სხვა
როგორ მოვახდინოთ ბალიშისა და მატრასის სწორი დეზინფექცია
სუფთა და მტვრის ტკიპისგან თავისუფალი გარემო აუცილებელია ნებისმიერი სახლისთვის. თუმცა ამის მიღწევა ყოველთვის იოლი არ გახლავთ. არსებობს რთულად მისაწვდომი ადგილები რომელბიც ხშირად გვავიწყდება, არსებობს ისეთი ადგილებიც რომელთა გასაწმენდად უბრალოდ ცოდნა არ გვყოფნის. ეს უკანასკნელი შემთხვევა – საძინებელს ეხება, მაშინ როცა საქმე ბალიშისა და ლეიბის დეზინფექციამდე მიდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რადგან საწოლში ჩვენ საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ, მასშვი გვძინავს და ამაზე ჩვენი დასვენების ხარისხია დამოკიდებული. მართალია ზეწარი და ბალიშისპირი გარკვეულწილად ბარიერს წარმოადგენს მაგრამ, ბალიშისა და ლეიბის სწორი დეზინფიცირების ცოდნა მაინც აუცილებელია!
თუ სახლში ბევრი მტვერია ძილისა და დასვენების ხარისხი საგრძნობლად მცირდება.
დღეს ბალიშის, საბნისა და ლეიბის დეზინფექციის უამრავი საშუალებები არსებობს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ნატურალურ ალტერნატივებს გირჩევთ. ეს ყველაზე ჯანსაღი ვარიანტი იქნება რადგან მისი მავნე ზემოქმედების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.
როგორ გავაკეთოთ მატრასის დეზინფექცია?
პირველი რასაც გირჩევთ – არ გაასწოროთ ლოგინი ადგომისთანავე! თუ საწოლს ადგომისთანავე გაასწორებთ, მათთან ერთად მასში არსებულ დაუმატიჟებელ “სტუმრებსაც” შეფუთავთ და შეინახავთ. აჯობებს ჯერ განიავება აცადოთ საწოლს, უკეთესი იქნება თუ მას მზის შუქიც მოხვდება. მზე და ჰაერი მავნე მიკროოგანიზმების მთავარი მტრები არიან. აჯობებს საწოლი ადგომიდან ერთი საათის შემდეგ გაასწოროთ.
თუ უფრო აქტიური ზემოქმედება გირჩევნიათ, გთავაზობთ საკვები სოდისა და ეთერზეთების სადეზინფექციო თვისებები გამოიყენოთ.
ინგრედიენტები:
- 2 სუფრის კოვზი საკვები სოდა (20 გრამი)
- 2 წვეთი ბეგქონდარა
- 2 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი
- 2 წვეთი ლავანდის ეთერზეთი
რა უნდა გავაკეთოთ?
- ჯერ აურიეთ სოდა სხვა ინგრედიენტებთან ერთად.
- მიღებული ნარევი საცერით ლეიბს მოაყარეთ და დატოვეთ 1 დღით.
- დროის გასვლის შემდეგ, მატრასი მტვერსასრუტით გაასუფთავეთ, რათა შინაურული სარეცხი საშუალების ნარჩენები მოაცილოთ.
ამ პროცედურის შემდეგ თქვენი მატრასი ახალივით იქნება. სისუფთავის სუნი გაგაოცებთ და სრულფასოვანი ძილის გარანტიც გახდება.
როგორ მოვახდინოთ ბალიშების დეზინფექცია?!
ამ შემთხვევაში დასახმარებლად სარეცხ მანქანას მივმართავთ.
საკვები სოდა და ძმარი
ალბათ იცით, რომ თეთრეულისთვის ბევრი არომატიზირებული კონდიციონერი არსებობს, მაგრამ, ჩვენ ნატურალურ საშუალებებს გამოვიყენებთ!
ყურადღება მიაქციეთ, რომ ღამის განმავლობაში ოთახში ნახშირორჟანგისა და ჟანგბადის პროპორციები საგრძნობლად იცვლება, ამიტომ აუცილებელია, რომ ჟანგბადი საკმარისი იყოს. აუცილებელია ვიზრუნოთ ოთახში არსებული ჰაერის ხარისხზე.
ინგრედიენტები:
- ნახევარი ჭიქა საკვები სოდა (50 გრამი)
- 1 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი (10 მილიგრამი)
რა უნდა გავაკეთოთ?!
- უბრალოდ ჩატვირთეთ თქვენი ბალიში სარეცხ მანქანაში და შინაურული სადეზინფექციაო საშუალება დაუმატეთ
- შეგიძლიათ ორჯერ გარეცხოთ
- ბალიშები სასურველია გააშროთ მზეზე.
ეს უბრალო რჩევები ლეიბისა და ბალიშის სწორ დეზინფექციაში დაგეხმარებიან. როგორც ხედავთ რთული სულაც არ არის და რაც მთავარია არანაირი ქიმიური საშუალებები არ არის საჭირო, ყველაფერი ნატურალური, შინაურული მეთოდებით ხდება.