Connect with us

სახლი და დიზაინი

როგორ დავამზადოთ ჰაერის გამწმენდი სახლის პირობებში

სპრეის ვარდის ფურცელბის, დილის სიახლის ან ზღვის ბრიზის არომატით დღეს შეიძლება ნებისმიერ სახლში შევხვდეთ. თუმცა ცოტამ თუ იცის ამ ერთი შეხედვით უწყინარ ჰაერის გამწმენდებს რამხელა ზიანი მოაქვთ.

სასიამოვნო სუნს იქით უამრავი ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები იმალება, ისეთები როგორიცაა ფენოლი, ფორმალდეჰიდი და ფტალატები! დახურულ შენობაში ეს კანცეროგენები ფილტვების გავლით ორგანიზმში აღწევენ.

იმისთვის, რომ თავი დავიცვათ, შეგვიძლია ნატურალური არომატიზატორი გამოვიყენოთ. მისი დამზადება რამდენიმე წუთს მოითხოვს, სამაგიეროდ შეუფასებელი სარგებელი ექნება. ის ხომ არამხოლოდ ბინას აავსებს ნელსურნელებით არამედ სხვადასხვა უსიამოვნო სუნების ნეიტრალიზაციაშიც დაგვეხმარება და ტანსაცმელსაც დაიცავს ჩრჩილისგან.

როგორ მოვამზადოთ ჰაერის გამწმენდი სახლში

ლამაზი ქილები რომლებიც აღარ გჭირდებათ, მაგრამ, მათი გადაგდება გენანებათ, შეგიძლიათ სოდიანი არომატიზატორის ჭურჭლად გამოიყენოთ. რატომ სოდიანი?! საქმე იმაშია, რომ მას სხვადასხვა სუნების დიდი ხნით შენახვა შეუძლია. სწორედ ეს თვისება აქცევს მას არომატორის დასამზადებელ იდეალურ ფუძედ.

დაგჭირდებათ

  • 1-2 მცირე ზომის ლამაზი ქილა თავსახურით
  • საკვები სოდა
  • ეთერზეთი ან სხვადასხვა ეთერზეთების ნაერთი

მომზადების წესი

1. ქილის ფსკერზე საკვები სოდა 1 სანტიმეტრიან სისქეზე ჩაყარეთ

2. დაუმატეთ 7-12 წვეთი ეთერზეთი

3. მჭიდროდ დაახურეთ ქილას თავი ან ფოლგის ნაჭრები და კარგად შეანჯღრიეთ შემადგენლობა.

4. თავსახურში რამდენიმე საშუალო ზომის ნახვრეტი გააკეთეთ მაგალითად ჩაქუჩით და ლურსმნით

5. დაახურეთ ქილას ნახვრეტებიანი თავსახური. არომატიზატორი სოდისა და ეთერზეთისგან მზად არის!

შეგიძლიათ ქილას თავსახური არ დაახუროთ, ამის ნაცვლად მასში ჩაის სანთელი ჩადგით. სანთელი ქილაში ჰაერს გაათბობს და არომატს გააძლიერებს.

ყავის არომატიზატორი

გიყვართ ყავის სუნი?! მაშინ ეს ყავის არომატიზატორი თქვენს არაჩვეულებრივ სახლს უფრო მყუდროდ აქცევს და მას ყავის არაჩვეულებრივი არომატით აავსებს.

მის დამზადებას რამდენიმე წუთი ჭირდება. ამისთვის მოხალული ყავის მარცვლებით ლამაზი ლამბაქები, ზარდახშები და მცირე ზომის ვაზები აავსეთ და მთელს სახლში დადგით.

არომატიზატორი ფორთოხლისგან

ფორთოხალი, ლიმონი და ნებისმიერი ციტრუსიც არაჩვეულებრივ ფუძეს წარმოადგენს არომატიზატორის დამსაზადებლად. ისინი არამარტო გაალამაზებენ ინტერიერს, არამედ მას სასიამოვნო სურნელითაც აავსებენ.

დაგჭირდებათ

  • 1 ფორთოხალი
  • 3-5 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • 2 ცალი მიხაკი

მომზადების წესი

1. მჭრელი დანით ფორთოხალს ზედა ნაჭილი მოაჭერით

2. ჩაის კოვზის მეშვეობით კარგად მოაცილეთ რბილობი

3. ფორთოხალში ჩაყარეთ დარიჩინი, დაადეთ მიხაკი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი და მზა არომატიზატორი შენობაში დადგით.

საკუთარი ხელით დამზადებული ნატურალური ჰაერის გამწმენდი საშუალება სახლში განუმეორებელი ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ.