყველაფერი გასაგებია, მაშინ, გაუგებარია, რა ამოძრავებს ახალგაზრდა ვეფხვს. რა თქმა უნდა, ადამიანი ვეფხვის წინაშე უძლურია, მაგრამ ზოლიანი კატის სრულყოფილი სადილი სხვაგვარად უნდა გამოიყურებოდეს. ყურადღება, კითხვა: ვინმემ იცის, რა ამოძრავებს ქალ მორიელს, როცა კაცობრიობის წარმომადგენლებს მეტაფიზიკურ ნაწლავებს უღებს. იმ გაგებით, რატომ ჭამს სადილზე ვინმეს გულს? ეს მეცნიერებისთვის უცნობია. ვეფხვისგან განსხვავებით ქალ მორიელს შეგიძლიათ ამის შესახებ შეეკითხოთ, მაგრამ პასუხი მხოლოდ დაგაბნევთ. წარმოიდგინეთ, მისთვის ჯერ კიდევ უგემურია. თუ, რა თქმა უნდა, რაიმე განსაკუთრებით ღირებული გული არ შეხვდება.

მშვილდოსანი – ცელნამგალა ვეშაპი

ზღვის ძუძუმწოვართა გვარის ერთადერთი წარმომადგენელი ჩვენს ჰოროსკოპში! მაგრამ როგორი! მისი სახელი ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც „მკვლელი ვეშაპი“, შესანიშნავი მკვლელი, გენიალური. ცელნამგალა ვეშაპი წარმოუდგენლად ჭკვიანი, ნამდვილი სტრატეგი და ტაქტიკოსია. ისე ნადირობს, რომ მიწიერ გენერლებს შეუძლიათ გავიდნენ და ნერვიულად მოწიონ. მისი მთავარი საიდუმლო, რომელიც ჯერ ვერ ამოიცნეს, ადამიანთან ურთიერთობაა. ადამიანს თავს არასდროს ესხმის. უფრო ზუსტად, თავს ესხმის მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ დაიჭერთ, დელფინარიუმში გამოკეტავთ და ილეთების შესრულებას აიძულებთ – ადრე თუ გვიან, ასე თუ ისე, მაგრამ თავის დამატყვევებლებზე შურს მაინც იძიებს. აი, თავისუფალი ვეშაპი ადამიანებთან დიდი სიამოვნებით ურთიერთობს და თავის ნაშიერებს გვაჩვენებს. მთელი ისტორიის განმავლობაში ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა, რომ ცელნამგალა ვეშაპი ადამიანს თავს დაესხა. ვეჭვობთ, რომ საქმე პრინციპშია: ცელნამგალა ვეშაპი კეთილშობილია, როგორც ქალი მშვილდოსანი. ისიც თავს არასდროს ესხმის მათ, ვინც სუსტია. თუ, რა თქმა უნდა, ამ სუსტებს ზედმეტი არ მოუვათ, მაშინ ბოდიში.