Connect with us

თავის მოვლა

როგორ მოვამზადოთ ხარისხიანი გომაჟი მანი-ფაფისგან – ნაზი სკრაბი თქვენი სახისთვის

კოსმეტოლოგია ვითარდება. ყოველწლიურად, მეცნიერები, სილამაზის სფეროში, ახალთახალ სასარგებლო ნივთიერებებს პოულობენ, კანის გასაახალგაზრდავებლად. ისინი იგონებენ პროცედურებს, რომლებიც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში არაერთ ქალს დაეხმარება. ამავდროულად, გამოცდილი დიასახლისები მისდევენ ტრენდებს და ადაპტირდებიან საშინაო გამოყენებაზე. იგივე სახის საშინაო პილინგები – საყვარელი საშუალებაა ლამაზი სქესის წარმომადგენლებისთვის.

ამ საშუალებების უმეტესობა ნატურალური პროდუქტებისგან მზადდება. აგრეთვე, ჩვენს ქალებს ზღვის მარილი ძალიან შეუყვარდათ, რამდენადაც იგი სრულყოფილად ასრულებს სკრაბის ფუნქციას, თუმცა, სახის კანის დაზიანება რომ ავიცილოთ თავიდან, რეკომენდებულია გომაჟის გამოყენება. ასეთი პროცედურა სილამაზის სალონებში სულ ახლახან გაჩნდა, თუმცა უკვე უამრავი ლამაზმანის გული მოიგო. აი, რატომ.

რა არის გომაჟი

ყველამ იცის, რომ ადამიანის კანის ზედა ნაწილს, ეპითელიუმს, აქვს შემდეგი თვისება – მისი უჯრედები იღუპებიან და რეგენერირდებიან. თუმცა, ამ მოქმედების პროცესში სახე სილამაზეს ვერ ასხივებს. მშრალი კანი გვხვდება აქა-იქ, სადღაც იქერცლება, გვიფუჭებს გარეგნობასა და განწყობას.

სწორედ ასეთ შემთხვევებში, კოსმეტოლოგები გვირჩევენ გომაჟ-ნიღბების გამოყენებას. ფრანგულიდან, სიტყვა “გომაჟი” ნიშნავს “საშლელს”, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს საშუალება თქვენი სახიდან ნებისმიერ ნაკლს შლის.

სხვათა შორის, ეს ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო პროცედურა, სილამაზის სალონებში, საკმაოდ ძვირადღირებულია. თუმცა, იქ ამ პროცედურის დროს გამოიყენებენ ქიმიურ ნივთიერებებს, ჩვენ კი აბსოლუტურად ნატურალურ რეცეპტს გთავაზობთ.

ამ ნიღბის კომპონენტების შეძენა შეიძლება ნებისმიერ აფთიაქში ან სურსათის მაღაზიაში, მის მომზადებას კი 10 წუთიც არ სჭირდება. შედეგად, ვიღებთ რბილ პილინგს, კანის კვებისა და დატენიანების ეფექტით.

როგორ მოვამზადოთ ნიღაბი-გომაჟი საშინაო პირობებში

ინგრედიენტები

  • 3 ჩ.კ. მანი-ფაფა
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ჩ.კ. ვაშლის წვენი
  • 3 წვეთი E ვიტამინი
  • 4 წვეთი A ვიტამინი
  • 1 ს.კ. კეფირი
  • 3 ჩ.კ. შვრიის ფაფა

მომზადება და გამოყენება

1. ღრმა თასში გახსენით მანი 40-გრადუსიან წყალში. დააყენეთ 1-2 წუთით და სათითაოდ დაუმატეთ ყველა დანარჩენი პროდუქტი. კარგად მოურიეთ მასას. ვაშლისა და ლიმონის წვენი მოამზადეთ თქვენ თვითონ, რათა მათ ნატურალურობაში დარწმუნდით.

2. დაიტანეთ ნიღაბი გაწმენდილ სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთით. შემდეგ დაიზილეთ თითის ბალიშებით სახე, ზემოდან ქვემოთ. ნიღბის ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და ტენიანი პირსახოცით. გაიმეორეთ პროცედურა ცხიმიანი კანისთვის კვირაში სამჯერ, ხოლო მშრალისთვის – კვირაში ერთხელ.

ნიღაბი-გომაჟი მოქმედებს უფრო ნაზად, ვიდრე სკრაბი. ალერგიის გაჩენის ალბათობა ძალიან მცირეა, თუმცა, თავის დაზღვევა არ გვაწყენდა. პროცედურის დაწყებამდე, შეამოწმეთ ნიღაბი ალერგიულობაზე იდაყვის შიდა ნაწილზე. ამასთან, ასეთი საშუალება არამხოლოდ სახეს, არამედ ხელებსაც უხდება. უბრალოდ დაუმატეთ მას კიდევ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი.