Connect with us

ჰოროსკოპი

რომელი ზოდიაქოს ნიშანი იზიდავს ქალურ ბედნიერებას მაგნიტივით. თებერვლის პროგნოზი

„თებერვალი – გარკვეული ცვლილებების და ახალი დოგმების თვეა!“ – ამბობენ ეზოთერიკოსები. ამ ცივმა, მაგრამ ლამაზმა დღეებმა სიხარული და სითბო რომ მოგიტანოთ, ანჯელა პერლის 2021 წლის ტარო პროგნოზს გაეცანით. მისი რჩევები უკვე ბევრს დაეხმარა.

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ 2021 წლის თებერვლის პროგნოზს ანჯელა პერლისგან. ყველაფერი სიყვარულის, ჯანმრთელობის და კარიერის შესახებ.

ვერძი

თებერვალი ყოველმხრივ წარმატებული თვეა. კარგი პერიოდია, რომ აქტიურად იმოქმედოთ და ცვლილებები განახორციელოთ. ასევე შესანიშნავი დროა ვინმეს შესაყვარებლად.

ბევრი ვერძი ამ თვეში დაქორწინდება, რაც წარმატებულ და ბედნიერ კავშირს გპირდებათ. ასევე თებერვალში ვერძი მიხვდება, თუ რომელი მიმართულებით იმოძრაოთ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ, საფულე ფულით სავსე იქნება!

კურო

თებერვალში სწავლა შემოსავალს მოგიტანთ. საქმე ბევრია, მაგრამ თვის ბოლოს კარგად დაჯილდოვდებით. ინვესტიციის ჩადება არ იჩქაროთ. გახსოვდეთ, რომ ოცნებისკენ სვლა ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა გააგრძელოთ.

სჯობს ფინანსური გეგმა შეადგინოთ. შემოსავლები და ხარჯები დაითვალეთ, ეს ქაღალდზე დააფიქსირეთ. ასე მიხვდებით, თუ სად ქრება ფული. 21 თებერვლამდე ახალი საქმე არ დაიწყოთ. ყველაფერზე კარგად დაფიქრდით და აწონდაწონეთ.

ტყუპები

ტაროს კარტი „მზე“ სამსახურში დაწინაურებას, საქმეში წარმატებას და ახალ მოგზაურობას გპირდებათ. თებერვალში ბევრ ოცნებას აიხდენთ.

ხელი არ მოკიდოთ იმ საქმეს, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებთ. როგორც ანჯელა პერლი ამბობს, ფინანსურად წარმატებული თვე გექნებათ. გაიღიმეთ, ყველაფერი გამოგივათ.

კირჩხიბი

თქვენი ცხოვრებიდან რაღაც ძველი და უსიცოცხლო გაქრება, რომ ნათელ მომავალს კარი გაუღოს. რადაც არ უნდა დაგიჯდეს, თქვენი აზრი დაიცავით. სხვებს არ მოუსმინოთ და წინ თამამად სვლა გააგრძელეთ!

სანამ ახალ მიმართულებას აირჩევთ, მნიშვნელოვანი ამოცანები მოაგვარეთ. არ ინერვიულოთ, ყველაფერს შეძლებთ. გამარჯვების დიდი შანსია.

ლომი

კარტი გირჩევთ, რომ ძველი საქმეები დაასრულოთ. კრედიტი გადაიხადეთ, რემონტი დაასრულეთ, კურსები დაამთავრეთ. ყველაფერი კარგი შედეგით დასრულდება.

ფული თქვენს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ყურადღებით იყავით, თუ რას ლაპარაკობთ. ემოციურ ფონზე ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება ახლობლებს გული ატკინოს.

ქალწული

ბევრი რამეს ფარდა აეხდება. ეს შეიძლება ურთიერთობას ან სამსახურს ეხებოდეს. შეიძლება ახალი ინფორმაცია ან იდეა გაგიჩნდეთ, რომელიც მომავალში კარგ შემოსავალს მოგიტანთ.

თუმცა ახალი საქმე თვის ბოლომდე (21 თებერვლამდე) არ დაიწყოთ. დასვენებას სათანადო ყურადღება დაუთმეთ. თუ სისუსტეს გრძნობთ, პაუზა აიღეთ და ცოტა დაისვენეთ.

სასწორი

თებერვალში ახალი, მაგრამ ხანმოკლე მოგზაურობა, ახლობლებთან და მეგობრებთან ნანატრი შეხვედრა გელოდებათ. გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოთ და ახალი უნარები შეისწავლოთ.

დიდი ალბათობით, ოსტატთან შეხვედრას შეძლებთ, რომელიც სწავლაში დაგეხმარებათ. თებერვალი კარგ ფინანსურ მატებას გპირდებათ. ისეთი შეგრძნება გექნებათ, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა!

მორიელი

თებერვლის დასაწყისშივე მორიელის ოჯახი ძლიერ დაძაბულობას იგრძნობს, რომელშიც ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი იმყოფება. ამან შეიძლება კამათი და გაუგებრობა გამოიწვიოს. მორიელი თავადაც მიხვდება, რომ დამნაშავეა, რომ რაღაც უნდა შეცვალოს, და პირველ რიგში, საკუთარი თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ბალანსს ვერ დაიცვათ.

საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა მოგიწევთ. კარგია დროა, რომ ძველი საქმეები დაასრულოთ. თავით სწავლაში, სამსახურში ან საყვარელ ჰობში გადაეშვით.

მშვილდოსანი

ღრუბლებში ნუ დაფრინავთ! ილუზიები მოიშორეთ და მიზნების განხორციელება დაიწყეთ. თუნდაც მცირე ნაბიჯებით, მაგრამ მწვერვალს მაინც მიაღწევთ. დაგეგმვაზე დრო არ დაზოგოთ, მომავალში ეს დროს და ძალას დაგიზოგავთ.

პირად ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესოდ წარიმართება, თუმცა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მოგიწევთ. თებერვალი აქტიურად ჩაივლის, მაგრამ შედეგებით კმაყოფილი დარჩებით.

თხის რქა

თებერვალში ბევრი თხის რქა სანუკვარი სურვილების ასრულებას შეძლებს. ამაში თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ. წარმატებული დროა სამუშაო ადგილის შესაცვლელად ან ახალ თანამდებობაზე გადასასვლელად.

დიდი ალბათობით, კარიერულ კიბეზე წინსვლაში მეგობრები დაგეხმარებიან. მთავარია, ბოლოს და ბოლოს განსაზღვროთ, თუ რა გსურთ. ასე ყველაფერს შეძლებთ! ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ.

მერწყული

თვის დასაწყისში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ზედმეტი თავდაჯერებულობა აკონტროლეთ, განსაკუთრებით სხვებთან ურთიერთობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მტრებს გაიჩენთ.

თვის მეორე ნახევარში ისეთი შეგრძნება გექნებათ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ. ჰორიზონტები გააფართოვეთ და თამამად წინ იარეთ. ხელსაყრელია ხანმოკლე მოგზაურობა, რომ ძალები მოიკრიფოთ, დაისვენოთ და შთაგონება იპოვოთ.

თევზები

2021 წლის თებერვლის ტარო პროგნოზი თევზებს სამსახურსა და სასიყვარულო საქმეებში წარმატებას ჰპირდება. ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზეა!

თებერვალში თქვენი საქმის მდგომარეობა და სხვებთან, განსაკუთრებით ახლობლებთან ურთიერთობა შეგაშფოთებთ. ამას შეიძლება რეალური მიზეზი არ ჰქონდეს, მაგრამ გარკვეულ დისკომფორტს იგრძნობთ, რაც რეალური სურათის მიმდინარე მოვლენებთან შეუსაბამობას უკავშირდება.

როგორ მოგწონთ 2021 წლის ტაროს პროგნოზი? პირადად, მე ძალიან კმაყოფილი ვარ! დაე, ყველაფერი ჩვენთვის და ჩვენი ახლობლების სასიკეთოდ ახდეს! სანუკვარი სურვილების ახდენას გისურვებთ!