ჰოროსკოპი
რომელ ცხოველს შეესაბამება თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და რაზე მეტყველებს ეს
ასტროლოგია ძალიან ძველი და საკმაოდ რთული პრაქტიკაა. შესაძლოა, ამის შესახებ არ იცოდით, თუმცა, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ჰყავს სულიერი ცხოველი, თანაც არაერთი.
სულიერი ცხოველები ადამიანებს ძველი დროიდან მიაკუთვნეს. ინდურ კულტურაში, ტოტემური ცხოველები ადამიანის შინაგან სამყაროს გამოსახავდნენ. სხვა კულტურებში სულიერი ცხოველები – მეურვეები და დამცველები იყვნენ, რომლებიც ადამიანებს გაზრდაში, განვითარებასა და ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში ეხმარებოდნენ.
მრავალი ექსპერტის აზრით, სულიერი ცხოველები ირეკლავენ ჩვენს სულებს და გვეხმარებიან ცხოვრების უფრო ღრმად გააზრებაში. იპოვეთ თქვენი სულიერი ცხოველი ამ სიაში და გაიგეთ რაღაც ახალი საკუთარი თავის შესახებ.
1. ვერძი: შევარდენი და ვეფხვი
გასაკვირი არაა, რომ თქვენი სული ისეთ მეფურ და ძალაუფლებიან ცხოველთანაა დაკავშირებული, როგორიცაა ვეფხვი, რადგან თქვენ – თავდაჯერებული და მიზანმიმართული ადამიანი ხართ. თქვენ ხართ გასათვალისწინებელი ძალა, თავდაჯერებული ხართ თქვენს სისწორეში. თუ ვიღაც გამოწვევას გთავაზობთ, მარტივად ამარცხებთ.
შევარდენი ბუნებით ლიდერია, შესანიშნავად მოქმედებს გუნდშიც, თუმცა, შეუძლია დამოუკიდებლობაც. იგი სპონტანურია, ხანდახან – იმპულსური. თუმცა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი თავისი ცხოვრების თითოეულ ასპექტში ავლენს თავდაჯერებულობას. ადამიანები ამ სულიერი ცხოველებით არ უშინდებიან ინიციატივის გამოვლენას.
2. კურო: თახვი და მგელი
ხარივით ჯიუტი ხართ, ეს ხომ თქვენი ზოდიაქოა, თუმცა, თქვენში მგლური ბუნება ჭარბობს. მოგწონთ მარტოხელა მგლის როლის თამაში, საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი ხროვის სხვა წევრებს არ აფასებთ. ისინი თქვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, მათ აძლევთ თავიანთი გზებით წასვლის საშუალებას, სანამ თქვენი დაცვის ქვეშ იმყოფებიან.
მეორე მხრივ, თქვენში არსებული შრომისმოყვარეობა – თახვის თვისებაა. მას მოსწონს შრომა და სამომავლო მიზნების დასახვა. მოგწონთ თითოეული ნაბიჯის დაგეგმვა და არ ასრულებთ ზედმეტ მოძრაობებს.
3. ტყუპები: შავი პანტერა და ირემი
ტყუპებს ორი მხარე აქვს და პიროვნების რამდენიმე ტიპს გვიჩვენებს, თუმცა, ირემივით, საკმაოდ ენერგიულები და გართობისმოყვარული არიან. შესაბამისად, ტყუპებს შეუძლია საკუთარი თავის დაცინვა და გონებამახვილიცაა, სხვებსაც ეხმარება სიცილში.
გასაკვირი არაა, რომ ტყუპები დაკავშირებულია კიდევ ერთ ლამაზ, გრაციოზულ და ელეგანტურ ცხოველთან – შავ პანტერასთან. იგი განასახიერებს სითამამესა და გამბედაობას, რომელიც ტყუპებს ახასიათებს, ასევე, საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნის უნარსაც.
4. კირჩხიბი: ძაღლი და კოდალა
კირჩხიბი მჭიდროდაა დაკავშირებული კოდალასთან. კოდალა – შესანიშნავი მშობელია. ის მზრუნველი, მოალერსე, კარგი მსმენელი და მხარდამჭერია თავისი ოჯახისა. კოდალები, კირჩხიბებივით, მოხერხებულები არიან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული, ხშირად, ჩუმი და მორცხვია, სანამ არ გადაწყვეტს საკუთარი თავის გამოჩენას. უარეს შემთხვევაში, კოდალა შეიძლება გაბრაზდეს, იეჭვიანოს და შურიც კი იძიოს. თუმცა, ამ ცხოველისთვის ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა.
კირჩხიბი დაკავშირებულია ძაღლთანაც – კონცენტრირებული, მგრძნობიარე, დაუჯერებლად ერთგული… ეს ნიშანი ძაღლის ადამიანური ვერსიაა. შესაძლოა, ისინი ყოველთვის სწორად ვერ მოიქცევიან საჭირო დროს, თუმცა, მხოლოდ მათ არსებობასაც შეუძლია სიმშვიდის დამყარება ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი.
5. ლომი: ორაგული და ფარშევანგი
ლომები წარმოუდგენლად თავდაჯერებული არიან, ამიტომაც უყვართ ტრაბახი. როგორც ფარშევანგი, ის მიმზიდველია, რასაც ყოველთვის გაჩვენებთ, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა. და, მიუხედავად ამპარტავნობისა, მათი სილამაზე ბევრის ცხოვრებას ხდის უფრო ნათელს.
ლომი ასევე ჰგავს ორაგულს. ორაგული დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს და ძალიან ეგოისტია. თუმცა, როცა საქმე ემოციებს ეხება, იგი ემოციურად არასტაბილური ხდება, რაც, სიამაყესთან ერთად, პრობლემად შეიძლება იქცეს.
6. ქალწული: დათვი და არწივი
ქალწულს გამოარჩევს პერფექციონიზმი და მახვილი მზერა, ამიტომ ის გარშემო სამყაროში ყველაზე წვრილ დეტალებსაც კი ამჩნევს. ასეთი ყურადღებიანობა აძლევს საშუალებას, მიიღოს გონივრული და დაფიქრებული გადაწყვეტილებები, შედეგად კი წარმატებას მიაღწიოს, რითიც არწივს ემსგავსება. იგი დათვივით მეთოდური, შრომისმოყვარე და ჭკვიანია.
7. სასწორი: პანდა და ყვავი
იგი ძალიან ჰგავს ყვავს, რომელიც ცნობილია, როგორც მშვიდობისმოყვარე არსება. ყვავი დაუჯერებლად ჭკვიანი და ლამაზია. იგი შესანიშნავი დიპლომატი, მომთმენი და მშვიდია, ოღონდ თუ გააბრაზებთ – მიიღებთ უხეშ შურისმაძიებელს.
სასწორთანაა დაკავშირებული პანდაც – მას სურს მშვიდობა და ბედნიერება ყველასთვის, ვისაც არ უნდა შეხვდეს. იგი თბილი, კეთილი და მზრუნველია. გულწრფელად ზრუნავს ყველა ადამიანზე.
8. მორიელი: გველი და ლომი
თუ ერთ მორიელს მაინც იცნობთ, მაშინ დამეთანხმებით, რომ ის საშიში ჩანს. მორიელი საკუთარ თავში დარწმუნებული, ვნებიანი და იდუმალია, არავინ იცის, თავში რა უტრიალებს. იგი აზრს მაშინაც კი გამოთქვამს, თუ იცის, რომ არავინ აპირებს მასთან დათანხმებას. იგი დამოუკიდებელი და მიზანმიმართულია, სწორედ ამიტომაა მათი სულიერი ცხოველი ლომი.
იგი ასევე დაკავშირებულია გველთანაც. მორიელების მსგავსად, გველი იდუმალი, ფარული და საშიშია. უარეს შემთხვევაში, იგი მკაცრი, დაუმორჩილებელი და დაუნდობელია, მის ხასიათს კი ნებისმიერის გაგიჟება შეუძლია.
9. მშვილდოსანი: ბუ და კატა
ბუ ვნებიანი და ენერგიულია, რაც მშვილდოსნის დახასიათებასაც ერგება. ეს იმპულსური ნიშანია, სავსე ემოციებითა და ცეცხლით. იგი ძალიან აფასებს მეგობრობს, თუმცა, ხანდახან არაა გულწრფელი. ეს იმ შემთხვევაში, როცა გრძნობს, რომ არასაკმარისად უყვართ.
ამ ნიშნის წარმომადგენლები ისეთივე ცნობისმოყვარენი არიან, როგორიც კატები. მათ სურთ ახალი თავგადასავლები, თუმცა, თუ ფრთხილად არ იქნებიან, მახეში გაებმებიან. ისინი საკმაოდ პრეტენზიულებიც არიან. კატები ძალიან ჭკვიანები არიან და კარგად წყვეტენ პრობლემებს.
10. თხისრქა: ცხენი და იხვი
თხისრქა მარტოსულია, არ უყვარს ურთიერთობები. იგი შრომისმოყვარე და ამბიციურია, როგორც იხვი, რომელიც ყველაფერს თავისებურად აკეთებს. ის, ასევე, ვნებიანი, თუმცა ფრთხილია.
თითოეული თხისრქის გულში მოიპოვება ველური, თავისუფალი სული, რომელიც მოუთმენლად ელოდება თავისუფლებას. ეს ცხენის სულია. მის მსგავსად, თხისრქას სურს ლამაზ ბუნებაში სირბილი, ქარისგან გაწეწილი თმები, ცხოვრებით ტკბობა.
11. მერწყული: წავი და დათვი
მერწყულს უყვარს საკუთარ ტერიტორიაზე გამეფება, როგორც დათვს. ის უბრძოლველად არავის ნებდება. ოცნებისკენ ისე თავდაუზოგავად მიილტვის, როგორც დათვი. რა თქმა უნდა, ის მზრუნველიცაა, თუ გზაზე არ გადაეღობებით.
მისი მეორე სულიერი ცხოველია წავი. როგორც მერწყული, წავიც კრეატიული და ჭკვიანია. ეს საკმაოდ უცნაური ცხოველია, რომელსაც ყველაფრის თავისებურად კეთება მოსწონს და არ აინტერესებს, რას ფიქრობენ მასზე სხვები. თუმცა, ეს მას უსიამოვნოდ ან არაპოპულარულად როდი აქცევს. მას ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებიც მართლა აფასებენ.
2. თევზები: მელა და მგელი
თევზები ზოდიაქოს ყველაზე მეოცნებე ნიშანია. ეს თვისება ახასიათებს მგელსაც, რომელიც ძალიან მოსიყვარულე და ემოციურია. როცა სწორ გარემოცვაში იმყოფება, დაუჯერებლად მოალერსე, ნაზი და მოსიყვარულეა. მათი ცხოვრებისეული მიზანია ნამდვილი სიყვარულის პოვნა და მთელი ცხოვრების მიძღვნა მისთვის.
მისი მეორე სულიერი ცხოველია მელა. თევზები ლამაზი, მიმზიდველი და მომხიბვლელია, მელასავით. მითუმეტეს, ეს ორიგინალური და ჭკვიანი ადამიანები ეშვებს გიჩვენებთ, თუ კუთხეში მიიმწყვდევთ. მათ არაფერი სურთ ბედნიერი და მშვიდი, კონფლიქტებისგან თავისუფალი ცხოვრების გარდა.
რომელია თქვენი სულიერი ცხოველი? გაიგეთ რამე ახალი საკუთარ თავზე?