ჰოროსკოპი
რომელი ანგელოზები იცავენ ადამიანებს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ჩვენ ანგელოზთა ორი ტიპი ვიცით: მფარველი ანგელოზები და მთავარანგელოზები. ჩვენი პირადი, მფარველი ანგელოზები აქ არიან, ჩვენს დასახმარებლად, ხოლო მთავარანგელოზები ყველას ემსახურებიან.
ამ უკანასკნელებს განსაკუთრებული თვისებები აქვთ, რომლებიც ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშნებს უკავშირდება, თუმცა, ნებისმიერი ადამიანის დასახმარებლად არიან მზად.
ანგელოზებთან დაკავშირება ლოცვისა და მედიტაციის გზით შეგვიძლია. ისინი ჩვენ გარშემო არიან, თუმცა აუცილებელია, თვითონ ვთხოვოთ დახმარება და მივცეთ უფლება ჩვენს ცხოვრებისეულ სიტუაციებში ჩარევისა.
მაშ ასე, მთავარანგელოზები, რომლებიც ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანთან განსაკუთრებულად არიან დაკავშირებული:
1. ვერძი – მთავარანგელოზი იეღუდიელი
მთავარანგელოზი იეღუდიელი “მზის ანგელოზთა” რიცხვს მიეკუთვნება. იგი მართავს მარსსა და ვერძის ვარსკვლავურ ნიშანს. ის, ვინც ვერძის ნიშნის ქვეშ დაიბადა, როგორც წესი, კონტაქტური, იმპულსური და იდეებით სავსეა. მიდრეკილია ენთუზიაზმის გამოვლენისკენ და ყოველთვის მზადაა პრობლემების გადასაწყვეტად.
2. კურო – მთავარანგელოზი სელაფიელი
სელაფიელი კუროს სანდოობასა და პრაქტიკულობას ანიჭებს. მას მოსწონს თავისი ენერგიის მიმართვა ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ. კუროებს ბუნებრივი მიდრეკილება აქვთ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ, თუმცა სიფრთხილე მართებთ, რათა მატერიალური სამყაროს მახეში არ გაებან.
3. ტყუპები – მთავარანგელოზი რაფაელი
მთავარანგელოზი რაფაელი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ანგელოზია განკურნებისა და აქვს ყველა მკურნალის – როგორც ორთოდოქსალური, ისე ურთიერთშემავსებელი – ხელმძღვანელობის უნარი. ტყუპები, როგორც წესი, ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანია. აქვს სწავლისა და ცოდნის დაუშრეტელი სურვილი. იგი ყოველთვის აგროვებს ენერგიას, თუმცა იშვიათად უნაწილებს მას გარშემომყოფებს.
4. კირჩხიბი – მთავარანგელოზი გაბრიელი
მთავარანგელოზმა გაბრიელმა კირჩხიბს ისეთი თვისებები მისცა, როგორებიცაა მგრძნობელობა და თანაგრძნობა. კირჩხიბი, როგორც წესი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვებისთვის დახმარების აღმოჩენაში, განსაკუთრებით კი მათი ზრდის, განვითარებისა და ემოციური პოტენციალის ასპექტით.
5. ლომი – მთავარანგელოზი მიხაელი
მთავარანგელოზი მიხაელი ლომს შთააგონებს უმაღლესი ჭეშმარიტებისა და დაფარული ცოდნის ძიებას. ლომი ძალიან გულუხვი და გახსნილია. ასევე, აქვს შესანიშნავი ორგანიზატორული უნარი. მას მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მზადაა ნებისმიერი რამის გასაკეთებლად, ოღონდ საზოგადოებრივი აღიარება მოიპოვოს.
6. ქალწული – მთავარანგელოზი რაფაელი
მთავარანგელოზმა რაფაელმა ქალწულს ანალიტიკური გონება უბოძა. ქალწული, როგორც ცნობილია, შრომისმოყვარეა, დიდ ყურადღებას უთმობს დეტალებს. ხშირად, იგი მორცხვიცაა, არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ქალწული ძალიან მეთოდური და ჭკვიანია, შეუძლია ნებისმიერი მოვლენის ჩახლართულობასთან გამკლავება.
7. სასწორი – მთავარანგელოზი ურიელი
მთავარანგელოზი ურიელი სასწორს ჰარმონიულობასა და დიპლომატიურობას ანიჭებს. სასწორი მიუკერძოებელ განსჯას მოითხოვს და არა ემოციების მართვას. იგი ყოველთვის მედლის ორივე მხარეს აფასებს, თუმცა უჭირს გადაწყვეტილების მიღება.
8. მორიელი – მთავარანგელოზები აზრაილი და კამაელი
მათი დახმარებითაა მორიელი ძალიან ძლიერი პიროვნება. ცნობილია თავისი მძლავრი ემოციური ბუნებით. მორიელი საიმედო და პასუხისმგებლიანია, თუმცა, ამავდროულად, შეიძლება დაუნდობელი იყოს მათთან, ვინც ტკივილი მიაყენა და უღალატა.
9. მშვილდოსანი – მთავარანგელოზი იერემიელი
მთავარანგელოზი იერემიელი მშვილდოსნებს ოპტიმისტობასა და მოხერხებულობაში ეხმარება. მშვილდოსნები, ბუნებით, შემოქმედებითი და ინტუიტური ადამიანები არიან, თუმცა, ხანდახან, ჩვენს რეალობაში ვერ იმკვიდრებენ თავს. ისინი ნებისმიერ შეზღუდვას მოსაწყენად მიიჩნევენ. ესაა პოზიტიური, გულუხვი, შემოქმედებითი და სიყვარულით სავსე ნიშანი.
10. თხისრქა – მთავარანგელოზი იეღუდიელი
თხისრქა ძალიან ფრთხილი და პასუხისმგებლიანია. მას არ ეშინია მძიმე სამსახურის და, მიზნის მისაღწევად, არც სირთულეებსა და წინააღმდეგობებს უშინდება. იგი დაკავებულია სიმდიდრის დაგროვებით – ეს მას უსაფრთხოების შეგრძნებას ანიჭებს. თუმცა, მას პესიმიზმი მოიცავს ხოლმე, ძალიან ბევრს ფიქრობენ საკუთარ თავზე.
11. მერწყული – მთავარანგელოზი მიქაელი
მთავარანგელოზი მიქაელი ამ ნიშანს იდეალისტისა და ჰუმანისტის ენერგიას აძლევს. მერწყულს უყვარს დამოუკიდებლობა, პროგრესულობა და ჰუმანურობა. შეიძლება იგი ცივად, უცხოდ და ამაზრზენადაც კი გეჩვენოთ. როგორც წესი, მას კარგად განვითარებული გონება აქვს, თუმცა მეტისმეტად სერიოზული ხასიათი, რაც გარშემომყოფებს ძაბავს.
12. თევზები – მთავარანგელოზი სელაფიელი
მთავარანგელოზი სელაფიელი თევზებს თვითგანვითარებასა და სულიერ ზრდას უნერგავს. იგი რომანტიულია ყველა კუთხით, განსაკუთრებით კი სასიყვარულო ურთიერთობებში. მისი ცხოვრების თითოეული ასპექტი რომანტიკის გარკვეულ ელემენტს უნდა შეიცავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოიწყენს და ინტერესს დაკარგავს. საერთო ჯამში, ეს ძალიან კეთილი, მშვიდობისმოყვარე და დამხმარე ადამიანია.