Connect with us

ჰოროსკოპი

როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები დაშორების შემდეგ?

როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები დაშორების შემდეგ?

ვერძი

ვინმეს დაშორების შემდეგ ვერძის საქციელს გონივრული ახსნა არ აქვს. ალბათ, ამის მიზეზი თანდაყოლილი შურისძიების სურვილია. ვერძს იმ ადამიანისთვის ტკივილის მიყენება სიამოვნებს, ვინც მას წარსულში გული ატკინა. თუმცა ეს თქვენს საქციელს არ ამართლებს. დაშორების შემდეგ ყოფილი პარტნიორის საუკეთესო მეგობართან ან ოჯახის წევრთან სექსის ძლიერი სურვილი შეიძლება გქონდეს.

კურო

თქვენ ყველაზე უკეთე იცით, როგორ გადაიტანოთ დაშორება. თქვენ წერას იწყებთ. ამ პრობლემაში ვინმეს ჩარევა არ გსურთ, ამიტომ საკუთარი გრძნობები და ემოციები ქაღალდზე გადაგაქვთ.

ტყუპები

ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ნამდვილი ჭორიკანა ხდებით. პარტნიორის შესახებ სხვადასხვა ჭორების გავრცელებას იწყებთ, რომ საკუთარი თავი უკეთ წარმოაჩინოთ. დაშორებას შეჯიბრებად აღიქვამთ და თვლით, რომ ჭორების გავრცელება მოგებაში დაგეხმარებათ. თუმცა, ასეთი ქცევა ყოველთვის თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

კირჩხიბი

ცდილობთ, საკუთარი ჭურვიდან არ გამოხვიდეთ. როცა ვინმე გიყვარდებათ, ცხოვრების სილამაზის აღქმას იწყებთ და კომფორტის ზონას ტოვებთ. დაშორების შემდეგ სასოწარკვეთილება გიპყრობთ. ძველ ცხოვრებასთან დაბრუნება არ გსურთ და პარტნიორს დარჩენას ემუდარებით მაშინაც კი, თუ უკვე ყველაფერი დასრულებულია.

ლომი

დაშორება თქვენს სიამაყეს ზიანს აყენებს. არ გსურთ, რომ მეგობრებმა თქვენი წარუმატებლობა დაინახოს. რეპუტაციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. ამ მიზეზით დაშორების შემდეგ ისე იქცევით, თითქოსდა ყველაფერი დაგეგმილი გქონდათ. უფრო მეტიც, მეგობრებთან ამ თემაზე ხუმრობას იწყებთ.

ქალწული

დაშორების შემდეგ თქვენი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ურთიერთობის გაწყვეტას ნულიდან ყველაფერის შესაძლებლობად აღიქვამთ. სპა-სალონურ პროცედურებს იტარებთ და ახალ ვარცხნილობას იკეთებთ, გარდერობს მთლიანად ცვლით. შეიძლება ახალი ჰობი იპოვოთ ან ცხოვრების წესი და სამუშაო სრულად შეცვალოთ.

სასწორი

თქვენთვის ბალანსი, მშვიდობა და ჰარმონია ძალიან მნიშვნელოვანია. როცა პარტნიორი ურთიერთობას წყვეტს, ყველაფერი იცვლება. საკუთარი თავის განებივრებას იწყებთ და უკიდურესობამდე მიდიხართ. უკვე აღარ იცით, რა არის ზომიერება. ასე დაშორების შემდეგ ტკივილის ჩახშობას ცდილობთ.

მორიელი

ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ისე იქცევით, თითქოსდა ფილმის „ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათების“ გმირი ხართ. თქვენ ყველა იმ ნივთს აგდებთ, რაც მას გახსენებთ. ცდილობთ, დაივიწყოთ. ამას კი მარტივად შეძლებთ, თუ მის არსებობას დაივიწყებთ. სწორედ ამიტომ, ყოფილი პარტნიორის ნივთები წამიერად სანაგვე ყუთში ხვდება.

მშვილდოსანი

თქვენში მოგზაურის სულისკვეთება და კატის ცნობისმოყვარეობა ცხოვრობს. გსურთ სამყარო შეისწავლოთ. როგორც კი ურთიერთობას წყვეტთ, ყველაფერი იცვლება. ცდილობთ საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ.

თხის რქა

ყოფილ პარტნიორზე შურისძიება გიყვართ, მაგრამ თქვენს მეთოდებს კარდინალურს ვერ ვუწოდებთ. ცხოვრებაში გადაჭარბებული დრამატიზმი გახასიათებთ, ამიტომ დაშორების შემდეგ ყოფილის ყველა ნივთს შეაგროვებთ და მას დაუბრუნებთ.

მერწყული

თქვენ ყოფილი პარტნიორის მეგობარს ებღაუჭებით. მასთან მეგობრობის გაგრძელებით  ცდილობთ, ყველას აჩვენოთ, თუ როგორი მშვენიერი ადამიანი ხართ. გსურთ, რომ მან დაშორება ინანოს და ამისთვის მის მეგობრებს იყენებთ.

თევზები

თქვენ ყველაზე უცნაური ზოდიაქოს ნიშანი ხართ. დაშორების შემდეგ სოციალურ ქსელში ყალბ ანგარიშს ქმნით, რომ ყოფილის ყველა ნაბიჯს თვალი ადევნოთ. ამას ნორმალურ საქციელს ვერ ვუწოდებთ. ეცადეთ ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ უფრო პროდუქტიული იყოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.