სხვა
როგორ შევინახოთ ხახვი
ხახვი – ბოსტნეული კულტურაა, რომლის გარეშეც სამზარეულოში ვერც ერთი დიასახლისი ვერ გაძლებს! როგორ შევინახოთ ხახვი ზამთრისთვის ისე, რომ შემდეგი მოსავლის აღებამდე არ დალპეს?!
არსებობს რამდენიმე წესი და საიდუმლო, რომელთა დაცვის შემთხვევაში ხახვის მოსავალს გაზაფხულამდეც კი შევინახავთ. როდესაც ხახვის თავი და ფოთლები შრება, ნიშნავს, რომ ხახვი დამწიფდა და დროა მოსავალი შეაგროვოთ. ხახვი მიწიდან ფრთხილად უნდა ამოთხაროთ, ისე რომ არ დაზიანდეს. ამოთხრის შემდეგ სასურველია 2-3 საათით გააშროთ, შემდეგ კი 10-12 დღის მანძილზე შენობაში გააჩეროთ. ამის შემდეგ მოიფიქრეთ თუ სად შეინახავთ მას. ხახვის შესანახად ყველაზე ეფექტური საშუალებაა მისი -3 – -5 გრადუსზე განთავსება, თუმცა ეს მეთოდი ყველასთვის ხელმისაწვდიმი არ არის მაგრამ,ეს მეთოდი ყველაზე საუკეთესოა, ასეთ ტემპერატურაზე ბოლქვები არ ლპება და კარგად ინახება!
სახლის პირობებში ასეთი ტემპერატურის ადგილის პოვნა არარეალურია, საყინულეში გაცილებით დაბალი ტემპერატურაა, ხოლო მაცივარში კი უფრო მაღალი ვიდრე ხახვს ჭირდება. ხახვის შენახვა გაცილებით მაღალ +18 – +22 გრადუს ტემპერატურაზეც შეიძლება მაგრამ ასეთ დროს ჰაერის ტენიანობა 60-70%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ხახვის შენახვის ხანგრძლივობა მისი სახეობაზეც არის დამოკიდებული: ყველაზე კარგად ხახვის გვიანი სახეობები ინახება, როგორც წესი ეს ხახვის ყვითელი სახეობაა.
წითელი და თეთრი სახეობები ნაკლებად ინახება. ჩრდილოეთის რაიონებში მოყვანილი ხახვი უფრო დიდხანს ძლებს ვიდრე სამხრეთის რეგიონებში. კარგად გამომშრალი ხახვი შეგიძლიათ ოთახის ტემპერატურაზე ყუთში ან კალათში შეინახოთ, თუმცა ის თხელ ფენად უნდა ჩაყაროთ რათა არ დალპეს.
თუ ცოტა ხახვი გაქვთ, შეგიძლიათ გაზეთზე დაყაროთ ან აივნის კართან ახლოს მოათავსოთ. თუ ხახვს ორპირში განათავსებთ – ლპობის პროცესი აღარ დაიწყება. საკმაოდ გავრცელებულია ხახვის ნაწნავის სახით შენახვა, დაწნულ ხახვს კედელზე კიდებენ.
ხახვის ნესტიან ადგილას შენახვა დაუშვებელია, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ – ნესტის შემცირება ნაცრიანი სათლების მეშვეობით შეგიძლიათ, ისინი ნესტს შეიწოვენ თუ მათ ხახვის წინ დაალაგებთ. ბოლქვებს ცელოფანში ან ქაღალდის პარკში ნუ შეინახავთ, ასეთ შიმთხვევაში ისინი ვერ “ისუნთქებენ”.
ასვე გაითვალისწინეთ, რომ ხახვის შენახვის ადგილი კარტოფილის შენახვის ადგილისგან მოშორებული და განსხვავებული უნდა იყოს, რადგან შენახვისას კარტოფილი ნესტს გამოყოფს. ხახვის საკუჭნაოში შენახვისას ის იატაკზე მოათავსეთ და იზრუნეთ, რომ ტემპერატურა +10 გფრადუსს არ აღემატებოდეს.