Connect with us

ტესტები

როგორი საქორწინო ბეჭედი შეესაბამებათ იდეალურად ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს

თუნდაც უახლოეს მომავალში დაქორწინებას არ აპირებდეთ, არასოდეს არის ადრე გაერკვიო, თუ როგორი ბეჭდის ხილვა გსურთ არათითზე. თუ უკვე გადაქექეთ საქორწინო ბეჭდების ფოტოები, მაგრამ ვერ იპოვეთ იდეალური, ჩვენი რედაქცია დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი

ვერძები თავდაჯერებული ადამიანები არიან, რომლებსაც უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამიტომაც, საქორწინო ბეჭედიც მდიდრული, თამამი და ნოვატორული უნდა ჰქონდეთ.

კურო

კუროსთვის მნიშვნელოვანია, რომ ბეჭედმა ყურადღება მიიქციოს და საინტერესოდ გამოიყურებოდეს თითზე. მათ მოუხდებათ რომანტიკული და ნატიფი მოდელები, დიდი გეთსბის სტილში.

ტყუპები

ტყუპებს თავბრუს დაახვევს საკმაოდ მოულოდნელი მოდელები. მათ მოუხდებათ როგორც კაშკაშა, ასევე სოლიდური ბეჭდებიც.

კირჩხიბი

კირჩხიბებს ნატიფი გემოვნება აქვთ. სწორედ ასეთი უნდა იყოს მათი ბეჭედიც. მიუდექით არჩევანს შემოქმედებითად, მაგრამ წინდახედულად.

ლომი

მეფე-ლომებს ყველაფერი დიდებული და საფუძვლიანი მოსწონთ. შეაჩერეთ არჩევანი მკვეთრ, უჩვეულო და პომპეზურ მოდელებზე.

ქალწული

ქალწული ყოველ დეტალს ყურადღებით აკვირდება და ბეჭდის არჩევაც გამონაკლისი არ არის. მათ მოუხდებათ პრაქტიკული, დახვეწილი მოდელები, რომლების უზადო სილამაზე აღაფრთოვანებს.

სასწორი

სასწორებს ცივი ელფერები და უჩვეულო გეომეტრიული ფიგურები მოეწონებათ. ამ ნიშნის წარმომადგენლები გულგრილი არ არიან როგორც ურბანული, ასევე, სოლიდური და თავშეკავებული მოდელებისადმი.

მორიელი

ძლიერ მორიელებს მუქი ფერები მოსწონთ. ჩვეულებრივი ბრილიანტი მათზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს, მათ უფრო მასიური ლალის მოდელები მოუხდებათ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი თავისუფლების მოყვარულია. მათ მოუხდებათ კლასიკური ფორმის ბეჭდები, ძვირფასი ფერადი თვლებით.

თხის რქა

მიუხედავად ამბიციურობისა,თხის რქას არ უყვარს გამომწვევი და პომპეზური მოდელები, ამიტომ მას მოუხდება სოლიდური და თავშეკავებული ბეჭედი. ამასთან, არავინ ამბობს, რომ ქვა პატარა უნდა იყოს.

მერწყული

მერწყული ვერ აიტანს, თუ მისი ბეჭედი მოსაწყენი იქნება. მას მხოლოდ ორიგინალური და მკვეთრი მოდელი მოეწონება, სასურველია ფირუზისფერი თვლებით.

თევზებს იდეალურად მოუხდებათ რომანტიკული მოდელები დახვეწილი დეტალებით. საუკეთესო ვარიანტია, თუ ბეჭედი ალმასით იქნება მორთული.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.