Connect with us

თავის მოვლა

როგორ მოვიშოროთ თვალების ქვეშ ჩალურჯებები სახლის პირობებში

ქალებს შეიძლება ასობით მიზეზი ჰქონდეთ, რის გამოც დილით თავს მხნედ ვერ გრძნობენ: წვეულება, ძუძუთი კვება, კვარტალური ანგარიში, რომანტიკული ვახშამი და ა.შ. თუმცა რაც არ უნდა იყოს მიზეზი, სასიამოვნო თუ არც ისე, ასეთი ღამეების შედეგი ყოველთვის ერთნაირია: დაღლილი ხედვა და თვალების ქვეშ ჩალურჯებები.

თუ თვალების ქვეშ ჩანთების პრობლემები გაქვთ, სჯობს ექიმს მიმართოთ. თუ ჯანმრთელობა ნორმაშია, ხოლო უძილო ღამეების შემდეგ გარეგნობა საუკეთესო სურვილს გიტოვებთ – ჩვენი რჩევები გამოიყენეთ. დღეს გთავაზობთ 5 ნიღაბს ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით, რომელთა პოვნას სამზარეულოში შეძლებთ!

კარტოფილის ნიღაბი

  1. გასუფთავებული კარტოფილი გახეხეთ და თანაბარი პროპორციით შვრიის ფქვილი აურიეთ (თითო სუფრის კოვზი).
  2. ნარევს ცოტა რძე დაუმატეთ ისე, რომ სქელი ფაფა მიიღოთ და მიღებული ნიღაბი თვალის ირგვლივ კანზე წაისვით. 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

კიტრის ნიღაბი

  1. კიტრი წვრილ სახეხზე გახეხეთ, ოხრახუშის ან ქინძის მწვანილი დააქუცმაცეთ.
  2. კიტრი მწვანილს აურიეთ და ამდენივე არაჟანი დაუმატეთ (სჯობს თითო სუფრის კოვზი აიღოთ). პროპორცია 1:1:1.
  3. ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ და თვალების ქვეშ 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ექსპრესს ვარიანტი:

უბრალოდ თვალებზე ახალი კიტრის რგოლები 20-25 წუთით დაიდეთ.

ხაჭოს და ჩაის ნიღაბი

  1. ხაჭო კოვზით დაჭყლიტეთ და თვალების ქვეშ 15-20 წუთით გაიჩერეთ.
  2. ნიღაბი სჯობს ცივ შავ ან მწვანე ჩაიში დასველებული ბამბის დისკით ჩამოიბანოთ და არა გამდინარე წყლით.

ექსპრესს ვარიანტი:

თუ ხელთ ხაჭო არ გაქვთ და დროც ცოტა გაქვთ – თვალებზე გამოყენებული ჩაის პაკეტი დაიდეთ.

ოხრახუშის ნიღაბი

  1. ოხრახუშის ფოთლები და ღეროები დააქუცმაცეთ და 2 ჩ/კ ცხიმიანი ხაჭო კარგად აურიეთ.
  2. ცოტა რძე დაუმატეთ (ხაჭოს და რძის ნაცვლად შეგიძლიათ ნახევარი ს/კ არაჟანი გამოიყენოთ) და მიღებული ნიღაბი თვალებს ქვეშ მუქ წრეებზე წაისვით. 15-20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ან ჩაის სუსტი ნაყენით ჩამოიბანეთ.

ნიგვზის ნიღაბი

  1. გასუფთავებული ნიგოზი ფქვილის მიღებამდე ყავის საფქვავში დაფქვით.
  2. 2 ჩ/კ ნიგვზის ფქვილს 1 ს/კ გამდნარი კარაქი აურიეთ.
  3. 2-3 წვეთი ნატურალური ლიმონის ან ბროწეულის წვენი დაუმატეთ და ნიღაბი თვალების ირგვლივ კანზე 15-20 წუთით წაისვით. გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

სამწუხაროდ, თვალების ქვეშ ჩალურჯებით ქალი უფრო ასაკოვნად გამოიყურება. როცა მხოლოდ 20 წლის ხართ, ეს პრობლემა არაა. აი, როცა 30-ს მიუახლოვდებით, სჯობს არ იზარმაცოთ, 10 წუთით ადრე ადგეთ და გარეგნობაზე ზრუნვას დრო დაუთმოთ. ძალიან კარგია, როცა უძილო ღამეების შესახებ მხოლოდ თქვენ იცით!

ქალური საიდუმლოებები მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.