Connect with us

ყვავილები

როგორ მოვამზადოთ ოთახის მცენარეები ზამთრისთვის, რომ გაზაფხულზე უხვად აყვავილდეს

ოთახის მცენარეების გაზრდა მარტივი საქმე არაა. თუ თუნდაც ერთი მწვანე მეგობარი გყავს, ალბათ, მისი მოვლის სირთულეებს უკვე შეეჯახეთ. მაგალითად, როგორ უნდა გამოკვებოთ ყვავილი და, რაც მთავარია, როგორ მოვამზადოთ ზამთრისთვის?

ზამთარი უკვე ახლოვდება, ამიტომ დროა რამდენიმე ხრიკით შეიარაღდეთ. მათი დახმარებით ოთახის მცენარეებს სიცივისგან დაიცავთ.

ოთახის მცენარეებს გაზრდა

თუ მცენარის მოვლის სტანდარტულ პრინციპებს იცავთ, მათ შეიძლება ზამთარი ვერ გადაიტანონ. ეს რომ არ მოხდეს, საკმარისია 6 მთავარი წესი იცოდეთ. მათ შესახებ მებაღეობის შესახებ სასარგებლო ბლოგიდან გავიგეთ, რომელსაც მაქსიმ ტურანსკი მართავს.

განათება

შემოდგომა–ზამთრის პერიოდში პირველი პრობლემა მზის ნაკლებობაა. ამის გამო ოთახის მცენარეები მკვებავ ნივთიერებებს ვერ აწარმოებენ. შედეგად, მზად არიან მარაგი დახარჯონ, ფოთლები დაკარგონ, გაიწელონ და გაფერკმრთალდნენ. ამ დროს ქოთნები ფანჯრის რაფაზე დააწყვეთ, ამასთან ყურადღება მიაქციეთ, რომ მცენარეს მზის სინათლე არ მოხვდეს.

დამატებითი სინათლე

სახლის პირობებში ხშირად იყენებენ ხელოვნურ სინათლეს: ყვითელი ან თეთრი. თუ სინათლეზე ექსპერიმენტების ჩატარება გსურთ, რამდენიმე დეტალი გაითვალისწინეთ. პირველ რიგში, დამატებითი ნათურა 8-12 საათი უნდა მუშაობდეს. ამასთან, განრიგით უნდა ირთვებოდეს და ითიშებოდეს.

მეორეც, ხელოვნური განათების სიძლიერე უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი სინათლის წყაროს. თუ განათება ხარისხიანია, მასზე შეხედვა გაგიჭირდებათ. ერთი ოთახის მცენარისთვის 20-30 ვატის ნათურა საკმარისი იქნება. თუ საქმე ეხება, მაგალითად 1 კვ. მ. სუკულენტებს ან კაქტუსებს, 100-200 ვატის ნათურა დაგჭირდებათ.

გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ სინათლის წყაროსა და მცენარეს შორის საშუალო დაშორება 30 სმ უნდა იყოს. ეს იდეალური მაჩვენებელია, რომლის წყალობით საჭირო შედეგს მიაღწევთ.

მორწყვა

სრულყოფილი კვებისთვის მცენარეს არა მხოლოდ სინათლე და ნახშირორჟანგი, არამედ წყალი სჭირდება. მზის სინათლის რაოდენობა მცირდება, ამიტომ მწვანე მეგობარს წყლის ძველებური მოცულობა არ სჭირდება. წყლის რაოდენობა შეამცირეთ.

ამასთან, ნიადაგის ტენიანობას ყურადღება მიაქციეთ. სჯობს ნიადაგის ზედა ფენა გამოაშროთ. ასე მიკრობების განვითარებას შეაფერხებთ და ფესვების ჰაერის ცვლას აღადგენთ. სხვათა შორის, მიწაში ტენიანობის შესამოწმებლად შეგიძლიათ სპეციალური სენსორი გამოიყენოთ.

ტენიანობა

თუ ბინაში ცენტრალური გათბობა გაქვთ, წარმოდგენა გაქვთ, თუ რას ნიშნავს დაუნდობელი სითბო. მცენარეს ასეთ პირობებში გაძლება უჭირს, რადგან მუდმივად ფოთლებიდან ტენის აორთქლება უწევს. ამან შეიძლება გამოიწვიოს კვირტების ან ყლორტების გახმობა და ყავისფერი ქერქის გაჩენა გამოიწვიოს. გარდა ამისა, მშრალი ჰაერის გამო მავნებლები ჩნდება. მაგალითად, ობობის ტკიპა.

მსგავსი პრობლემა თავიდან რომ აიცილოთ, ჰაერი ხარისხიანად დაატენიანეთ. ამ მიზნით სპეციალური დამატენიანებელი ან სათბური გამოიყენეთ. სათბური შეიძლება უწოდოთ ნებისმიერ მოწყობილობას. მაგალითად, მინის ქილა ან ჩაჩი, კონტეინერი ან ნახევრად გამჭირვალე პაკეტი, რომლის შიგნით ერთი და იმავე დონის ტენიანობა უნდა შეინარჩუნოთ.

ტემპერატურა

ოთახის მცენარე 18-22 გრადუს ტემპერატურაზე თავს კომფორტულად გრძნობს. სწორედ ამიტომ, წლის ცივ პერიოდში მცენარეები ორპირი ქარისგან უნდა დაიცვათ. ზოგიერთ მცენარეს ტემპერატურის ცვლილებები არ აღელვებს, მაგრამ გარისკვა არ ღირს. მით უმეტეს ტემპერატურის რეგულირება ჩვეულებრივი გრადუსით ან სპეციალური სენსორით შეიძლება.

გადარგვა და გამოკვება

გახსოვდეთ, რომ გადარგვით მცენარე სტრესს განიცდის. შემოდგომა–ზამთრის პერიოდში ისედაც დასუსტებულია. სწორედ ამიტომ, მსგავსი პროცედურა დათბობამდე გადადეთ. გარდა ამისა, გამოკვებამ არ უნდა გაგიტაცოთ. ზამთარში აქტიური ზრდა ჩერდება, ამიტომ ოთახის მცენარეს მინერალური სასუქი დიდად არ სჭირდება.

თუ მცენარემ ძლიერი სტრესი გადაიტანა, სპეციალური სტიმულატორის გამოყენება ზედმეტი არ იქნება. ასეთი პრეპარატები მცენარეს ახალ პირობებთან შეგუებაში დაეხმარება. ასე მცენარე ახალ ტემპერატურას ან მშრალ ჰაერს შეეგუება.

ასეთი წინასწარი ზომების მიღებით, ოთახის მცენარის მოვლა შემოდგომა–ზამთრის პერიოდში მარტივად ჩაივლის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები გამოგადგათ. თუ რაიმე ხრიკი იცით, კომენტარებში აუცილებლად გაგვიზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.