Connect with us

თავის მოვლა

როგორ შევნიღბოთ ჭაღარა შეღებვის გარეშე: 6 მეთოდი

ქალების უმეტესობას აწუხებს ორი რამ: ნაოჭები და ჭაღარა. გასაკვირი არცაა, რადგან ორივე ფაქტორი ადამიანს უფრო აბერებს. ჭაღარა თმა შეიძლება ახალგაზრდებსაც გაუჩნდეს, არაფერს ვამბობთ, 40 ან 50 წლის ადამიანზე.

თუ თმის საღებავს იყენებთ, იცით, რამდენად ხშირად უნდა გამოიყენოთ. შეღებვიდან უკვე 2-3 კვირაში ჭაღარა თმა კვლავ შესამჩნევი ხდება. რაც უფრო მუქია თმა, მით უფრო რთულია ამ კოსმეტიკური დეფექტის დამალვა.

ვის სურს თვეში 2–ჯერ სილამაზის სალონში ვიზიტი? სახლის პირობებში ამ პროცედურის ჩასატარებლად სხვისი დახმარება დაგჭირდებათ, რადგან დამოუკიდებლად თმის შეღებვა რთულია.

საღებავის ნაკლი: თმას აზიანებს. დროთა განმავლობაში ყველაზე ნაზი შემადგენლობაც თმას აშრობს, მას მტვრევადს და უსიცოცხლოს ხდის. სწორედ ამიტომ, Alltime.ge-ს რედაქცია ალტერნატიულ მეთოდებს გთავაზობთ. ასე ჭაღარის შენიღბვას და ქიმიურ საშუალებებზე უარის თქმას შეძლებთ.

6 შინაურული მეთოდი ჭაღარის დასამალად

1. ვარცხნილობის შეცვლა

მარტივი და ეფექტური მეთოდი ჭაღარა თმის დასამალად. დაიმახსოვრეთ, რომ ყველაზე მეტად ზუსტად შუაზე გაყოფილ თმაზე ჩანს. ამიტომ მიმართულება შეცვალეთ და თმა გვერდზე გაიყავით. გვერდი რამდენიმე დღეში შეუცვალეთ, რომ თმა ასეთ გაყოფას არ მიეჩვიოს.

კიდევ ერთი უეშმაკო ხრიკი ყურადღების გადასატანად – ახალი ვარცხნილობა. თმა ცხენის კუდად ან კონად შეიკარით. თუ აქცენტს თავის ყველაზე მაღალ წერტილზე გააკეთებთ, ჭაღარიდან ყურადღების გადატანას შეძლებთ.

2. სავლებად ნახარშები გამოიყენეთ

მუქი თმა შეგიძლიათ სავლები საშუალებით გააჯანსაღოთ. გაუფერულებულ თმას გაჯერებულ ფერს მიანიჭებთ ისეთი ბალახის ნახარშით, როგორიცაა სალბი. ის თმას სრულად გაამუქებს, მაგრამ ჭაღარასა და ნორმალურ თმას შორის გადასვლას უხილავს გახდის.

ნახარშის მოსამზადებლად ნახევარი ჭიქა სალბი და 3 ჭიქა წყალი აიღეთ. გაჯერებული ფერის მიღებამდე აადუღეთ, შემდეგ გააგრილეთ. პროცედურის წინ თავი ჩვეული მეთოდით დაიბანეთ. შამპუნით კარგად დაიბანეთ. ბოლოს მზა ნახარში თავზე გადაივლეთ, თმა გაწურეთ და პროცესი რამდენჯერმე გაიმეორეთ. საშუალება არ ჩამოიბანოთ. ეფექტის გასაძლიერებლად შეწოვა აცადეთ.

პროცედურა რეგულარულად ჩაიტარეთ, რომ ჭაღარა ნაკლებად თვალსაჩინო გახდეს. თმას მუქ შეფერილობას ანიჭებს ჩაი, დაფქული ყავა ან მუხის ქერქის ნაყენი.

3. ინით შეიღებეთ

ჩვეულებრივი ინა კარგ შედეგს იძლევა. თმას დიდი ხნით ღებავს და მის სტრუქტურას აღადგენს. გაითვალისწინეთ, რომ საშუალება თმას მოწითალო ფერს ანიჭებს, ამიტომ ქერა თმაზე არ გამოგადგებათ. წაბლისფერ თმას ინა ლამაზ, თაფლისფერ ელფერს ანიჭებს.

ნატურალური საღებავის გამოსაყენებლად 2-3 ს/კ ინი ცხელ შავ ყავაში გახსენით. დააყენეთ და პასტის მიღებამდე გასქელება აცადეთ. ამისთვის 1 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ შეღებვას შეუდექით. ინი იმავე პრინციპით გამოიყენეთ, როგორც საღებავი. ფუნჯი ან ჯაგრისი გამოიყენეთ. ნიღაბი 1-2 საათით გაიჩერეთ, შემდეგ შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ.

4. ჭაღარა თვალის ჩრდილებით შეიღებეთ

ეს სწრაფი მეთოდია მათთვის, ვისაც სასწრაფოდ მოწესრიგება სურს. თვალის ჩრდილების დახმარებით გაუფერულებულ თმას შენიღბავთ, თუ სადმე წასვლას აპირებთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილები სწორად შეარჩიოთ, რომ მთავარ ფერთან კონტრასტი არ შექმნას.

ჩრდილები პატარა ფუნჯით წაისვით. ჭაღარა თმის სრულად დასამალად რამდენიმე ფენა წაისვით. მეთოდი კარგია იმით, რომ კოსმეტიკა მარტივად და სწრაფად მოგშორდებათ და ზიანს არ მოგაყენებთ.

5. პუდრა

კიდევ ერთი სწრაფი საშუალება, რომელიც ისევე გამოიყენება, როგორც თვალის ჩრდილები. პუდრას ხშირად ქერა ან მოწითალო თმის შემთხვევაში იყენებენ. თმაზე სავარცხლის დახმარებით თანაბრად გადაინაწილეთ. კოსმეტიკა სწრაფად ჩამოირეცხება და თმას ზიანს არ აყენებს.

6. ტონიკ სპრეი

თუ ჭაღარა თმის სწრაფად და ეფექტურად შენიღბვა გსურთ, ეს საშუალება გამოიყენეთ. სპრეი მშრალ თმაზე ადვილად ისმება და მაგრდება. წასასმელად მხოლოდ რამდენიმე წამი დაგჭირდებათ. შედეგს დიდხანს შეინარჩუნებთ (დაბანამდე).

ამ მთავარი მეთოდებით ჭაღარის დამალვას შეძლებთ, თან ქიმიური საღებავების გამოყენება არ მოგიწევთ. ხალხური მეთოდები თმას არ აზიანებს, ამიტომ რეგულარულად შეგიძლიათ გამოიყენოთ. თქვენ როგორ ებრძვით ჭაღარა თმას?