Connect with us

სხვა

როგორ მოვუაროთ ამაყ პატარძლის ყვავილს, რომ დიდებულად აყვავილდეს

მომხიბლავი ყვავილი, სახელწოდებით ფუქსია (პატარძლის ყვავილი) ქალაქის ბინაში კარგად იზრდება. ბევრი მოყვარული მცენარის მოსავლელად საჭირო ინფორმაციას არ ფლობს, შედეგად ახალგაზრდა მცენარე ყვავილობამდე იღუპება.

დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ გაზარდოთ, შეინახოთ და იზრუნოთ პატარძლის ყვავილზე. ამ ყვავილის გასაძლიერებლად რამდენიმე ხრიკს გასწავლით.

ოთახის ფუქსია

პატარძლის ყვავილი ჩვენთან ტროპიკებიდან, კერძოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან შემოვიდა. ამბობენ, ცალკეული სახეობები ახალ ზელანდიაშიც გვხვდება. მისი ფერადი, უჩვეულო ფორმის ყვავილები ყურადღებას იპყრობს, ხოლო ლამაზი შეფერილობა სტუმრების და ნათესავების შესაშურად გონებაში დიდხანს რჩება. მისი გაზრდა შეგიძლიათ თესლიდან, თუ სათანადო ძალისხმევას გაიღებთ.

თესლის არჩევა

თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თესლით გაზრდილმა ფუქსიამ შეიძლება თავდაპირველი თვისებები დაკარგოს, რაც ძალიან კარგი არაა. მეორეც, შეიძლება უნიკალური შეფერილობა შეიძინოს. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ დამტვერვის დროს ამ მცენარის სხვადასხვა ჯიშებს გამოიყენებთ.

თავად თესლის არჩევა მარტივი პროცესია. სპეციალურ მაღაზიაში უნდა მიხვიდეთ და შეიძინოთ. გირჩევთ არჩევანი შეაჩეროთ ჯიშებზე „პრაზდნიკი“ და „ფოქსტროტი“. არჩევისას თესლის შემადგენლობას ყურადღება მიაქციეთ: ის ახალი უნდა იყოს. აი, მთელი საიდუმლო.

ზოგიერთი მებაღე მცენარეს ფუნჯით ხელოვნურად მტვერავს. ამ შემთხვევაში მოგრძო თესლის ყუთები უნდა შეაგროვოთ, რომლებიც უკვე დამჭკნარი ყვავილების შიგნით მდებარეობს. ასე რისკავთ, რომ სასურველი შედეგი ვერ მიიღოთ.

თესლიდან გაზრდა

თესლი უკვე გაქვთ, ახლა უნდა დარგოთ. საუკეთესო თვეები დასარგავად: თებერვალი, მარტი, აპრილი. იმავე მაღაზიაში, სადაც თესლი შეიძინეთ, შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური მიწა (ნაყოფიერი, ნეიტრალური და ნაკლებად გატუტოვნებული) და 15 % დრენაჟი (გამოდგება ჩვეულებრივი კერამზიტი, მაგრამ ეს უკვე ზრდასრული ყვავილისთვის). შეგიძლიათ ნარევი თავად მოამზადოთ. ამისთვის დაგჭირდებათ:

  • 3 ნაწილი ხის მიწა
  • 2 ნაწილი ტორფი
  • 1 ნაწილი ქვიშა

ნარევი საშუალო სიღრმის ყუთში ან უჯრაში მოათავსეთ. წყლით დანამეთ, ამრიგად დაატენიანებთ. შეგიძლიათ მარგანცოვკის სუსტი ხსნარით დანამოთ. თესლი ზედაპირზე დათესეთ, მიწაში ოდნავ ჩააჭირეთ. ეს დღისით გააკეთეთ, რადგან მზის სხივები სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია. მის გარეშე თესლი უბრალოდ ვერ გაღვივდება.

ახლა უჯრას პარკი დააფარეთ (წინასწარ რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ). უჯრა ან ყუთი თბილ, ნათელ ადგილას (18-20 გრადუსი) გადაიტანეთ. მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ. შემდეგ, ჩვეულებრივ იმოქმედეთ: ზოგჯერ მორწყეთ, ზოგჯერ პარკი მოაშორეთ, თუ მის ქვეშ ზედმეტი ტენი დაგროვდა.

ქოთანში გადარგვა

ცოტა ხანში, უფრო სწორად მეორე ნამდვილი ფოთოლის გაზრდის შემდეგ პატარძლის ყვავილი შეგიძლიათ გადარგოთ. რა პირობები უნდა დაიცვათ ამისთვის?

  1. ქოთანი ან გადასარგავი ჭურჭელი მსუბუქი და წყალგაუმტარი უნდა იყოს. 100–200 მლ–იანი ერთჯერადი ჭიქა იდეალურად გამოგადგებათ.
  2. ახლა სადრენაჟოდ მხოლოდ ქვიშა საკმარისი არაა. გირჩევთ კერამზიტი მოათავსოთ, როგორც უკვე აღვნიშნეთ: 15%
  3. ნერგები ფრთხილად გადარგეთ. ფესვებს ძველი მიწა არ მოაშოროთ. ასე ჩარგეთ, უბრალოდ ახალი მიწა მოაყარეთ.
  4. უხვად არა, მაგრამ რეგულარულად მორწყეთ, რადგან ახალგაზრდა მცენარეს წყალი სჭირდება.
  5. თვეში 2–ჯერ მცენარის კომპლექსურად გამოკვება არ დაგავიწყდეთ. ამასთან ფოთლები პულვერიზატორით დანამეთ. როგორც მინიმუმ, ხელს არ შეგიშლით.

თუ ზრდასრული ფუქსია აქტიურად იზრდება, ზედა ნაწილი სუფთა და ბასრი მაკრატლით გადაჭერით. ასე მცენარეს მოცულობით ფორმას, მეტ ყვავილს და ძლიერ ჯანმრთელობას მისცემთ. პატარძლის ყვავილის სასიცოცხლო ძალები სწორ რელსებზე გადავა.

როცა მცენარისთვის ჭიქა ზედმეტად ვიწრო გახდება, უფრო დიდ ქოთანში გადარგეთ. სწორი მიდგომით უკვე წლის ბოლოს მდიდრული ყვავილებით თავს მოიწონებს.

ცოტა საინტერესო რამ

ყვავილებს ყურადღება მიაქციეთ. რაც უფრო მუქი ან გაჯერებულია, მით უფრო მეტი მზის სინათლე სჭირდება. უფრო ნაზი შეფერილობის ყვავილი ჩრდილში გააჩერეთ. ეს წესი ფუქსიას ყველა სახეობაზე მოქმედებს.

იდეალური წესი მოსარწყავად – 2 სანტიმეტრის წესი. თუ მიწა ამ სიღრმეზე ან უფრო მეტად გახმება, ყვავილი უნდა მორწყათ. ხშირი მოურწყველობით ან ჭარბი მორწყვით ფუქსიას ლამაზი ყვავილები დაცვივდება. სხვათა შორის, სარწყავი წყალი 1 დღე ოთახის ტემპერატურაზე უნდა დააყენოთ.

პატარძლის ყვავილი შეიძლება დაიღუპოს, თუ შენობაში ტემპერატურა 22 გრადუსზე მაღალი იქნება. ამას ყურადღება მიაქციეთ და საჭიროების შემთხვევაში მცენარე ჩრდილში გაიტანეთ. ასევე დანამვა არ დაგავიწყდეთ, ესეც დაგეხმარებათ.

გვიანი შემოდგომა და ზამთარი – პერიოდები, როცა პატარძლის ყვავილიდან ლამაზ გარეგნობას არ უნდა ელოდოთ. ამ დროს სიბნელეში გაიტანეთ და მორწყვა შეამცირეთ. ასე ფოთლების ნაწილი დაცვივდება, მაგრამ გაზაფხულის მზის პირველივე სხივებზე ისე გაიღვიძებს, თითქოსდა არაფერი მომხდარა.

ზაფხულის პერიოდში ყვითელი ფოთლები აზოტის და მაგნიუმის დეფიციტის ნიშნებია. ყურადღება მცენარის გამოკვებას მიაქციეთ. ფოთლებზე მცირე ლაქები საუბრობს, რომ მცენარე ბევრ მზის სინათლეს იღებს. ქოთანი სხვა ადგილას გადადეთ.

მავნებლები, რომლებმაც შეიძლება ყვავილი დააზიანონ: ფრთათეთრა (თეთრი პატარა ბუზები) და წითელი ობობის ტკიპა. პირველ შემთხვევაში პრეპარატი „აქტარა“ გამოგადგებათ. მეორე შემთხვევაში გამოიყენეთ „ფიტოფერმა“ და „კონფიდორი“. ეს პარაზიტები, ძირითადად, ბაღში გვხვდება და ოთახის ფუქსიას იშვიათად აზიანებს.

რედაქციისგან

ვიმედოვნებთ, მოგეწონათ ჩვენი ინსტრუქცია, როგორ გაზარდოთ ლამაზი ფუქსია (პატარძლის ყვავილი). ზოგიერთი მომენტი გამოცდილი მოყვარულებისთვისაც უცნობი იყო. შეიძლება ითქვას, რომ წინ ხართ. გამოცდილებით გაგებაც მოვა. დარწმუნებული ვართ, ყველაფერი გამოგივათ. წარმატებას გისურვებთ!