სხვა
როგორ დავთესოთ ფიჭვი ქოთანში
ხის – თესლიდან გაზრდა ძალიან ამაღელვებელი და საინტერესო პროცესია. სასიამოვნოა როდესაც პირველ წანაზარდებს ხედავ, რომლისგანაც რამდენიმე წელიწადში ულამაზესი ხე გაიზრდება. ხეები, ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან, მათ ტყუილად არ უწოდებენ დედამიწის ფილტვებს.
დღეს მოგითხრობთ, თუ როგორ დათესოთ ნაძვი სახლის პირობებში და როგორ მოახდინოთ მისი დარგვამდე ადაპტირება. ნაძვი არა მხოლოდ თვალს გაახარებს, ის დიდ სარგებელსაც მოიტანს, სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ჟანგბადის გამოყოფით.
როგორ გავზარდოთ ნაძვი
შემოდგომაზე გირჩი მწიფდება. ნაძვის გაზრდა მხოლოდ 1 გირჩის თესლისგან შეიძლება. წარმოიდგინეთ რამდენად უკეთ ვისუნთქებდით თუ ყოველი ადამიანი 1 ხეს მაინც დარგავდა, მით უმეტეს თუ ეს არც ისე ძნელია.
ხის სახლის პირობებში გასაზრდელად და შემდეგ მის მიწაში გადასარგველად მარტივ წესებს უნდა მივყვეთ.
ზოგიერთები გირჩს პირდაპირ ქოთანში თესავენ ისე, რომ მისი ნახევარი მიწის ზემოთ იყოს დატოვებული. მაგრამ ასეთ დროს აუცილებელია გრუნტში საკმარისი ნესტის შენარჩუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში გირჩი დაობდება. თუ ყველაფერი კარგად გამოგივათ – ხე პირდაპირ გირჩიდან ამოიზრდება და სანახაობაც არაჩვეულებრივი იქნება.
ყოველ დღე დაუსხით გირჩს ცოტაოდენი წყალი. თუ შენობაში სადაც ნაძვი იზრდება – სიმშრალეა, მაშინ მას რამე გადააფარეთ და დაუტოვეთ ხვრელი ჰაერის შესასვლელად.
თუ ნაძვის ეზოში დარგვასა და ხედით ტკბობას გეგმავთ, მაშინ ის ნელ-ნელა სუფთა ჰაერსაც უნდა მიაჩვიოთ. ეს მისი თესლიდან ამოზრდიდან 2 წელიწადში უნდა გააკეთოთ. დროდადრო გამოიტანეთ ხე ეზოში და ყოველ ჯერზე მისი ჰაერზე ყოფნის დრო გაზარდეთ. რამდენიმე თვეში ნაძვი მზად იქნება ღია ცის ქვეშ ცხოვრებისთვის.
თუ ნაძვს ეზოში რგავთ და არა ტყეში, მაშინ ორმოში ცოტაოდენი ტყის მიწა უნდა ჩაამატოთ. სანამ ნაძვი ახალ ადგილს შეეჩვევა ის უნდა მორწყათ ხოლმე რათა კარგად გაიდგას ფესვები.
ეხლა უკვე იცით, როგორ გაზარდოთ ნაძვი გირჩისგან. შეაგროვეთ გირჩები ბავშვებთან ერთად და აქციეთ ისინი ახალ ხეებად. ეს გაცილებით უფრო საინტერესოა ვიდრე გირჩისგან სათამაშოების კეთება. ეს შეანიშნავი იდეაა გარემოზე ზრუნვისთვის!