Connect with us

კულინარია

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პომიდორს ბალახის გემო აქვს და უსუნოა

შეიძლება თუ არა ზამთარში, მაღაზიაში ნაყიდი პომიდვრის ჭამა? იმ პომიდვრის, რომელსაც სუნი არ აქვს, პლასტმასის გემო აქვს და მაცივარში თვეობით შენახვისას არ იცვლება? აქვე გეტყვით: უდაოდ, შეიძლება.

მასში არანაირი შხამი არაა. სამწუხაროდ, არც სასარგებლო. ეს სათბურის პომიდორია, რომელიც ჩამოაქვთ, მაგალითად, ჩინეთიდან. ასეთი პომიდორი ძალიან ცოტა ვიტამინს შეიცავს და მხოლოდ კერძების გასაფორმებლად გამოდგება. მათი ჭამა აკრძალული არაა, მაგრამ გემოთი ვერ გაგახარებთ.

შეიძლება თუ არა პომიდვრის ჭამა

რატომ გამოგადგებათ ასეთი პომიდორი მხოლოდ გასაფორმებლად? აგიხსნით: დაკონსერვება შეგიძლიათ, მაგრამ ეკოლოგიურად მომგებიანი არაა. სჯობს ამ მიზნით ზაფხულში იაფი და ნატურალური პომიდორი შეიძინოთ. პომიდვრის წვენი – იმავე მიზეზით კარგი ვარიანტი არაა.

შეგიძლიათ მდუღარე წყალი გადაავლოთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე გაატაროთ. გამოგადგებათ პასტის მოსამზადებლად, თუმცა ისე რა გემო ექნება. არ იდარდოთ. ერთი კულინარიული ხრიკის დახმარებით გემოს გაუმჯობესებას შეძლებთ.

ინგრედიენტები:

  • პომიდორი
  • თბილი წყალი
  • დანა
  • შაქარი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება:

1. თითოეული პომიდორი თბილი წყლით და ჯაგრისით გარეცხეთ. ცვილის ფენა უნდა მოაშოროთ, რომელსაც ტრანსპორტირების წინ ხილსა და ბოსტნეულს უსვამენ. სინამდვილეში, სწორედ ცვილის თხელი ფენა იწვევს „პლასტმასის პროდუქტის“ შთაბეჭდილებას.

2. შემდეგ ნაყოფს დაზიანებული და მწვანე ნაწილები მოაშორეთ, ასევე ყუნწის გამაგრების ადგილიც. ვინ იცის, რამდენი დრო გავიდა მათი გაჩენიდან. სჯობს თავი დაიზღვიოთ.

3. ახლა პომიდორი ნაჭრებად დაჭერით და ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ. შაქარი მოაყარეთ და ცოტა მცენარეული ზეთი მოასხით. ასეთი მანიპულაციით პომიდვრის გემოს მაქსიმალურად გახსნით. შაქარი ნაყოფის ტექსტურაზეც დადებით გავლენას მოახდენს. 10 წუთი მაცივარში გააჩერეთ და პომიდორი შეგიძლიათ გასინჯოთ ან სალათს დაუმატოთ.

აქვე უნდა ვახსენოთ „საშიში“ ჰიდროპონიკა. მისი არ უნდა გეშინოდეთ, რადგან ექსპერტებმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ის პომიდვრის გემოსა და სუნზე გავლენას არ ახდენს. შედეგად, გემრიელ, არომატულ ნაყოფს მიიღებთ.

იმედი გვაქვს, ჩვენი პატარა ხრიკის დახმარებით პომიდვრის გემოს გააუმჯობესებთ და უფრო გემრიელ კერძებს მოამზადებთ.