Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ დავიცვათ თავის სიმსივნისგან – ბანანის მეშვეობით

იაპონელი მეცნიერების კვლევებმა დაადასტურეს, რომ მწიფე ბანანი მუქი კანით ან მუქი ყვითელი ბანანი – შავი წერტილებით, ადამიანის იმუნიტეტს ასტიმულირებს და ააქტიურებს ნეიტროფილებსა და მაკროფაგებს, რომლებიც ანთებისსაწინააღმდეგო ცილის გამომუშავებაზე არიან პასუხსმგებელი და სიმსივნესთან ბრძოლა შეუძლიათ.

ბანანს უდიდესი სარგებელი მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის და პრაქტიკულად არ შეიცავს ცხიმებს. ამ სასარგებლო თვისებების გამო, შეგიძლით ის ყოველდღე მიირთვათ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ბანანი კალიუმს შეიცავს, ამიტომ თირკმლის პრობლემების მქონე ადამიანებმა ის უფრო იშვიათად უნდა მიიღონ.

ბანანი შეიცავს სახამებელს, ძალის წყაროს, სწორედ ამიტომ ის ხშირად გამოიყენება სპორტსმენებისთვის განკუთვნილ ენერგეტიკულ სასმელებში.

კალიუმიც მნიშვნელოვანი ელემენტია, რომლის მიღებაც ბანანისგან შეგიძლიათ. ის ორგანიზმზე მარილის ზემოქმედებას ებრძვის, ამიტომ მწიფე ბანანი სასარგებლოა ჰიპერტონიის მქონე ადამიანებისთვის.

ბანანი ასევე შეიცავს A, C და K ვიტამინებს, თუთიას, კალციუმს, ნატრიუმს, რკინას და სხვა მინერალებს.

გახსოვდეთ: ბანანი საგრძნობლად ზრდის სისხლში შაქრის დონეს, ამიტომ ის რეკომენდებულია რ არის დიაბეტიანებისთვის.

გაფრთხილება ონკო დაავადებისას

სიმსივნის საწინააღმდეგოდ მხოლოდ და მხოლოდ მწიფე, დამუქებული ბანანი გამოგადგებათ. სწორედ გადამწიფებული ხილი ახდენს ორგანიზმში იმ ცილების შემცველი უჯრედების სტიმულირებას რომელბიც სიმსივნეს ებრძვიან. ეს პროცესი იმუნიტეტს სიმსივნესთან ბრძლაში ეხმარება. რაც უფრო მწიფეა ბანანი, მით უფრო მეტ ტუტე ნაერთებს შეიცვას – ნატურალურ ნივთიერებებს, რომლებიც ააქტიურებენ ლეიკოციტების მოქმედებას. ეს ყველაფერი ბოლომდე მოუმწიფებელი ხილის მიღების შემთხვევაში არ ხდება.

თუ ბანანი არ გიყვართ, ის მის მიერ მომზადებული დესერტებით მაინც ჩაანაცვლოთ ის. რამდენიმე მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ბანანისა და ნიგვზის ტორტი

ეს დაბალკალორიული დესერტი ენერგიასაც შეგმატებთ.

ინგრედიენტები:

  • 125 გრამი პური – ქერქის გარეშე
  • 500 მილიგრამი უცხიმო რძე
  • 4 კვერცხი
  • 2 მწიფე ბანანი
  • 8 თხილი
  • 5 გრამი კარაქი

მომზადების წესი:

  • საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით.
  • დაფხვენით პური, მოაყარეთ ფორმას და მოასხით რძე.
  • ათქვიფეთ კვერცხი და ყველაფერი ერთგვაროვანი მასისი მიღებამდე აურიეთ. დატოვეთ 10 წუთი.
  • დაჭერით ბანანი და მოაფინეთ ფორმის ძირზე. მოასხით ცომი და დაუმატეთ დაფქული თხილი.
  • გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე, 25-30 წუთის განმავლობაში.

ბანანის ნაყინი

ინგრედიენტები:

  • 4 მწიფე ბანანი
  • 250 მილიგრამი ნაღები
  • 1/2 ლიმონი
  • დამდნარი შოკოლადი (სასურველია ის რომელიც 99% კაკაოს შეიცავს)

მომზადების წესი:

გამოიყენით მიქსერი ან ბლენდერი, გააკეთეთ პიურე ბანანისგან, დაუმატეთ ლიმონის წვენი.

დრო და დრო დაუმატეთ ნახევრად ათქვეფილი ნაღები, უნდა მიიღოთ კრემისებური მასა.

მიღებული მასა მცირე ზომის ჭურჭელში ჩაასხით და საყინულეში შედგით 1 საათით. მაგიდასთვან მიტანამდე დამდნარი შოკოლადი მოასხით.