Connect with us

ჰოროსკოპი

რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელის შესანიშნავი ამბები და განსაცვიფრებელი ცვლილებები მარტში

ზამთარი თანდათან პოზიციებს თმობს, ანუ დროა ანჯელა პერლისგან 2021 წლის მარტის ტარო პროგნოზი გავიგოთ. გაზაფხულის პირველი თვე ცვალებადია და შეუძლია ნებისმიერი ამინდით გაგვაოცოს. აქ, პროგნოზირება რთულია. სამაგიეროდ ანჯელა პერლის პროგნოზები ყოველთვის ზუსტია. ყოველთვიურად მისი რჩევები ბევრ ადამიანს შინაგანი ჰარმონიის მოპოვებასა და წარმატების მიღწევაში ეხმარება.

დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ ცვლილებებს უნდა ელოდოთ 2021 წლის მარტში. ყველაფერი სიყვარულის, კარიერის შესახებ და არა მხოლოდ!

2021 წლის მარტის ტარო პროგნოზი

ვერძი

ვერძმა მოვალეობების გადანაწილება უნდა ისწავლოს, რადგან საქმე მოემატება. თითქმის მიზანთან ხართ! ყველაფერი ისე რომ მოხდეს, როგორც გსურთ, მოქმედებები წინასწარ გაანალიზეთ და დაგეგმეთ, ასევე სხვების მიმართ თქვენი მოთხოვნები მკაფიოდ გამოხატეთ.

რაღაც ძველი დასრულდება, რომ მომავალს კარი გაუღოს. ბევრი ვერძი ორსულობის შესახებ შეიტყობს და ბავშვის გაჩენის სურვილი გაუჩნდება. თვის ბოლოს ფინანსური სიტუაცია მოაწესრიგეთ. ინტუიციას მოუსმინეთ და გააკეთეთ ის, რაც მოგწონთ. ასე მარტი ჰარმონიას მოგიტანთ!

კურო

„ცხოვრებაში წარმატებას რომ მიაღწიოთ, ახალი შესაძლებლობები მოძებნეთ!“ – გირჩევთ ტაროს კარტი მარტისთვის. ხელსაყრელი დროა, რომ სამსახურზე თქვენს მოსაზრებებს გადახედოთ და კარიერული ზრდისთვის გეგმები შეადგინოთ.

დიდი ალბათობით, მარტში ბევრი კურო დაოჯახებაზე შემოთავაზებას მიიღებს, რამაც შეუძლებელია არ გაგახაროთ. დაოჯახებული კურო ურთიერთობაში იდილიას მიაღწევს. ჯანმრთელობა ხელს არ შეგიშლით!

ტყუპები

კომუნიკაციის უნარების წყალობით საქმეს პოზიტიურ მიმართულებას მისცემთ. გახსოვდეთ, რომ ზეციური ძალები თქვენს მხარესაა, ამიტომ ოცნებებისკენ თამამად გაეშურეთ.

ტაროს კარტი გირჩევთ, რომ საკუთარი თავი არ დაივიწყოთ. დაისვენეთ და გააკეთეთ ის, რაც მოგწონთ. გთხოვთ, შიში შეწყვიტეთ. წინ მხოლოდ საუკეთესო გელით!

კირჩხიბი

მარტი ყველაზე ხელსაყრელი თვეა რომ სერიოზულად დაფიქრდეთ, ყველაფერი კარგად გაქვთ თუ არა. საქმეს, ახლობლებს და საკუთარ თავს თანაბარი დრო დაუთმეთ.

ამ თვეში კირჩხიბი გაიგებს სიახლეს, რომელიც მის ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლის. ძალიან მალე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება!

ლომი

ხელსაყრელი დროა სწავლის დასაწყებად. ამ თვეში სამსახურზე შემოთავაზებას მიიღებთ, რომელიც მალე თქვენს პირად ბიუჯეტში სოლიდურ წვლილს შეიტანს.

შუა თვეში საქმეში სწრაფ პროგრესს იგრძნობთ. ხელსაყრელი დროა ქალაქგარეთ სამოგზაუროდ. ჯანმრთელობამ რომ არ შეგაწუხოთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნეთ და სუფთა ჰაერზე მეტი ისეირნეთ!

ქალწული

მარტში მთავარი მიზნები განსაზღვრეთ. სამომავლო გეგმა ჩამოწერეთ და ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე განიხილეთ, სანამ მოქმედებას დაიწყებთ.

კარგი დროა დასაქორწინებლად და ჩაფიქრებული გეგმების გასახორციელებლად. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, მამაკაცებო, იმოქმედეთ, ქალებო, ხელის თხოვნას ელოდეთ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ!

სასწორი

ბევრი მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს. საკმარისი ფული გექნებათ ყველაფრისთვის, რაც გსურთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი ჰარმონიულად და სულიერად იქნება!

ხელსაყრელი პერიოდია, რომ ძველი საქმეები დაასრულოთ. სამსახურში სიფრთხილე გამოიჩინეთ. ზედმეტად არ დაიტვირთოთ, აუცილებლად შეისვენეთ.

მორიელი

თვის დასაწყისი მარტივი არ იქნება. საქმეები უნდა დაასრულოთ, რომელთაც დიდი ხანია ზურგით ატარებთ. იგივე ზოგიერთ რწმენას ეხება. ცხოვრებაზე თქვენს ხედვას გადახედეთ, უფრო მარტივად იმოქმედეთ და სიტუაციებს თითებს შუა გახედეთ.

ზოგიერთი მორიელი ცხოვრების ახალი ციკლის დაწყებას შეძლებს. შემოქმედებაში ძალების ჩადების, ახალი სამსახურის ათვისების ან უცნობი პროექტის აღების არ შეგეშინდეთ. შრომით ყველაფერს მიაღწევთ!

მშვილდოსანი

მარტში რაღაც ახლის დაწყების სურვილი გაგიჩნდებათ. ეს შეიძლება ეხებოდეს ბიზნესს ან სამსახურის შეცვლას, ან ბავშვის ყოლის სურვილს. ფინანსურად საკმაოდ მომგებიანი და პროდუქტიული თვე იქნება. კარგი დროა უძრავი ქონების ან ავტომობილის შესაძენად.

მარტში რაიმე სასიხარულო ამბავს ელოდეთ, რომელიც განწყობას და ოჯახში ურთიერთობას გააუმჯობესებს! მცირე მოგზაურობა განწყობაზე კარგად აისახება!

თხის რქა

ემოციები აკონტროლეთ და არ გადაიტვირთოთ. საქმე უკეთესობისკენ შეიცვლება. მარტი – კარგი დროა ავტომობილის შესაძენად, ასევე სამოგზაუროდ.

დიდი ალბათობით, მარტი თხის რქას კარიერულ კიბეზე წინსვლას აჩუქებს. ნებისმიერი სასიხარულო მოვლენა ან ამბავი ახლობლების წრეში აღნიშნეთ.

მერწყული

გაზაფხულის პირველ თვეს მერწყულის ნიშნის წარმომადგენლები კარიერასა და სიყვარულში ყველაზე რთულ მწვერვალებს დაიპყრობენ. სამსახურში წარმატება, დიდი პრემია და კარიერული პერსპექტივები გელით.

ნათლად გამოჩნდება გზა, თუ როგორ იმოძრაოთ წინ. საკუთარ თავზე იზრუნეთ და დასასვენებლად შეისვენეთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემებმა არ შეგაწუხოთ.

თევზები

რაღაც ძველი დასრულდება, რომ ახალ დონეზე გადახვიდეთ. შესაძლოა, ეს სტატუსის შეცვლას ეხებოდეს. მთელი სამყარო თევზების ქვეშ იქნება, დროა გზაზე ნივთები შეაგროვოთ. დასასვენებლად მცირე პაუზა ნამდვილად არ დაგაზიანებთ!

გეგმები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამის გამო ნუ იდარდებთ. მოქნილობა და სიბრძნე გამოიჩინეთ. ყველაფერი თქვენდა სასიკეთოდ მოგვარდება!

გისურვებთ, რომ 2021 წლის მარტში საკუთარი თავი იპოვოთ, სინათლით და სიყვარულით იბრწყინოთ, პირადი ჰორიზონტები დაიპყროთ და ყოველ ახალ დღეს სიხარულით შეხვდეთ!