Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს სწორი კვების დახმარებით

ადრე თუ გვიან სხეულის ფორმების პრობლემები პრაქტიკულად ნებისმიერ ქალს აწუხებს. პრობლემები განსხვავებულია, მაგრამ ცელულიტის საკითხი ყველას აწუხებს. როგორ ვებრძოლოთ ამ უსიამოვნებას? ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რას ჭამთ.

კვების ცვლილება

რაციონიდან გამორიცხეთ ან მინიმუმამდე დაიყვანეთ შემდეგი პროდუქტები:

  • ყველა კონსერვი, განსაკუთრებით კონსერვები პომიდვრით და სუფრის ძმრით;
  • ნებისმიერი ცხიმიანი ხორცი, შებოლილი და შემწვარი;
  • სწრაფი კვების პროდუქტები, ჩიფსები;
  • რაფინირებული შაქარი და მისგან ნაწარმი პროდუქტები;
  • ალკოჰოლი (გამონაკლისი მშრალი წითელი ღვინო მცირე პორციებით);
  • ყავა, ძლიერი შავი ჩაი, გაზიანი სასმელები
  • ფქვილის ნაწარმი (პური, ტორტი, ღვეზელი)

თქვენს რაციონში უნდა ჭარბობდეს შემდეგი პროდუქტები:

  • ხახვი და ნიორი;
  • მოთუშული ბოსტნეული, როგორც ცილოვანი კერძების გარნირი;
  • ფრინველის ხორცი, განსაკუთრებით ინდაური;
  • რძისმჟავე პროდუქტები 5%-მდე ცხიმიანობით;
  • ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, წყალმცენარე;
  • მთელი მარცვლეულის პური და ფაფა;
  • თქვენს რეგიონში გაზრდილი ხილი;
  • ჩირი და თაფლი შაქრის ნაცვლად;
  • სალათი მწვანე ფურცლოვანი ბოსტნეულით მცენარეული ზეთით (მზესუმზირა, ზეითუნი, ნიგოზი, სელი) მორთული;

კერძები თავად მოამზადეთ

ნახევარფაბრიკატები არ გამოიყენოთ. დაიცავით რამდენიმე პრინციპი, რომლებიც კერძებს „ანტიცელულიტურს“ გახდის:

  • ბოსტნეულის წვნიანი მოხარშეთ;
  • ხორციან ბულიონზე უარი თქვით;
  • კერძებს დაუმატეთ სანელებლები და არომატული ბალახები: წითელი წიწაკა, ქინძი, კვლიავი, კამა, კურკუმა, ზაფრანა, რეჰანი, მაიორანი. სანელებლებში შემავალ ეთერზეთებს ბუნებრივი ბაქტერიოციდული თვისებები აქვთ, რომლებიც ანტიბიოტიკების მსგავსად მოქმედებენ, მაგრამ მათგან განსხვავებით ორგანიზმზე უარყოფით რეაქციებს არ ახდენენ.
  • სუფთა წყალი, ბალახების ჩაი დალიეთ. ჩაის მოსამზადებლად ფარსმანდუკი, მრავალძარღვა, გვირილა, ჭინჭრის ფოთლები, კენკრის ბუჩქები და ვარდკაჭაჭა გამოიყენეთ.
  • უალკოჰოლო სბიტენი მოხარშეთ. სასმელი საჭმლის მონელებას უზრუნველყოფს და ტოქსინებს ანეიტრალებს.
  • დღეში 2 ლიტრამდე წყალი დალიეთ, ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 3 საათის შემდეგ.

ორგანიზმი გაწმინდეთ

კვების კორექციასთან ერთად ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა აუცილებელია. ექიმს კონსულტანციისთვის მიმართეთ!

მეტი იმოძრავეთ

მოძრაობას, განსაკუთრებით სუფთა ჰაერზე ყოფნას დიდი ყურადღება დაუთმეთ. ყოველდღე ფეხით 3-4 კმ გაიარეთ. ეს შეიძლება იყოს სამსახურისკენ ან სახლისკენ მიმავალი გზა, ბავშვებთან ერთად და მაღაზიებში გასეირნება. ფიზიკური ვარჯიშების, განსაკუთრებით პრობლემური ზონებისკენ მიმართული ვარჯიშების რეგულარულად შესრულება აუცილებელია.

მასაჟი არ დაგავიწყდეთ

გარეგანი ზემოქმედების მეთოდებიდან ყველაზე ეფექტურია მასაჟი: პროფესიონალური ხელით და აპარატით. პროცედურა კარგ ანტიცელულიტურ შედეგს მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშთან კომბინაციაში მოგცემთ. სპორტული მასაჟი კუნთებზე ზემოქმედებას და კანქვეშა ცხიმის უხეშ კორექციას ახდენს.

აპარატის მეთოდებიდან რაღაც კონკრეტული უნდა შეარჩიოთ, შერჩევითად იმოქმედეთ. LPG –  ეს მექანიკური მასაჟია სპეციალური გორგოლაჭებით, რომლითაც პრობლემურ ზონებს ამუშავებენ. მისი გამოყენება ფეხსა და დუნდულებზე უსაფრთხოდ შეიძლება, მაგრამ მუცლის ღრუსთვის ფრთხილად უნდა გამოიყენოთ: ზედმეტად აგრესიულია ამ ზონისთვის, რომელიც ნაზ ორგანოებს მალავს.

ანტიცელულიტური კრემი, ყველა შესაძლო სახვევი მხოლოდ ანტიცელულიტური პროგრამის ნაწილად უნდა განიხილოთ. კოსმეტიკური საშუალება მხოლოდ კანზე მოქმედებს და კანქვეშა ცხიმის ფენამდე ვერ აღწევს.

როდის?

ხილულ ეფექტს უკვე 3 თვის შემდეგ დაინახავთ:

  • პირველ რთვეში ორგანიზმი კვების ახალ რეჟიმს მიეჩვევა.
  • მეორე თვეში ნაწლავების გაწმენდა მოხდება.
  • მესამე თვეში – ღვიძლის გაწმენდა. უკვე 3-4 კვირაში ახლობლები შეამჩნევენ, თუ რამდენად დამშვენდით: მოცულობა შემცირდება, მუცლის ქსოვილების ზედაპირი სასიამოვნოდ გლუვი გახდება.

მთავარია – თანმიმდევრობის პრინციპი: დღითი დღე ჯანსაღი ცხოვრების ახალი პრინციპი დაამატეთ, მას მიეჩვიეთ, სანამ შეზღუდვა ჩვევად არ გექცევათ. საკუთარ თავს ენდეთ, იმოქმედეთ და სარკეში თქვენი გამოსახულებით გაიხარეთ!

რა არის ცელულიტი?

დავა იმის შესახებ, თუ რა არის ცელულიტი, დღემდე მიმდინარეობს. ყველაზე პოპულარული ვერსია ასეთია: ცელულიტი ესაა:

  • კანქვეშა-ცხიმოვანი უჯრედების დაავადება.
  • მეორადი სქესობრივი ნიშანი, კანქვეშა-ცხიმოვანი უჯრედების რაღაც განსაკუთრებული სტრუქტურა, რომელიც დამახასიათებელია ქალებისთვის და მათ ორგანიზმში ესტროგენების, ქალის სასქესო ჰორმონების, არსებობითაა განპირობებული.
  • კანქვეშა-ცხიმოვანი უჯრედების დისტროფული ცვლილება, რაც ორგანიზმის დაჭუჭყიანებით არის გამოწვეული.

რა იწვევს ცელულიტს?

ქალის ორგანიზმში კანქვეშა ცხიმს ფოროვანი სტრუქტურა აქვს. ჩვეულებრივ, როცა სხეული ჯანმრთელია და უჯრედები სუფთაა, მათი ზედაპირი სწორია და ერთმანეთს არ აჯდება. ასე ახალგაზრდობაში ხდება, როცა ღვიძლი ყველა შესაძლო ნარჩენებით და ქიმიური ნივთიერებებით გადატვირთული არაა, ხოლო სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა აქტიურად ხდება.

ასაკთან ერთად, როცა ტოქსინების რაოდენობა იმატებს (ისინი ორგანიზმში ბინძური წყლით, უხარისხო საკვებით, ჰაერით, გამონაბოლქვით ხვდება), ღვიძლი თანდათანობით დროულად განეიტრალებას წყვეტს და ტოქსინები ცხიმოვან უჯრედებში გროვდება, რითაც მათ ფორმას არღვევს.

ასეთი არასწორი ფორმის ცხიმოვანი დაგროვება იმ ადგილებში კონცენტრირებული, სადაც კუნთები ყველაზე ნაკლებად იტვირთება. დუნდულებზე, ბარძაყების გვერდითა ნაწილებში, წინამხრის უკანა მხარს, მუცელზე.