Connect with us

ყვავილები

როგორ დავსეროთ კარტოფილი დარგვამდე, რომ მოსავალი გაორმაგდეს

ხარების დღესასწაული უკვე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დარგოთ ყველაფერი, რაც ნაყოფს იღებს და მოსავალს შემოდგომაზე იძლევა. უბრალოდ მიწაში დარგვა საკმარისი არაა. დარგვამდე მასალა უნდა მოამზადოთ. ამის გარეშე არ გამოვა! შეგიძლიათ ამ პროცესს გვერდი აუაროთ, მაგრამ შედეგი განსხვავებული იქნება: მოსავალი ნაკლებად გაგახარებთ. მაგალითად, კარტოფილს დარგვამდე განსაკუთრებული მომზადება სჭირდება.

გამოცდილმა მეაგარაკეებმა და მებოსტნეებმა იციან, თუ რა და როგორ გააკეთონ. თუ დამწყები ხართ, Alltime-ს სტატიიდან გაიგებთ, როგორ უნდა მოიქცეთ. შემოდგომაზე მადლიერებით გაგვიხსენებთ. დასარგავი კარტოფილი საშუალო ზომის (შეგიძლიათ უფრო მსხვილი ბოლქვები აიღოთ, ოღონდ სპეციალურად უნდა დასეროთ) და ყოველგვარი ხარვეზების გარეშე უნდა იყოს.

დასარგავი კარტოფილი

ხშირად გინახავთ კარტოფილის ამოთხრისას „ბარდა“? როგორც ამბობენ, არც საკუთარი თავისთვის, არც ხალხისთვის. ჩვეულებრივ, ასეთ კარტოფილს ღორებს ან ქათმებს აძლევენ. განსხვავებული შედეგის მისაღებად უბრალოდ განივად უნდა ჩაჭრათ! თუ სათეს კარტოფილზე ასე გააკეთებთ, მოსავალი 30-50%–ით გაიზრდება.

ეს პროცედურა პირველი ყლორტების გამოჩენამდე უნდა გააკეთოთ. აპრილის დასაწყისი ამისთვის ოპტიმალური პერიოდია.

თუ კარტოფილი გასაღვივებლად სარდაფიდან ჯერ არ ამოგიღიათ, ან უკვე გადატანილი გაქვთ, მაგრამ ჯერ არ „გაუღვიძიათ“. კარტოფილის სწორად დასერვას ჯერ კიდევ მოასწრებთ.

რატომ უნდა ჩავჭრათ კარტოფილი

როგორც სპეციალისტები ამბობენ, პირდაპირ კარტოფილის კანში განივი ჭრილები მიძინებული გვერდითა კვირტების სტიმულირებას ხელს უწყობს. „ჩვეულებრივი“ კარტოფილისგან განსხვავებით, როცა მხოლოდ ზედა ნაწილი ღვივდება, კერბულ ბოლქვებში (მეცნიერულად ასე ეწოდება), კვება უფრო თანაბრად ნაწილდება და ყველა კვირტი მეგობრულ ყლორტებს იძლევა.

ჩვეულებრივ, მოუმზადებელ (ანუ დაუსერავი) კარტოფილში ზედა კვირტების გაღვივებისას ყლორტები თანდათან იწყებენ ნივთიერებების გამოყოფას, რომლებიც გვერდითა კვირტების გაზრდას აფერხებენ. სწორედ ამ მიზეზით „ბარდა“ იზრდება: მოსავლის აღებისას ძალიან პატარა კარტოფილის შეგროვება გიწევთ, რომელიც საჭმელად და დასარგავად შესაფერისი არაა.

კარტოფილის განივად ჩაჭრა გარანტიაა, რომ პატარა კარტოფილის მოვლენა აღარ განმეორდება. ნორმალური, დიდი ზომის ბოლქვები გაზრდას მოასწრებენ, თუნდაც ზაფხული ცხელი და წვიმიანი არ იყოს.

როგორ დავსეროთ კარტოფილი სწორად

კარტოფილის ჩაჭრის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. შეგიძლიათ კარტოფილი განივად ოდნავ ჩაჭრათ, ან წრიულად დასეროთ: დასერვა კარტოფილის მთელ ზედაპირზე ხდება. ასეთი პროცედურა ბასრი და სუფთა დანით უნდა გაკეთდეს. ყოველი ბოლქვის დასერვის შემდეგ დანას წყალი გადაავლეთ.

ახლა დიდი კარტოფილის დარგვის შესახებ. მისი უბრალოდ ჩაჭრა საკმარისი არაა. სჯობს „უკანალი“ მოაჭრათ: ზუსტად ნახევარი ან ცოტა ნაკლები ბოლქვი, ის ადგილი, სადაც აღმონაცენი არაა – მას მაშინვე დაინახავთ.

დასერვა დანით ხდება, 1-1,5 სმ სიღრმეზე. შემდეგ კარტოფილი კონტეინერებში ჩააწყვეთ და აღმონაცენებს დაელოდეთ.

მნიშვნელოვანია! დასერვას აზრი აქვს მხოლოდ პირველი ყლორტების გამოჩენამდე.

როგორ გავაღვივოთ კარტოფილი

გაღვივება, როგორც მომზადების მეთოდი, შეიძლება იყოს მშრალი და სველი.

მშრალი გაღვივება: საშუალო ხანგრძლივობა – 30 დღე (20-დან 40 დღე). წინაპირობა: სინათლე და ტემპერატურის რეჟიმის დაცვა. სინათლეზე გაღვივება საჭირო შედეგს იძლევა: ძლიერი ყლორტები ფესვების და ფოთლების ჩანასახებით. სინათლის დეფიციტისას ყლორტები ზემოთ იწევს და მკრთალი, სუსტი ხდება.

კარტოფილს სინათლე თანაბრად რომ მიაწოდოთ, მაქსიმუმ 1–2 ფენად დააწყვეთ. ყუთები ერთმანეთს დაადეთ, მაგრამ ასე მუდმივად ადგილების შეცვლა მოგიწევთ. პირველი 10-12 დღე +18+20 გრადუსზე გააჩერეთ, რომ მძინარე თვლებმა გაიღვიძოს. შემდეგ ტემპერატურას დაუწიეთ +10+14 გრადუსი. ასე ყლორტები ძლიერი იქნება, არ გადაიზრდება და დაიჭიმება.

სველი გაღვივება: ამ შემთხვევაში ბოლქვები სველ ტორფზე ან ნახერხზე ან ნეშომპალაზე დააწყვეთ და ბნელ შენობაში, +12+15 გრადუსზე შეინახეთ. პერიოდულად დატენიანება არ დაგავიწყდეთ. რა უპირატესობა აქვს? ბოლქვეების არა მხოლოდ ყლორტების, არამედ ფესვების ფორმირება, შედეგად აღმონაცენი უფრო ძლიერია. ასევე კარტოფილი ტენს და მკვებავ ნივთიერებებს ნაკლებად კარგავს. ასეთი მეთოდით გასაღვივებლად 15-20 დღე საკმარისია.

კომბინირებული გაღვივება. შეგიძლიათ გაღვივების მესამე ვარიანტი გამოიყენოთ, რომელიც ორივე მეთოდზე უკეთესია. თავდაპირველად , ბოლქვები 21 დღით სინათლეზე გააღვივეთ, ყლორტების ფორმირების შემდეგ სველ სუბსტრატზე გადაიტანეთ და კიდევ 10 დღე გააჩერეთ, სანამ მთავარ ყლორტთან ფესვები არ წარმოიქმნება.

რა არის გათბობა

ზოგჯერ კარტოფილის სარდაფიდან დროულად ამოღება და დასარგავად მომზადება გვავიწყდება. თუ ბოლქვებს მომზადების გარეშე დარგავთ, აღმონაცენების დიდხანს ლოდინი მოგიწევთ. ასეთი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, დასარგავი მასალის გათბობას გირჩევთ? მინიმუმ 3-4 დღით ადრე დასაშვებია.

დარგვამდე კარტოფილის ყლორტები შეამოწმეთ: რაც უფრო სქელია, მით უკეთესი. პატარა და თხელი ყლორტების მქონე კარტოფილი გადააგდეთ, ის კარგ მოსავალს არ მოგცემთ. მეორეც, ამ ეტაპზე დაავადებული და ნაკლებად პროდუქტიული ბოლქვები გადაარჩიეთ, სხვადასხვა ლპობის ნიშნების, სუსტი ყლორტების მქონე ან გაუღვივებელი კარტოფილი. თუ სწორად გადაარჩევთ და უსარგებლოს მოიშორებთ, უფრო თანაბარ და მეგობრულ აღმონაცენებს მიიღებთ. რიგებში „მელოტი ლაქები“ აღარ იქნება.

იცოდით კარტოფილის კერბული ბოლქვების შესახებ? ამ მხრივ გამოცდილება გაქვთ? იქნებ კიდევ რამდენიმე საიდუმლო მეთოდი იცით, როგორ მივიღოთ კარტოფილის კარგი მოსავალი? გაგვიზიარეთ!