Connect with us

თავის მოვლა

როგორ მოვიშოროთ ცხვირ-ტუჩის ნაოჭი ერთხელ და სამუდამოდ

წყალმცენარე სპირულინა უკვე წლებია თავისი გასაოცარი თვისებებით განთქმულია. მას კანის აღდგენა, დაბერების შეფერხება, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება შეუძლია და უჯრედებზე გამაჯანსაღებელ ეფექტს ახდენს. ამასთან ცხვირ-ტუჩის ნაოჭთან ბრძოლაშიც საკმაოდ ეფექტურია.

ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ სპირულინა კოლაგენის წარმოებას სტიმულირებს. თუ ამ წყალმცენარემ დაგაინტერესათ და ნაოჭები გაწუხებთ, ეს ნიღაბი სცადეთ. ნიღაბი კანის ელასტიკურობის და სიჯანსაღის დაბრუნებაში დაგეხმარებათ.

ნიღბის მოსამზადებლად შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:

  • 2 ჩ/კ ჟელატინი
  • 4 აბი სპირულინა
  • 0,5 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • 2 წვეთი A ვიტამინი

ჟელატინს ¼ ჭიქა თბილი, ანადუღარი წყალი დაასხით და 30 წუთით გასიება აცადეთ. შემდეგ წყლის ორთქლზე ოდნავ შეათბეთ.

ამ დროში სპირულინას 2 ს/კ წყალი დაასხით, დაჭყლიტეთ, ლიმონის წვენი და თხევადი A ვიტამინი დაუმატეთ.

ჟელატინს აურიეთ და ცხვირ-ტუჩის ნაკეცზე 15 წუთით დაიდეთ.

შეგიძლიათ ნიღაბი მთელ სახეზე დაიდოთ, მაგრამ თვალის ირგვლივ არეს მოერიდეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.